მსოფლიო გარდაიცვალა ეგორ ლიგაჩოვი-ერთადერთი პოლიტბიუროდან,რომელმაც 100 წელი იცოცხლა 2021, 8 მაისი, 13:48 მოსკოვში, 101 წლის ასაკში, გარდაიცვალა სსრკ ცენტრალური კომიტეტის ყოფილი მდივანი ეგორ ლიგაჩევი. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო ТАСС-ი იუწყება. როგორც გაირკვა, ეგორ ლიგაჩოვს ორმხრივი პნევმონია ჰქონდა. რამდენიმე დღის წინ იგი რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც სუნთქვით აპარატზე იყო შეერთებული . გარდა ამისა, ექიმებმა სკკპ ყოფილ მდივანს მრავალი ვეგეტატიული აშლილობა აღმოუჩინეს . პოლიტიკოსის მდგომარეობა უკიდურესად მძიმე იყო. ეგორ ლიგაჩევი 1985 წლიდან 1990 წლამდე იყო სსრკ-ს ცენტრალური კომიტეტის პოლიტბიუროს წევრი და ცკ-ის მდივანი იდეოლოგიის დარგში, 1988 წლამდე იყო გარდაქმნის ერთ-ერთი აქტიური ინიციატორი და ფაქტობრივად მეორე კაცი მიხეილ გორბაჩოვის შემდეგ. სსრკ-ს დაშლის შემდეგ, 2000-იან წლებში იყო სახელმწიფო დუმის მაჟორიტარი დეპუტატი ტომსკის ოლქიდან. ეგორ ლიგაჩოვი ჯერჯერობით პოლიტბიუროს ერთადერთი ყოფილი წევრია, რომელმაც 100 წელზე მეტხანს იცოცხლა. 301 2-ს მოსწონს
|