x
image
თუთიკო ბერძენა
ზიგმუნტ ბაუმანის წინასწარმეტყველება : " ჰოლოკოსტი გრძელდება!"
როცა ჩემს ოჯახში 2 წლის წინ ირჩეოდა სოციოლოგის, პოლიტოლოგის, ფილოსოფოსის ზიგმუნტ ბაუმანის ციტატა: "ჰოლოკოსტი არ დამთავრებულა, ის გრძელდება", ერთ-ერთმა სტუმარმა (სოციოლოგმა) მორიგი ჰოლოკოსტის იარაღის ვერსიად პანდემია ახსენა. როცა პანდემია დაიწყო, უკვე ძნელი იყო იმის გარკვევა, რომელი იყო ვანგა თუ ნოსტრადამუსი : ზიგმუნტ ბაუმანი თუ ჩვენი სტუმარი. თუმცა თვითონ სოციოლოგიის კარგად გააზრება იძლევა ზუსტი პროგნოზების გაკეთების საშუალებას, თუ საით მიდის საზოგადოება, კაცობრიობა და რის შემდეგ რა უნდა მოხდეს.
image

ჰოლოკოსტი (ინგლისური holocaust, ძველი ბერძნულიდან ὁλοκαύστος - "დასაწვავი შესაწირავი"):

ფართო გაგებით - ნაცისტების მიერ დევნა და მასობრივი განადგურება სხვადასხვა ეთნიკური და სოციალური ჯგუფების წარმომადგენლებისა: საბჭოთა სამხედრო ტყვეები, პოლონელები, ებრაელები, ბოშები, ჰომოსექსუალები, მასონები, უიმედოდ დაავადებული და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და ა.შ.).
image


ვიწრო გაგებით - იუდეველთა დევნა და მასობრივი განადგურება, რომლებიც ცხოვრობდნენ გერმანიასა და მისი მოკავშირეების ტერიტორიაზე და მათ მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მეორე მსოფლიო ომის დროს; ევროპული ებრაელების სისტემური დევნა და განადგურება ნაცისტური გერმანიისა და თანამშრომლების მიერ 1933-1945 წლებში . ოსმალეთის იმპერიაში სომხების გენოციდთან ერთად, ეს არის მე -20 საუკუნის გენოციდის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მაგალითი.

image


ბაუმანმა მკაფიოდ ახსნა, რომ გარემოებები, რომლებმაც რამდენიმე ათეული წლის წინ შესაძლებელი გახადა ჰოლოკოსტი, დღეს კიდევ უფრო გაძლიერდა. მისი აზრით, ეს იმას ნიშნავს, რომ ჰოლოკოსტის განმეორება, ან უფრო საშინელი მოვლენის განხორციელება სავსებით შესაძლებელია.


image

ზიგმუნდ ბაუმანმა გამოკვეთა უმნიშნელოვანესი საკითხი. ის განმარტავს, რომ ჰოლოკოსტი მხოლოდ ვინმე შეშლილ ჰიტლერს არ განუხორციელებია, მასში საკუთარი ნებით მონაწილეობა უამრავმა ჩვეულებრივმა, გონებაზე მყოფმა ადამიანმა მიიღო. მათ არ აწუხებდათ ფსიქიკური გადახრები და არც რაიმე რიტუალურ მსახურებაში იყვნენ ჩართული როგორც სატანისტები, ისინი იყვნენ ჩვეულებრივი ადამიანები და მორჩლად მისდევდნენ სისტემის ლოგიკას, აკეთებდნენ იმას, რაც სისტემისგან ევალებოდათ. მათ საკუთარი მოვალეობების შესრულებისას არ უჩნდებოდათ შეკითხვა "რატომ?", თუკი სამსახურზე იტყოდნენ უარს, მათ ნაცვლად მოვალეობას სხვა შეასრულებდა. ბაუმანი მიჩნევს, რომ საზოგადოების უმრავლესობაც ზუსტად ისე მოიქცეოდა, როგორც ეს ადამიანები და ასე მოხდება დღესაც, თუკი უეცრად მთავრობები გადაწყვეტენ მსგავსი რეჟიმების ჩამოყალიბებას. (პარალელი : პანდემიის დასაწყოსშივე სხვადასხვა სახელმწიფოთა მეთაურებმა, რომლებმაც წესით ჯერაც არ იცოდნენ, რასთან (როგორ ვირუსთან) ჰქონდათ საქმე, საჯარო მიმართვებისას არაერთხელ შეგვიხვრიტეს მოსახლეობას ყური, რომ მსოფლიო აღარ იქნება ისეთი, როგორიც პანდემიამდე იყო.)

