x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
მერე ვიძახოთ, რომ "ხალხი ბნელია"-ნანა დიხამინჯია ვაქცინაციის შესახებ

image

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტეის ელექტრული და კომპიუტერული ინჟინერიის პროფესორი, მათემატიკოსი ნანა დიხამინჯია საქართველოში მიმდინარე ვაქცინაციის პროცესს სოციალური ქსელში ეხმაურება და წერს:


"

დღეს "სტაიანშიკს" ვუხსნიდი, როგორ უნდა დარეგისტრირდეს აცრაზე. ბოლოს ვუთხარი, უბრალოდ დაერეკა.
ვაქცინაციის წარმატებისთვის საჭირო ყველა კომპონენტი ჩავარდნილია:
1) რეგისტრაცია უნდა იყოს ძალიან მოხერხებული. ეს პუნქტი ჩავარდა, იმიტომ რომ ნახევარი თბილისი ცდილობს და ვერ რეგისტრირდება. ადგილების მოსაძებნად მარტო თბილისში 19 კლინიკის შემოწმება უწევს ადამიანს, ახალი ადგილები სპონტანურად და გაუფრთხილებლად ემატება; დაამატეთ ერთი ოფცია ამ გვერდს, რომელიც ავტომატურად გამოაჩენს დარჩენილ ადგილებს და ასევე დაწერეთ განრიგი, შემდეგ კვირებში სად რამდენი ადგილის დამატებას აპირებთ.
2) ლოჯისტიკა - არ შეიძლება ადამიანს სჭირდებოდეს რამდენიმესაათიანი მგზავრობა აცრის გასაკეთებლად, აბსურდია ეს; მანქანა ვისაც არ ყავს, ვერც იმგზავრებს;
3) სანდოობა - ანტივაქსერების ხმის შეზღუდვის ნაცვლად წამყვან შოუებში გამოყავთ და შემდეგ არავინ არ პასუხობს ამ სიცრუეს ჯანდაცვის სამინისტროდან; ამ დროს ყველა გადაცემაში ვაქცინებზე უნდა იყოს საუბარი, ადამიანებს უნდა ვასწავლოთ რისკების შეფასება. მაგალითად, მე უკვე ვიცი ნაცნობების მაგალითებით, რომ კლინიკებში ფაქტობრივად ადგილები აღარაა და ნაცნობობით ძლივს შოულობს ხალხი. მოსახლეობამ იცის ეს?
4) ერთნაირი მესიჯები - ყველა კლინიკაში ყველა ექიმი განსხვავებულ რჩევებს იძლევა ალკოჰოლის მოხმარებასთან, ალერგიასთან, ფიზიკურ აქტივობასთან, დაბანასთან და ა.შ. დაკავშირებით, რაც აბნევს ადამიანს. მიაწოდეთ ყველა ექიმს ერთნაირი ინსტრუქცია.
5) ხელმისაწვდომობა - მაგალითად, დედაჩემი ამ საიტს თავს და ბოლოს ვერ გაუგებდა და დედაჩემისნაირი ბევრია. ამ პროცესში საჭიროა ოჯახის ექიმების ჩართვა, უწყვეტი საინფორმაციო კამპანიები. ყველა სარეკლამო ჭრის დროს უნდა ისმოდეს ინფორმაცია ვაქცინაციის შესახებ, უნდა იყოს ბევრი ბილბორდი, საცხოვრებელი კორპუსების და ორგანიზაციების საინფორმაციო დაფებზე - სარეკლამო პოსტერები.
ეს არის ის, რაც ხდება განვითარებულ ქვეყნებში. ცხადია, უფრო იოლია, ეს ყველაფერი არ გავაკეთოთ და მერე ვიძახოთ, რომ "ხალხი ბნელია". მაგრამ პროცესის ვერცერთ კომპონენტს რომ ვერ გამართავ სწორად, ან თავად ხარ ბნელი, ან გაწყობს, რომ ასე იქცეოდეს ხალხი."-წერს დიხამინჯია.
image
შეგახსენებთ, საქართველოში ვაქცინაცია დაიწყო 15 მარტს, დღეისთვის მთლიანად აცრილია 54 687 ადამიანი, გუშინ ვაქცინაცია ჩაიტარა 3089 ადამიანმა, წინაწარი რეგისტრაცია ვაქცინაციაზე დღეის მონაცემებით გავლილი აქვს 77, 478 მოქალაქეს.
0
401
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
401
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0