x
image
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
მილიარდერი ბილ გეითსი ცოლს 27 წლიანი ქორწინების შემდეგ შორდება

65 წლის მილიარდერი ბილ გეითსი თავის 56 წლის მეუღლეს, მელინდა გეითსს შორდება. დაშორების შესახებ საზოგადოებას მათ ერთად აცნობეს:

image

“ბევრი განხილვისა და ჩვენს ურთიერთობებზე ბევრი მუშაობის შემდეგ, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ჩვენი ქორწინება უნდა დასრულებულიყო. ამ 27 წლის განმავლობაში ჩვენ არაჩვეულებრივი შვილები გავზარდეთ და შევქმენით ფონდი, რომელიც მთელ მსოფლიოში მუშაობს, იმისათვის, რომ ხალხმა შეძლოს ჯანსაღი და პროდუქტიული ცხოვრება. ჩვენ კვლავ ვიზიარებთ ერთმანეთის შეხედულებებს ამ მისიის შესახებ და ერთად გავაგრძელებთ მუშაობას ფონდში, მაგრამ აღარ გვჯერა, რომ ჩვენი ცხოვრების შემდეგ ეტაპზე ერთად როგორც წყვილი გავიზრდებით."

image

ბილი და მელინდა გეითსები ერთმანეთს 1987 წელს შეხვდნენ, როდესაც მელინდამ Microsoft- ში დაიწყო მუშაობა. 1994 წელს კი იქორწინეს. ქორწინებაში წყვილს სამი შვილი შეეძინა: მათ ჰყავთ 25 წლის ქალიშვილი ჯენიფერი, 21 წლის ვაჟი რორი და 18 წლის ქალიშვილი ფიბი.

image

ბილ გეითსის ქონება 124 მილიარდ დოლარად არის შეფასებული. Microsoft- ის დამფუძნებელი დიდი ხნის განმავლობაში ყველაზე მდიდარი ადამიანი იყო დედამიწაზე მანამ, სანამ ჯეფ ბეზოსმა არ გადაუსწრო მას 2017 წელს. გეიტსი ახლა მსოფლიოს უმდიდრესი ხუთეულშია.

მეუღლეებს არ ჰქონდათ საქორწილო ხელშეკრულება, ამიტომ ისინი თავიანთ აქტივებს დაყოფენ გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად, რომელიც მათ დადეს.

მელინდა გეითის თქმით, მას არ სჭირდება ქმრისგან ფინანსური დახმარება, რომ მათი ქორწინება უკვე შეუქცევადია და გაყრის ინიციატორიც თვითონ იყო.

image



1
122
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
122
  
2021, 4 მაისი, 16:55
რა მიქარა ამისთანა :დ
0 1 1