x
image
თუთიკო ბერძენა
მისტიკური რიცხვები და მათი კავშირი ღმერთთან. ბაბილონელთა საიდუმლო მათემატიკა
image



მდ. ევრფრატსა და ტიგროსს შორის მდებარე ტერიტორიას შუამდინარეთს უწოდებენ, დღეს მას ერაყი ეწოდებამ რომლის დედაქალაქია ბაღდათი.
ჩვენს ერამდე მე-4 ათასწლეულის ბოლოსა და მე-3 ათასწლეულის დასაწყისში შუამდინარეთის ტერიტორიის ჩრდილოეთ ნაწილში ცხოვრობდნენ სემიტები, ხოლო სამხრეთის, დაახლოებით 38-ე პარალელიდან სპარსეთის ყურემდე - შუმერები.
შუმერებმა სხექმნეს თვითმყოფადი და მდიდარი კულტურა, რომელიც გავლენას ახდენდა, როგორც წინა აზრიის ქვეყნებიუს, ასევე შუამდინარეთის პერიფერიულ ოლქში მცხოვრები სემიტური და ინდოევროპული ხალხების განვითარებაზე. სწორედ შუმერებმა მოახდინეს დიდი ზეგავლენა ძველბაბილონური, ასურული, აქადური, ელამური, ხეთური კულტურის ჩამოყალიბება-განვითარებაზე. მათ შექმნეს პირველი შეხედულება სამყაროზე, შექმნეს დამწერლობა, საფუძველი ჩაუყარეს მათემატიკას, ასტრონომიას, გეოგრაფიას, ქიმიას, მედიცინას, კანონმდებლობას. აქ შეიძმნა პირველი ობსერვატორია, ბიბლიოთეკა, სკოლა და სასკოლო სახელმძღვანელოები.
ადამიანის არსებობისთვის პირველ ყოვლისა საჭიროა საჭმელი, სასმელი, ტანსაცმელი, . ამ საარსებო საშუალებათა მოსაპოვებლად საჭირო იყო ყველა იმ მოვლენის შესაწავლა, რომლებიც დაკავშირებულია სოფლის მეურნეობასთან. ამიტომ შუამდინარეთში საირიგაციო და სამელიორაციო საქმის განვითარებასთან ერთასდ უნდა შექმნილიყო ასტრონომია, რათა დაედგინათ ტიგროსისა და ევფრატის ადიდების დრო. აუცილებელი იყო დაკვირვებოდნენ ბუნების მოვლენებს, შეესწავლათ მზე, მთვარე, პლანეტები, ვარსკვლავები. ამიტომ იყო, რომ შუამდინარეთის ღმერთებს ასტრალური ხასიათი ჰქონდათ.

ადვილი ასახსნელია, რატომ სცემდნენ თაყვანს ღმკერთებს. ადამიანი თითქმის მთლიანად იყო დამოკიდებული ბუნების ძალებზე. იგი ხშირად მარცხდებოდა ბუნებასთან ჭიდილში. მას არ შეეძლო შეეკავებინა ტიგროსის აბობოქრებული დინება, დაეცვა მოსავალი გვალვებისგან და ა.შ. გარდა ამისა, აინტერესებდა, რას წარმოადგენდა დედამიწა, მზე, მთვარე, ვარსკვლავები, მცენარეთა და ცხოველთა სამყარო და როცა ამ კითხვებზე პასუხს ვერ სცემდა, ყოველივეს ზებუნებრივ ძალას მიაწერდა. ღვთაებათაგან გამოირჩეოდა ორი სამება. ისინი განასახიერებდნენ ბუნების იმ ძირითად მოვლენებს, რომლებზეც დამოკიდებული იყო შუამდინარეთის მიწათმოქმედება.




პირველი ღვთაებრივი სამება

1. შუმერული სამების პირველი ღმერთი იყო ანუ - ცის უზენაესი და მნათობთა უფალი. იგი სამყაროსა და ღმერთების მამაა.

