ასტროლოგია 11 მაისს ახალმთვარეობაა - ვისზე იმოქმედებს ის ყველაზე მეტად და როგორია ერთთვიანი პროგნოზი მთვარის კალენდრის მიხედვით 2021, 8 მაისი, 23:11 11 მაისს ახალმთვარეობას ველოდებით 22:59-ზე, კუროს 22-ე გრადუსში. ახალმთვარეობაზე მთავარი მნათობები - მთვარე და მზე შეერთებაში არიან. მთვარეს ახალმთვარეობამდე ორი დღით ადრე და მომდევნო ორ დღეს ჩვენ ვერ ვხედავთ, რადგან იგი მზის სხივებითაა დაფარული. მზე არის ის, რასაც ჩვენ წარმოვადგენთ ამ ქვეყანაზე, ჩვენი ეგო. ხოლო მთვარე, როგორ აღვიქვამთ სამყაროს, ჩვენი ქვეცნობიერი. ახალმთვარეობის დღეებში ენერგიის ნაკლებობას განვიცდით. დაქვეითებულია იმუნიტეტი. ზოგიერთს შეიძლება გაუჩნდეს უსაფუძვლო შიშები. ზოგი კი ახალმთვარეობას გაძლიერებული თავის ტკივილებით ხვდება. ახალი მთვარის თვე 10 ივნისამდე გაგრძელდება. იმისათვის, რომ ახალმთვარეობას სწორად შევხვდეთ, ზოგიერთი მნიშვნელოვანი დეტალი უნდა გავითვალისწინოთ. ახალმთვარეობამდე დაასრულეთ ყველა ადრე დაწყებული საქმე, გადაიხადეთ ვალები, გადასახადები. ეცადეთ, ძველი საქმეები და ვალები მთვარის ახალ თვეში არ გადაიყოლოთ. ობიექტურად შეაფასეთ თქვენს ცხოვრებაში მომხდარი მოვლენები, გამოკვეთეთ შეცდომები, რათა მომავალში უფრო გონივრულად იმოქმედოთ. აქვე გეტყვით, რომ კარგი პერიოდი 22-23 მაისამდე გაგრძელდება და სასურველია, ყველა მნიშვნელოვანი საკითხი ამ პერიოდში მოაგვაროთ. 26 მაისს მთვარის სრული დაბნელება გველოდება. 30 მაისს კი პლანეტა მერკური (კომუნიკაცია, ინფორმაცია) რეტროგრადული, უკანმავალი გახდება (23 ივნისამდე) და სოციალური ცხოვრება ძველებურად აქტიური აღარ იქნება. 10 ივნისს კი კიდევ ერთი მნიშვნელოვნი მოვლენა გველოდება - მზის დაბნელება. აი, ასეთი მნიშვნელოვანი მოვლენებითაა დატვირთული მთვარის ეს თვე. ახალმთვარეობა ხდება კუროს 22-ე გრადუსში და დააკვირდით, რა პლანეტები გყავთ ამ ნიშანში, პლუს/მინუს 3 გრადუსი. საბედნიეროდ, ეს არის კეთილი გრადუსი. თუმცა, ნუ დაგვავიწყდება ლილიტი (ცდუნებები) - შავი მთვარე, რომელიც ახალმთვარეობაზე მზე-მთვარის გვერდით მდებარეობს და რომელსაც ახალმთვარეობის დღეზეც ექნება გავლენა, წინაზეც და მომდევნოზეც. ახლა უფრო მარტივად აგიხსნით: იმისათვის, რომ შეცდომები არ დაუშვათ, კონფლიქტები და გაუგებრობები აირიდოთ, გირჩევთ, მნიშვნელოვანი საქმეები არ დაიწყოთ 11-15 მაისის შუალედში. უმჯობესია, ყველაფერი 16 მაისიდან განახორციელოთ. მაისის ახლამთვარეობა მოგვიწოდებს, დავამარცხოთ, გადავლახოთ შიში და პანიკა და გამოვნახოთ ალტერნატიული მეთოდი ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად. უნდა გავიაზროთ, რომ გარშემო ყველაფერი იცვლება. გახსოვდეთ, რომ რისი შეცვლაც შეგვიძლია, უნდა შევცვალოთ, რისი შეცვლაც ჩვენს ძალებს აღემატება, უნდა