სისხლის სამართალი თვითმკვლელობამდე მეგობარს აუდიოშეტყობინება გაუგზავნა-თბილისში ყაზახი გოგონა გაუპატიურების შემდეგ მე-8 სართულიდან გადმოხტა 2021, 8 მაისი, 8:28 თბილისში 26 წლის ყაზახმა გოგონამ ასელ აიტპაევამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა მასზე განხორციელებული სექსუალური ძალადობის შემდეგ, გოგონა მე-8 სართულიდან გადახტა.
სიკვდილამდე, გოგონამ მოასწრო და მეგობარს გაუგზავნა აუდიოშეტყობინება, სადაც უცნობი მამაკაცის მუქარა ისმოდა, სამართალდამცვებმა დამნაშავე მეორე დღეს, 6 მაისს დააკავა. "შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 5 მაისს, თბილისში, ბ.თ. -მ ფსიქოლოგიური ზემოქმედებით და სიცოცხლის მოსპობის მუქარით ა.ა. გააუპატიურა. ბ.თ.-ს ქმედების შედეგად, მძიმე ფსიქო-ტრავმულ მდგომარეობაში მყოფი ა.ა. მერვე სართულიდან გადახტა და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. სამართალდამცველებმა ბ.თ. 6 მაისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 115-ე მუხლის პირველი ნაწილით (გაუპატიურება, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია და თვითმკვლელობამდე მიყვანა, მსხვერპლისადმი მუქარით მისი პატივის და ღირსების სისტემატური დამცირებით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 8-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბრალდების მხარე ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება."-ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში. როგორც გარდაცვლილის დამ განაცხადა, ის 2021 წლის აპრილში ნათესავის მიწვევით საქართველოში სამუშაოდ ჩავიდა, რომელიც ავტომობილებით ვაჭრობას შეეხებოდა. რამდენიმე დღის წინ მასთან კონტაქტი გაწყდა, ბოლოს კავშირზე 5 მაისს გამოვიდა, მან მეგობარს გაუგზავნა აუდიოჩანაწერი, სადაც უცნობი მამაკაცის ხმა ისმის, რომელიც გოგონას ემუქრება. 507 2-ს მოსწონს
|