x
image
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
აი როგორ ნიღბავენ პროდუქტების მწარმოებლები შაქარს

ზოგჯერ შეიძლება ვერ შეამჩნიოთ პროდუქტების მწარმოებლების ხრიკები შეფუთვაზე, მაგალითად რამდენ რაფინირებულ შაქარს შეიცავს იოგურტი სინამდვილეში. მართალია აქ ჩამოთვლილი პროდუქტები ჯანსაღ და სასარგებლო პროდუქტებად ითვლება, მაგრამ ყველაფერი ასე მარტივიც არაა.

1. ხილის ნატურალური წვენი

მაშინაც კი, თუ წვენი შეიცავს მხოლოდ ბუნებრივ შაქარს, ის მაინც საზიანოა. 250 გრამ ვაშლის "ნატურალურ" წვენში თითქმის 30 გრამი შაქარია, სახლში დაწურვასაც არ აქვს აზრი, მეტ ვიტამინს მიიღებთ თუკი ვაშლსლს ისე შეჭამთ და წვენს არ გამოუწურავთ. ჯერ ერთი, შაქრის გარდა, ორგანიზმი მიიღებს საკვებ ბოჭკოებს, მეორეც, 250 გრამი წვენის მისაღებად დაახლოებით 5 ვაშლია საჭირო. ამდენს კი სავარაუდოდ ერთად ვერ შეჭამთ.

image


2. მარცვლეული და ბურბუშელა

კი, შეიძლება სასარგებლო საუზმეა, მაგრამ მისი ყიდვის დროს აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება შემადგენლობას. მარცვლეულის 20 შეფუთვიდან 19 შეიცავს რაფინირებულ შაქარს და თანაც დიდი რაოდენობით.

image


3. ჩირი

ძალიან ჯანსაღი პროდუქტია, მაგრამ საკვებ ბოჭკოებთან, ვიტამინებთან და მინერალებთან ერთად შაქარსაც მიიღებთ.

image


4. იოგურტი და ხაჭოს დესერტი

ერთი პორცია “სასარგებლო" დესერტი 5-7 კოვზ რაფინირებულ შაქარს სეიცავს. თითქმის იმდენივეს, რასაც 1 ჭიქა კოლა.

image



5. ცივი ჩაი

რატომღაც გვგონია, რომ ჩაი გაზიან ტკბილ სასმელებზე უკეთესი და ჯანსაღი იქნება. მართალია 1 ჭიქა ცივი ჩაი იმაზე მეტ რაფინირებულ შაქარს არ შეიცავს, რამდენსაც კოლა, თუმცა დღის ნორმაზე მეტი მაინცაა.

image




0
72
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
72
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0