2. ენლილი უზენაესი სამების მეორე წევრი, დედამიწის ღმერთი, მფარველი ყოველივე იმისა, რაც კი დედამიწაზე არსებობს ამ შუმერულ ღმერთს სემიტები ბელს - ბატონს, უფალს უწოდებდნენ
3. სამების მესამე წევრი იყო ეა - სიცოცხლისა და დიდების, სიბრძნისა და წყლის ღმერთი.

ამ სამ ღმერთს შუმერები აერთიანებდნენ და უწოდებდნენ ბელიტუს, ე.ი. 3=1-ს, თანაც ბელიტუ არიარებული იყო ნაყოფიერების ქალღმერთად.


ღვთაებათა მეორე სამებას წარმოადგენდა:

1. სინ - მთვარის- ქვეყნიერების მაცოცხლებელი ღმერთი
2. შამაშ - მზის ღმერთი- მართლმსაჯულების მფარველი
3. ადადი - ტაროსისა და ჭექა-ქუხილის ღმერთი
ბაბილონში ასტრონომიის განვითრებასთან ერთად ჩამოყალიბდა ღვთაებათა შვიდი სახე.

1.სინ - მთვარის - ქვეყნიერების მაცოცხლებელი ღმერთი.

2. შამაშ - მზის ღმერთი - მართლმსაჯულების მფარველი

3. ნაბუ - მერკური - ჭკუის, მოხერხების, ბედის განმგებლობის ღმერთი

4. იშთარი - ვენერა - ვარსკვლავთა ცის დედოფალი, სიყვარულის, ნაყოფიერების ღმერთი

5. ნერგალი - მარსი - ომისა და ხანძრის ღმერთი.

6. მარდუქ - იუპიტერი - მწიგნობარი, უზენაესი და ყოვლისშემძლე ღმერთი, ბაბილონელთა მთავარი ღმერთი

6. ნინურთა - სატურნი - უბედურების, ქვესკნელის, მიცვალებულთა სამეფოს ღმერთი

ამ შვიდ ღმერთშ უზენაესად მარდუქი აღიარეს, მან განსაზღვრა ყველა ვარსკვლავის და პლანეტის მოძრაობის მიმართულება "რათა არ შეცდნენ, რათა არავინ იხეტიალოს". სწორედ მაშინ დადგინა წელიწადის 4 დრო და 12 თვე, თითოეულ დროს სამი ვარსკვლავი დაუმორჩილა, ამის შემდეგ შექმნა დღეები მიწა, ყველა მცენარე და ცხოველი, მის ხელშია ადამიანთა აღზევება, დაქვეითება. მარდუქი სამების ერთებაა, ის ასრულებს ნანიბ-მარდუქის - ძლიერების ღმერთის, ნებო-მარდუქის - სიბრძნის ღმერთის, ნერგალ-მარდუქის - ნგრევის ღმერთის ფუნქციას, ე.ი. სამი უდრის ერთს.