image



ბაუმანი ჰოლოკოსტის გამომწვევი მიზეზებად სწორედ იმ ფაქტორებს გამოჰყოფს, რომელთა დახმარებითაც ინდუსტირული საზოგადოება შეიქმნა: შრომის გადანაწილება, თანამედროვე ბიუროკრატია, რაციონალური სული, ეფექტურობა, სამეცნიერო მენტალობა და, კონკრეტულად, საზოგადოების მნიშვნელოვანი სექტორიდან ღირებულებების გამოდევნა. ამ პერსპექტივიდან, ჰოლოკოსტი წარმოადგენს ერთ მაგალითს, მაგრამ მხოლოდ ერთს იმისა, თუ რა შეიძლება მოხდეს, როდესაც საქმიანობის ფართო სექტორები თავისუფლდებიან ღირებულებების მთლიანი ნაკრებიდან. ბაუმანისთვის ჰოლოკოსტი არ იყო ბარბაროსული ტენდენციების ირაციონალური გამოვლინებები, მისთვის ჰოლოკოსტი “თანამედროვეობის სახლის ლეგიტიმურ მოსახლეს წარმოადგენდა”.

image

ბაუმანი გენოციდზე მოდერნიზმის კონტექსტში წერდა. ის ამბობდა, რომ წესრიგი არის მოდერნიზმის მთავარი მიზანი. წესრიგისთვის საჭიროა რომ ყველაფერი განსაზღვრული იყოს. მას ჰორაციუსის სიტყვები ჰქონდა მოშველიებული. "ადამიანები მტერი-მოყვრის პრინციპით მოქმედებენ". ბაუმანიც ამბობდა, რომ თანამედროვე საზოგადოებაში, სადაც მთავარი წესრიგია, განსაზღვრულია ვინ მტერია და ვინ მოყვარე. ასე იყო გერმანიის შემთხვევაშიც მათ განსაზღვრეს მოკავშირეები, ასევე მტერი - სოციალისტური ბანაკი. მაგრამ ეს ებრაელები არც ერთში სხდებოდნენ არც მეორეში. სწორედ აქ გამოჩნდა მოდერნიზმის მთავარი ნაკლი, წესრიგის უნოვერსალიზაცია, რაც ადგილს არ უტოვებს განსხვავებულს, რაღაც მესამეს. გერმანელების შემთხვევაში ეს იყო ჰოლოკოსტი.


image

ბაუმანის ორიგინაულური და სკანდალური იდეა იმაში მდგომარეონდა, რომ მან თქვა, კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ბოროტება, ჩვეულებრივი, ბუნებრივი შედეგი იყოო. ის მიიჩნევდა, რომ მოდერნული საზოგადოება ყოველთვის ასე იზამს და მართლაც, საბჭოთა კავშირი რომ ავიღოთ, იქაც განსხვავებულს ან აკულაკებდნენ, ან ხვრეტდნენ, ან იჭერდნენ.
თუმცა დღევანდელი პანდემია გასული საუკუნის ჰოლოკოსტისგან განსხვავდება მხოლოდ იმით, რომ აქ უკვე მტერ-მოყვრის პრინციპით აღარ მიდის გარჩევა, ან მიდის კიდეც, მაგრამ ფარულად და ამ სცენარის ავტორებისა და რეჟისორების მეორე მხარეს დგას უბრალო, რიგითი ადამიანები, რომელთაგანაც დედამიწა უნდა გათავისუფლდეს. ყველა მსოფლიო ომიც ხომ მოსახლეობის განსაკუთრებული გამრავლების თანმდევი იყო?! და ზოგჯერ ორივე დაპირისპირებულ მხარეს ერთი და იგივე მსოფლიო მაგნატები აფინანსებდნენ.
image


ვირუსის გამოჩენიდან დღემდე მსოფლიოში 3, 24 მლნ. ადამიანია გარდაცვლილი და ეს არ არის საბოლოო რიცხვი, რადგან პანდემია გრძელდება და თანდათან ჩნდება ვირუსის ახალი შტამები: ბრიტანული, ინდური, ხვალ ალბათ გვამცნობენ მალაიზიურს, ავსტრალიურს, არგენტინულს და ა. შ.

image

მეორე მსოფლიო ომის დროს ჰოლოკოსტის შედეგად დაიღუპა 4მლნ. ადამიანი ( ნიურნბერგის სასამართლო პროცესის მონაცემების მიხედვით). თუმცა ჰოლოკოსტი შეეხო ებრაელებს, თვითონ მეორე მსოფლიო ომში კი მთლიანად 65 მლნ ადამიანი დაიღუპა.



