საბუნებისმეტყველო ტაპირი - გაიცანით ყველაზე უცნაური გარეგნობის ეგზოტიკური ცხოველი 2021, 12 მაისი, 17:10 ტაპირი - ცენტრალური ამერიკა, სამხრეთ ამერიკა, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზია
ტაპირი მეტად უცნაური გარეგნობის მხეცია, რომელიც განეკუთვნება ბალახისმჭამელ ჩლიქოსანთა დიდ რიგს. აქვს წაგრძელებული ცხვირი, არის მოთეთრო-მოყავისფრო შეფერილობის; აქვს თეთრი გრძელი ხაზები და ასევე თეთრი წინწკლები სხეულზე. ბინადრობს ცენტრალურ ამერიკაში, სამხრეთ ამერიკის თბილ ადგილებსა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში. ტაპირი შედარებით ძველი ძუძუმწოვარია, 55 მილიონი წლის ცხოველების ნაშთებს შორისაც შეიძლება, შეხვდეთ ტაპირის მსგავს არსებებს. ტაპირებთან ყველაზე ახლოს დგანან ცხენები და მარტორქები. მათი წინა ფეხები 4-ნაწილიანია, თათიანია, ხოლო უკანა - 3 - თათიანი. თათებზე პატარა ჩლიქები ეხმარება ტაპირს ბინძურ და რბილ ადგილას გადაადგილებაში. ტაპირის ზომა, სახეობათა მიხედვით, სხვადასხვაა, მაგრამ, როგორც წესი, მისი სიგრძე 2 მეტრია, სიმაღლე - დაახლოებით 1 მეტრი, ხოლო მასა - 150-დან 300 კილოგრამამდე. ტაპირი ტყის ცხოველია, რომელსაც ძალიან უყვარს წყალი. ტყეში იგი იკვებება ხილით, ფოთლებითა და კენკრით. ტაპირის მთავარი მტერი ადამიანია, რომელიც ნადირობს ამ უცხო გარეგნობის ძუძუმწოვარზე ხორცისა და ტყავის გამო.
90 შეფასება არ არის
|