1887 წელს ჩრდ. ეგვიპტეში, სოფელ ტელ-ამარანში, არქეოლოგებმა აღმოაჩინეს წერილების არქივი, რომლებიც უცხო ქვეყნების მმართველებს გამოუგზავნიათ ეგვიპტის ფარაონების ამენჰოტეპ მე-3-ისა და ამენჰოტეპ მე-4-სთვუს (ძვ.წ.ა მე-15 ს) ზემოაღნიშნულ არქივში შემონახულია ასეთი შინაარსის წერილი: "ჩემს ბატონს, ჩემს ღმერთს, ჩემს მზეს! აბიმილიაკი, მისი მორჩილი, 7 და 7-ჯერ ჩავუვარდები ფერხთ ჩემს მეფეს, ჩემს ბატონს". როგორც ვხედავთ, რიცხვი 7 მისტიკურია და დასაფიცი.
ერთ ბაბილონურ ტექსტში წერია: "7 არიან, 7 არიან, 7 არიან და კიდევ 7 არიან", როგორც ცანს ეს გამოთქმა სიმბოლურია და ბევრის უთვალავის გამომხატველია, მაგრამ მათი ჯამი ხომ 28 არის? 7+7+7+7=28 და ამიტომ იგი დაკავსირებული უნდა იყოს მთვარის - ქვეყნის მაცოცხლებელი ღმერთის - სინის ფაზებთან. შორეულ წარსულში ადამიანს შეუნიშნავს მთვარის 4 ფაზა. თითოეული ფაზის გავლას იგი უნდება დაახლოებით 7 დღეს, 4 ფაზას გაივლის 7*4=28 დღეში, დაახლოებით, ყოველ 7 დღეში მთვარე სახეს იცვლის. ალბათ, ამიტომ იყო, რომ შორეულ წარსულში რიცხვებს 4, 7, 21, 28 მიაწერდნენ სასწაულებრივ თვისებებს და ისინი თანდათანობით იქცნენ მისტიკურ რიცხვებად. და ალბათ ამავე მიზეზით ბაბილონელები 7, 14, 21, 28 რიცხვებში, ე.ი. მთვარის ფაზიდან ფაზაში გადასვლის პერიოდში თავს იკავებდნენ ყოველგვარი საქმიანობისგან.

ძველი ბაბილონის საკულტო თაძრების ცენტრალურ ნაწილს წარმოადგენდა გოდოლები, ზოგიერთი მათგანი სამსართულიანი იყო, 3 მთავარი ღმერთის ანუს, ენლილისა და ეასადმი მიძღვნილი, ზოგი კი შვიდსართულიანი, შვიდი ღმერთის პატივსაცემად აგებული.

შუამდინარეთის ქურუმები არა მარტო გარეგნულად მიღებულ შთაბეჭდილებებს აღწერდნენ ჰიმნებსა და ლოცვებში, არამედ სისტემატიურად აკვირდებოდნენ მნათობებს და იწერდნენ შედეგებს, რითაც ასტრონომიის დარგში გარკვეულ წარმატებას აღწევდნენ.

სამყაროს იმ წრეს, რომელზეც მზე თავის წლიურ ხილულ გზას - ეკლიპტიკას გაივლის, შუამდინარეთის ასტრონომები ყოფდნენ 12 ტოლ ნაწილად, ტანავარსკვლავედად. ეკლიპტიკის გასწვრივ განლაგებულ 12 ტანავარსკვლავედს ზოდიაქო ეწოდა.

ყოველ თანავარსკვლავედს მიაკუთვნეს სახელი - ნიშანი: ვერძი, კურო, ტყუპი, კირჩხიბი, ლომი, მარჩვიბი, ქალწული და ა.შ. ყოველი თვე 30 დღისგან შედგებოდა, თვის 30 დღე მიღებული იქნა დედამიწის გარშემო მთვარის მოძრაობის ერთი ციკლის მიხედვით ( ახალი მთვარიდან ახალ მთვარემდე დაახლოებით 30 დღე გადის) თვე დაყვეს კვირეებად, კვირაში 7 დღე იყო, კვირის ყოველ დღეს ჰყავდა თავისი მფარველი ღმერთი. აქედან წარმოიშვა თითოეული დღის სახელწოდებაც. ბევრ ევროპულ ქვეყანაში, მაგ. საფრანგეთშ, გერმანიაში, ინგლისში დღესაც შემორჩენილია დღეების შუამდინარული სახელწოდებანი. კვირა - ინგლისურად, გერმანულად მზის ( შამაშის )დღეა.
ორშაბათი - ფრანგულად, გერმანულად მთვარის -სინის - დღეა
სამშაბათი - ფრანგულად მარსის- ნერგალის დღეა
ოთხშაბათი ფრანგულად მერკურის- ნაბუს დღეა
ხუთშაბათი ფრანგულად იუპიტერის - მარდუქის დღეა
პარასკევი - ფრანგულად ვენერას - იშთარის დღეა
შაბათი - ინგლისურად სატურნის - ნინიბის დღეა.