მეორე მსოფლიო ომმა გაანადგურა და დაარბია უამრავი ქალაქი და სოფელი, ცეცხლსმისცა მატერიალური სიკეთეები, ხელოვნების შედევრები. შენობა-ნაგებობები, მატერიალური დოვლათი. ვირუსით გამოწვეული ომი კი გაცილებით რაციონალურია. ეს ყველაფერი ხელუხლებელი რჩება და მხოლოდ მასობრივი ჟლეტა - ჰოლოკოსტი მიმდინარეობს.( თუმცა დედამიწის სხვადასხვა ნაწილში მაინც მიმდინარეობს ომები და გენოციდი, რაც ჯამში კიდევ უფრო აახლოებს მავანთ მიზნამდე - გაიფილტროს დედამიწის მოსახლეობა).

image


ამასთან ომის დროს ქვეყანას (ხალხს), რომელსაც ებრძვიან, ჰყავს ლიდერი. დღეს კი მსოფლიოს სხვადასხვა ხალხები ამ ომში ლიდერის გარეშე არიან. მთავრობების მეთაურები სხვადასხვა ქვეყნიდან პირშეკრულებივით ერთსა და იმავეს იმეორებდნენ პანდემიის დასაწყისშივე, რაც საფუძვლიან ეჭვს ჰბადებს, რომ ქვეყნების მეთაურები მხოლოდ დიპლომატიური მოლაპარაკებების მხარეები არიან და არა ხალხის ლიდერები.

ბაუმანის თეორია კონსპიროლოგია არ არის, მაგრამ მისი თეორიის დაკავშირება პანდემიასთან, შესაძლოა ზოგიერთ მოქირქილეს კონსპიროლოგიად მიაჩნდეს. ასეთებს დავამშვიდებ იმით, რომ ნებისმიერი მეცნიერული თეორია, მეცნიერული ჰიპოთეზა თუ აღმოჩენა კონსპიროლოგიურია, ვიდრე დროში არ დადასტურდება. ამიტომადრეა ქირქილი.

