x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
ვიქტორიანული ეპოქის დიეტა - შემაძრწუნებელი და შოკისმომგვრელი მეთოდი
ჩაცმა-დახურვის საკითხი კაცობრიობის მანძილზე მუდამ იყო აქტუალური. ქალებმა უხსოვარი დროიდან იცოდნენ, რომ სილამაზე მსხვერპლს მოითხოვდა და მზად იყვნენ გაერისკათ. ყოველთვის არსებობდნენ სტილისტები, დიზაინერები და მკერავები, რომლებიც ამ საკითხს სეზონის მიხედვით უზრუნველყოფდნენ დახვეწილი და თანამედროვე "შტრიხებით".


image




მოდის ექსპერტი-დიზაინერები ხშირად გვთავაზობენ განახლებულ ვარიანტებს, თუმცა არსებობს უნივერსალური სამოსები, რომლებიც არასდროს გადადის მოდიდან. ზოგიერთი ფერი არა მარტო სხეულის ფორმების შენიღბვას ემსახურება, არამედ გვმატებს თავდაჯერებულობას და ნებისმიერი ასაკის ქალბატონს სტილის მიხედვით შეუძლია ყველაზე ელეგანტური და მაცდური ფერის კაბა ნებისმიერ სიტუაციაში -კინოთეატრი, წვეულება, რესტორანი და ა.შ, მოირგოს. ასევე აქტუალურია მუდამ ჯინსის შარვლები და ქურთუკები, რომელიც არასდროს გადადის მოდიდან, თუმცა მისი ტენდენცია წლების მანძილზე იცვლება.


image




ნებისმიერ ეპოქაში, ქალები სხვადასხვა ხრიკებს მიმართავდნენ, რომ სილამაზე შეენარჩუნებინათ. მათი მეთოდებიდან უამრავი უწყინარი იყო, თუმცა ზოგიერთი მათგანი სიცოცხლისთვის დიდ საფრთხეს წარმოადგენდა.


დღეს ვისაუბრებ ამ მეთოდებიდან ერთ-ერთ მათგანზე, რომელიც ძალზედ პოპულარული იყო ვიქატორიანულ ეპოქაში.



ვიქტორიანული ეპოქის დიეტა - შემაძრწუნებელი და შოკისმომგვრელი მეთოდი





გაინტერესებთ, როგორ ახერხებდნენ იმ ეპოქის ქალები ვიწრო წელი ქონას? დროში, როცა ძალიან პოპულარული იყო ვიწრო წელი და კორსეტების გამოყენება?




image




შედეგებს აღწევდნენ, თუმცა ძალზედ შოკისმომგვრელი და შემაძრწუნებელი იყო მათი მკაცრი მეთოდი. გარდა იმისა, რომ ვიწრო კორსეტები ხელს უწყობდა მათი ორგანოების დეფორმაციას და ბევრი უჟანგბადობით იღუპებოდა, ისინი ასევე ყლაპავდნენ ჭიების კვერცხებს. შედეგად, კვერცხიდან გამოჩეკილი ჭიაყელები სახლობდნენ მათ ორგანოებში და იკვებებოდნენ მათი ჯამრთელობის ხარჯზე, წონაში კლების შედეგიც მალევე მიიღწეოდა.




image


ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემებისა და აუტანელი ტკივილების მიუხედავად, ისინი კვლავ მიმართავდნენ ამ მეთოდს და ამბობდნენ - "გინდა იყო ლამაზი? ამის საფასური ძვირია და უნდა გადაიხადო". როგორც ამბობენ - "სილამაზე მსხვერპლს მოითხოვს"! და ისინიც რისკავდნენ.



2
114
7-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
114
  
2021, 4 მაისი, 16:02
მარია კალასიც ხომ ყლაპავდა ჭიის კვერცხებს, ეტყობა ვიქტორიანული ეპოქის ქალებს ბაძავდა
2021, 4 მაისი, 15:03
საშინელებაა ასე მოექცე თავს.
0 1 2