x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"ბრილიანტის ხელის" ვარსკვლავს აღარაფერი ახსოვს
imageაპრილის შუა რიცხვებში, "ბრილიანტის ხელის" ვარსკვლავი სვეტლანა სვეტლიჩნაია ისევ საავადმყოფოში მოხვდა.

მსახიობი ინსულტის ნიშნებით მოსკოვის იუდინის საავადმყოფოში გადაიყვანეს. სხვათა შორის, იგივე დიაგნოზით, სვეტლიჩნაია შარშანაც მოხვდა საავადმყოფოში, მაგრამ მკურნალობის შემდეგ მან თქვა, რომ ინსულტი არ დაუდასტურდა.


როგორც არტისტის ნათესავები აცხადებენ, საბედნიეროდ მას ინსულტი არც ახლა დაუდასტურდა. სვეტლანას მხოლოდ არტერიული წნევის პრობლემები აქვს, თუმცა კლინიკაში მედიკოსებმა აღნიშნეს, რომ მსახიობს მეხსიერების პრობლემები დაეწყო.

-ყველაფერი ავიწყდება, მაგრამ კეკლუცობს-განიცხადა მედპერსონალმა გამოცემა КП-ს.



გამოცემა ასევე ავრცელებს მსახიობის უახლეს ფოტოს, სადაც სვეტლანა მაკიაჟის გარეშეა, სახე დაღლილი აქვს, მაგრამ როგორც ყოველთვის, მოდურ ქუდი ახურავს. და რა თქმა უნდა, 80 წლის მსახიობის საფირმო ღიმილი მატებს ოპტიმიზმს, რომ იგი გაუმკლავდება დაავადებას.


image

სვეტლანა სვეტლიჩნაიამ მიუხედავად იმისა, რომ 30-ზე მეტ ფილმში ითამაშა("შოშია და ლირა", "ჩვენი დროის გმირი", "გაზაფხულის ჩვიდმეტი გაელევება", "ოცდაცამეტი", "მოუხელთელების ახალი თავგადასავალი" და სხვა) ყველაზე დიდი პოპუალრობა მაინც მოუტანა ეპიზოდურმა როლმა უკვდავ კომედიაში "ბრილიანტის ხელში".

image

0
883
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
883
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0