20
628
6-ს მოსწონს
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
628
  
2021, 13 მაისი, 14:41
მადლობა ლალი. არასდროს შემაწუხებს კრიტიკული აზრი და შეხედულება. ვთვლი, რომ ჭეშმარიტი აზრი იბადება საღი დისკუსიის დროს.
ასე, რომ ნებისმიერ მასალაზე შეგიძლიათ თქვენი აზრის დაფიქსირება, არცერთ შემთხვევაში არ მეწყინება, პირიქით ანგარიშს გავუწევს თქვენს აზრს.
მოგეხსენებათ მე ჟურნალისტი არა ვარ პროფესიით და ჩემი შეხედულება და აზრი შესაძლოა ხშირად ჟურნალისტურად სწორად ვერ გადმოვცე.
2021, 13 მაისი, 11:18
ამ ბოლო დროს, ანუ პანდემიის დაწყებიდან, უნებურად, ყველა შეთქმულების თეორიის მომხრედ ვიქეცი და უბედურება, ისაა, რომ არც მინდა, ვინმემ ჭეშმარიტება ამაფაროს სახეზე(( მწარე და წყალი რომ არ გაუვა, იმ სიმართლის უფრო მეშინია, ვიდრე მისტიკური ჰიპოთეზების((... თუთიკო, შენი, ასევე კანონგარეშეს, თორნიკეს, არაჩანდას სტატიებს ყოველთვის ყურადღებით ვკითხულობ) ხშირად არ ვაკომენტარებ, მგონია, რომ ,,შევაწუხებ,, ავტორს ჩემი აზრების ფრქვევით... თუმცა სხვების უცენზურო კომენტარებს გულგრილად ვერ ავუვლი ხოლმე გვერდს და ასე, რომ ,,ჩემს ჭიას,, ვახარებ და თქვენს ნაშრომებსაც ყოველთვის ვიწონებ))
2021, 7 მაისი, 23:31
ხანდახან იძულებული ხარ საკუთარი ან სხვისი ღირსების დასაცავად უპასუხო ზღვარსგადასულ მოპაექრეს, აი ეს არ მსურს, თორემ ომი და ბრძოლა ჩემი პროფესიაა.
2021, 7 მაისი, 21:48
ჰოდა, ახლა ვხვდები, რატომ გაქვთ ჩაკეტილი კომენტარები. გამოცდილებამ გაჩვენათ, რომ საქართველოში კომენტარებისთვის ტოვებ ადგილს? ე. ი. თან უნდქ მოემზადო საომრად
2021, 7 მაისი, 14:29
აქ კამათი უფრო უყვართ კამათისათვის, სამწუხაროდ დისკუსია სწორ დასკვნამდე მისასვლელად იშვიათობაა.
ზოგს თავის კონტროლი უჭირს, ზოგს თემის არცოდნა და მივდივართ უაზრო კამათთან. :))
2021, 7 მაისი, 0:49
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2021, 7 მაისი, 0:32
ჰანა არენდტი გეცოდინებათ. მე მისი დიდი ფანი ვარ, თუნდაც მისი მერიტოკრატიის იდეის გამო. სწორად ჰანამ დასდო ბრალი თვითონ ებრაელებსაც ამ ჰოლოკოსტში, რისტვისაც ებრაელებმა ლამის შეაჩვენეს. ფილმიც არის "ჰანა არენდტი" მას სტატიაც მივიძღვენი აქ, მაგრამ ვის რაში აინტერესესბ დღეს ჰანა? მოკლედ, დღეს რაც აინტერესებთ, ის იყიდება. კლასიკა დარჩა მოდერნულ საზოგადოებას. დღეს პოსტმოდერნული საზოგადოება ყალიბდება, სადავ სიმულაკრები - ასლები ორიგინალის გარეშე დომინირებენ, ანუ ასლის ასლები. მუნკის "ყვირილი" არის ზუსტად ამ საზოგადოების გამოძახილი. და ცნობილი ნახატი მერლინ მონროსი, რომელიც ყველგან კიდია, ვითომ ძალიან პრესტიჟულად. კონსპიროლოგია უფრო ყიდვადია. ადამიანის ცნობიმოყვარე ბუნებას ჭორები მეტად აინტერესებს ვიდრე რეალიზმი. მოკლედ, ჩიხში ვართ... და თუნდაც ის, რომ უკვე ბევრი "სიმართლე" დაიყარა და ყველა სიმართლე სუბიქტური სიმართლეა, ეს უკვე ფასს უკარგავს იმ ერთადერთს - ჭეშმარიტებას. ესეც პოსტმოდერნის საჩუქარია! ღირებულებებისგან დაცლაც მისი ჯილდოა. და ზოგადად დოსტოევსკის აქვს ყველაზე კარგად - თუ ღმერთი არ არსებობს, ყველაფერი ნებადართულია. ახლა ამ გამოთქმას შევატრიალებდი - თუ ყველაფერი ნებადართულია, ღმერთი არ არსებობს. და საბოლოოდ, რაკი ვხედავთ, რომ გამარჯვებულებს არ ასამართლებენ, მაგალითად, დიდი ფულის პატრონებს მუხლებზე ემთხვევიან და სულ არ აინტერესებთ, საიდან, რა გზებითაა ეს ფული ნაშოვნი, ქურდობით, მკვლელობით, დაშინებით, დაშანტაჟებით, თუ როგორ, ასეთ საზოგადოებაში უკვე ჩიხიც აღარ არის. მანდ უკვე წერტილში გაყინვაა, რადგან ჩიხიდან უკან გაბრუნების საშუალება მაინც არსებობს. გაყინული წერტილი კი ვეღარც წინ მიდის და ვეღარც უკან ბრუნდება. ასეთ მდგომარეობაშია არა მარტო საქართველო, არამედ მთლიანად მსოფლიო. და კონსპიროლოგია კი არა, ერთი დიდი ჩასვრილია გასაწმენდი, რომელიც ცხვირწინ გვიდევს და ყარს!
2021, 6 მაისი, 22:27
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2021, 6 მაისი, 22:18
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

წინა კომენტარების ნახვა
0 0 10