იაპონიაში ცხოვრების თავისებურებები, რომლებიც ან გენიალურად მოგეჩვენებათ, ან გიჟურად
იაპონია ხომ ცნობილია თავისი ტექნოლოგიური განვითარებით და განათლების მაღალი დონით. ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურობა და ტრადიციებიც შეიძლება ბევრისთვის მოულოდნელი და უცნაურიც კი აღმოჩნდეს, მაგრამ თვითონ იაპონელებს კი ვერაფრით გააკვირვებთ, მათთვის ხომ ყოველი უცნაურობაც ნორმაა:
სამუშაოდან მიმავალი ჩაძინებული იაპონელები შეიძლება ყველგან შეგხვდეთ, ტრანსპორტში, ქუჩაში, კაფეში... რაც მთავარია, მათ ტელეფონები გვერდზე უდევთ, რადგან არავის არ მოუვა თავში მათი გაძარცვა.
აქაც არაფერია განსაკუთრებული
თუკი მოულოდნელად პერანგი დაგჭირდათ, არ ინერვიულოთ, ეს ტანსაცმელი უბრალო მაღაზიებში იყიდება საკანცელარიო ნივთებივით.
დიდ სუპერმარკეტებში ყოველ სეზონზე უცვლიან კალათებს საქონლის ჩამონათვალს და ცვლილებების შემთხვევასი სართულების რუკებსაც ანახლებენ.
რესტორნებში ყოველთვის დევს იატაკზე პატარა კალათები ჩანთის დასადებად.
აეროპორტში მომუშავე პერსონალი თვითმფრინავის მგზავრებს ხელს უქნევს დასამშვიდობებლად.
თეთრ-მწვანე ხაზები სასკოლო გზას ნიშნვს. ამ ხაზებს სკოლის მოსწავლეები, განსაკუთრებით კი პატარები არ შორდებიან.
სპეციალურად მშობლებისთვის განკუთვნილი ველოსიპედი
მსხვილი სამშენებლო მოედნებისთვის ქალაქში სავალდებულოა ხმაურის დონის საზომი მოწყობილობის ქონა.
ცნობილია, რომ იაპონიაში ავტომატით ყველაფრის ყიდვა შეიძლება, კომბოსტოსიც კი.
გზაზე გადასასვლელი, რომელსაც ღამეც დაინახავთ.
მეტროში ასეთი ხაზებია დახაზული, რაც მთავარია, ვაგონები ზუსტად ამ ხაზებთან აჩერებს, ხალხი კი წყნარად დგას რიგში და ელოდება.
ექსკურსიის დროს მოსწავლეები თავიანთ ზურგჩანთებს პირდაპირ სადგურზე ტოვებენ, მათ კი ხელს რა თქმა უნდა არავინ ახლებს.
არა, ეს დამწვარი ტოსტი არაა. ჩვეულებრივი პურის ნაჭერია ბამბუკის ნახშირით.
საბავშვო მოედნებთან ტოკიოში გასათბობი ზონა აქვთ, როდესაც ბავშვები თამაშობენ, მშობლები თბებიან.