მეგრულში ორშაბათი თუთაშხად იწოდება და მთვარის დღეს ნიშნავს, ხუთშაბათი - ცაშხად და ცის დღეს ნიშნავს, კვირა კი ჟაშხად და მზის დღეს ნიშნავს.
ზოდიაქოს დაყოფით მიიღეს თორმეტი 30დღიანი თვე. ამ დაყოფამ საფუძველი ჩაუყარა კალენდარს, რომელიც დღევანდელ კალენდარს უდევს საფუძვლად.

ქვიშისა და მზის (გნომონი) საათის მეშვეობით მზის ბუნიობის დღე და ღამე დაყვეს 12-12 ტოლ ნაწილად და მიიღეს ორკეცი 12 საათი, საათი დაყვეს 60 წუთად, წუთი კი 60 წამად.

უძველესმა ასტრონომებმა შენიშნეს, რომ ბუნიობის დღეს მზე ცაზე აღწერდა ნახევარწრეს და მასში მზის დისკო 180-ჯერ თავსდებოდა. ამიტომ ნახევარწრეწირი დაყვეს 180, ხოლო წრე 360 ტოლ ნაწილად. თითოეულ ნაწილს ნაბიჯი ( ლათ. გრადუსი) უწოდეს. მზის თითოეული ნაბიჯი 60 ტოლ ნაწილად დაყვეს და 1/60 ნაწილს წუთი უწოდეს, თავის მხრივ წუთი 60 ტოლ ნაწილად დაყვეს და 1/60 ნაწილს წამი უწოდეს. ამრიგად, გაჩნდა რიცხვი სამოცისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულება, რამაც შემდგომში 60 ღვთაებრივ რიცხვად აქცია.

ასტრონომიის განვიტარება შეუძლებელი იყო მათემატიკის გარეშე და მართლაც, შუამდინარეთში მათემატიკა მეცნიერების ერთ-ერთ წამყვან დარგად ითვლებოდა. განსაკუთრებით განვითარებული იყო არითმეტიკა.
საყურადღებოდა, რომ ათობითი სისტემის გარდა, როგორც კ. კერამი აღნიშნავს, "მტელი ბაბილონური მათემატიკა დამყარებული იყო შერეულ სამოცობით თვლის სისტემაზე, რომელიც აქადელებმა ათობითს შეუჯვარეს", ხოლო ათობითი სისტემიდან სამოცობით სისტემაზე გადასასვლელად და პირიქით, იყენებდნენ სპეციალურ საანგარიშო სახაზავს. თვლის სამოცობითიმა სისტემამ ბაბილონელებს საშუალება მისცა მათემატიკის დარგში მიეღწიათ გარკვეული შედეგისთვის. ერთ-ერთ ლურსმნულ ტრაქტატში მოყვანილია რიცხვი, რომლის ჯამი უდრის 195 955 200 000 000 -ს. ეს ისეთი რიცხვია, რომელსაც ევროპაში დეკარტისა და ლაიბნიცის დროსაც რომ არ იყენებდნენ.

ბაბილონელები, შემდეგში ქაკდეველებიც წილადებსაც სამოცობითი სისტემით გამოსახავდნენ. ეს წესი უფრო გვიან ევროპის ქვეყნებშიც გავრცელდა და იყენებდნენ ათობითი სისტემის შემორებამდე.

3, 7 12, 60 წმინდა რიცხვებად თვლიდნენ, მაგრამ არსებობდა სხვა წმინდა რიცხვებიც 1-დან 60-მდე, რომლებიც ღმერთებს ჰქონდა მიკუთვნებული.
რიცხვბზე ასეთმა შეხედულებამ გამოიწვია მისტიკური რიცხვებისა და სიმბოლოების განვითარება. ქალდეველები ამ მისტიკური რიცხვების კომპინაციით ცდილობდნენ აეხსნათ ბუნებისა და ღმერთების საიდუმლო.


































1
195
4-ს მოსწონს
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
195
  
2021, 16 მაისი, 1:35
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1