შევეგუოთ, მივიღოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში შინაგანად დაგვანგრევს. ახალმთვარეობის რუკაში მარსი (აქტიურობა, მოქმედება) კირჩხიბის (ოჯახი, ნათესავები) ნიშანშია. გირჩევთ, მეტი მზრუნველობა გამოავლინოთ თქვენი ოჯახის წევრების, ნათესავების, ბავშვების მიმართ. იყოთ მომართული საოჯახო ვალდებულებების შესრულებაზე. მერკურის გავლენით კი მოგვინდება სწავლა, ახალი ცოდნის მიღება (ან უკვე არსებულის განვითარება), შეიძლება სასწავლო კურსებზე ჩაეწეროთ ან ონლაინ მიიღოთ სასურველი ინფორმაცია. ახლა კი ვნახოთ, ვისზე იმოქმედებს მაისის ახალმთვარეობა ყველაზე მეტად. პირველ რიგში ვახსენოთ კუროს ზოდიაქოს ნიშანში, კერძოდ კი 8-16 მაისის შუალედში დაბადებულები. ახლა თქვენი პირადი ახალი წელი დგება, ახალმთვარეობა თქვენი დაბადების დღესთან მაქსიმალურად მოახლოებულია. თქვენ ცვლილებები გელით მთვარის ამ თვეშიც და მთელი წლის განმავლობაშიც, რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ, და გისურვებთ, ცვლილებები მხოლოდ სასიამოვნო და პოზიტიური გქონოდეთ. მნიშვნელოვანი იქნება მაისის ეს ახალმთვარეობა შემდეგ პერიოდებში დაბადებულთათვისაც: 6-13 თებერვალი, 10-17 აგვისტო და ნოემბერი. გირჩევთ, არ იზარმაცოთ, უამრავი ვალდებულება გექნებათ შესასრულებელი. ნუ აჩქარდებით, გათვალეთ თითოეული ნაბიჯი და დაკვირვებულად იმოძრავით წინ, გამარჯვებისკენ. კოსმოსიდან ჰარმონიული მხარდაჭერა ელით მათ ვინც დაიბადა: 8-15 იანვარსა და მარტს და 10-17 ივლისსა და სექტემბერს. თუ პირადი რუკა შედგენილი გაქვთ, დააკვირდით კუროს, კირჩხიბის, ლომის, ქალწულის, მორიელის, თხის რქის, მერწყულისა და თევზების 19-25 გრადუსში რა პლანეტები და მნიშვნელოვანი წერტილები გაქვთ განლაგებული. მაისის ახალმთვარეობა თქვენთვისაც გამოკვეთს აქტუალურ თემებს. აგრეთვე დააკვირდით, რომელ სახლში ხვდება კუროს 22 გრადუსი. სწორედ ამ სფეროში ელოდეთ ცვლილებებს. ასევე დაგაინტერესებთ:ბედნიერების პლანეტა ნიშანს იცვლის - ასტროლოგები მსოფლიოში მოსალოდნელ დიდ ცვლილებებსა და ზოდიაქოს 3 ნიშანზე, რომლებსაც ერთი წელი სასიკეთო პერიოდი ელითყოველთვის მართავს ის, ვინც ნაკლებად შეყვარებულია - დომინანტი პარტნიორის 6 წესი"შხაპის ქვეშ ვიდექი და ღმერთს ვუყვიროდი, რომ ქორწინება აუტანელი გახდა..." - ისტორია, რომელიც ყველა დაქორწინებულმა წყვილმა უნდა წაიკითხოს15 შეკითხვა, რომელიც წყვილმა ერთმანეთს უნდა დაუსვას, სანამ დაქორწინდებამე არ ვარ ქალი, რომელიც გინდა, მე ვარ ქალი, რომელიც მალე დაგჭირდება7 რამ, რაც მამაკაცს უყვარდება ქალში8 ნიშანი იმისა, რომ კაცს ნამდვილად უყვარხართ!რას გეძახით შეყვარებული? - მოფერებითი სახელების ფსიქოლოგიური ახსნა5 სიტყვა, რომელსაც ქორწინება და სასიყვარულო ურთიერთობები დანგრევამდე მიჰყავს1780 შეფასება არ არის
|