x
image
თორ ნიკე
Mediator image
როგორია სამყაროს ზომა და ფორმა?

როგორია სამყაროს ზომა და ფორმა?


ჩვენი სამყაროს 4.9%-ს შეადგენს ატომები - ჩვეულებრივი მატერია, 68.3%-ს ბნელი ენერგია და 26.8%-ს ბნელი მატერია. დაკვირვებადი სამყაროს დიამეტრი დაახლოებით 93 მილიარდი სინათლის წელია. ზუსტად რომ წარმოვიდგინოთ თუ რამხელა მასშტაბზეა საუბარი, უნდა აღინიშნოს, რომ სინათლე წამში გადის 300 ათას კილომეტრს. სინათლის წელი კი არის მანძილი, რომელსაც სინათლე გაივლის 1 წელიწადში. თუ გადავადგილდებით სინათლის სიჩქარით, 1 წამში მივაღწევთ მთვარემდე, 8 წუთში მზემდე, 20 ათას წელიწადში გავცდებით ირმის ნახტომის გალაქტიკას, ხოლო 46.5 მილიარდ წელიწადში მივაღწევთ დაკვირვებადი სამყაროს კიდეს. მაგრამ რა არის მთელი სამყაროს ზომა, იმ სამყაროსი, რომელიც დაკვირვებადი არეალის მიღმა არსებობს? ზუსტად როგორი ფორმის არის მთლიანად სამყარო? არც გამრუდება და არც ტოპოლოგია ამჟამად ცნობილი არ არის. თუმცა როგორც ცნობილია, მრუდი არის ნულთან ახლოს დაკვირვებადი მასშტაბებით. კოსმოსური ინფლაციის თეორია მიანიშნებს, რომ სამყაროს ზომა შესაძლოა საერთოდ არც იყოს გაზომვადი.


როგორია სამყაროს ზომა და ფორმა?


ამის მიუხედავად, 2003 წლიდან, ჟან პიერ ლუმინე და მკვლევართა სხვა ჯგუფებიც ვარაუდობენ, რომ სამყაროს ფორმა შეიძლება იყოს პოინკარეს დოდეკაჰედრული (თორმეტსადგომიანი) სივრცე, თუმცა ეს ჯერ კიდევ დაუდასტურებელია, ჰიპოთეზის დონეზეა და რჩება შემდეგი კითხვები: ბოლოს და ბოლოს, არის თუ არა გაზომვადი ჩვენი სამყაროს ფორმა, არის ის პოინკარეს სივრცე (Poincare space), არის ის პოინკარეს დოდეკაჰედრული ფორმის (Poincare dodecahedral), თუ 3-სარქვლოვანი (3-manifold)?


ავტორი: თორნიკე ფხალაძე


0
230
1-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
230
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0