სხვა გერმანიის მოქალაქეებს აფრთხილებენ ნუ ტრაბახობენ კოვიდ-პასპორტებით 2021, 3 მაისი, 19:22 გერმანიის მოქალაქეებს სთხოვეს შეწყვიტონ სოციალურ ქსელებში ვაქცინაციის შემდეგ მიღებული კოვიდ პასპორტების ფოტოების განთავსება და გააფრთხილეს მოსალოდნელი საფრთხის შესახებ.ამის შესახებ ნათქვამია გერმანიის პოლიციის საინფორმაციო პორტალზე გაკეთებულ განცხადებაში.პოლიციამ ფაქტობრივად გაკიცხა დაუდევარი მოქალაქეები. ”აშკარაა, რომ ყველას უხარია კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრები, თუმცა, თუ გსურთ განათავსოთ ვაქცინაციის ფოტო "ფეისბუქზე", "ინსტაგრამზე" და სხვა სოცქსელებში, გაითვალისწინეთ შემდეგი. კრიმინალები იყენებენ მონაცემებს, შემდეგ კი თქვენი მონაცემების გამოყენებით ავრცელებენ ყალბ ვაქცინაციის პასპორტებს, ” აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანი ნაწილია ვაქცინის პარტიის ნომრები ან მისამართები, რომლებიც ამგვარ ტრაბახის შემდეგ აშკარავდება, ხდება გაყალბების მნიშვნელოვანი ნაწილი. ამავე დროს, პოლიციის ექსპერტები მოსახლეობას აფრთხილებს, რომ დანაშაულს სცადიან არა მხოლოდ ისინი, ვინც აყალბებს დოკუმენტებს, არამედ ისინიც, ვინც იყენებს ნაყიდ სერთიფიკატებს. როგორც გერმანული გაზეთი Bild იტყობინება, აპრილის ბოლოს ბერლინში დააკავეს 27 წლის მამაკაცი ყალბი კორონავირუსის პასპორტების გაყიდვის გამო. მას ჰქონდა 10 სერთიფიკატი ზედ დაკრული სტიკერებით ვაქცინაციის შესახებ, ხოლო მის სახლში კიდევ 46 პასპორტი და 33 სტიკერი იპოვნეს. აპრილის ბოლოს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ განაცხადა, რომ კოვიდ- პასპორტების შემოღების გამო, შესაძლოა მსოფლიოში უთანასწორობის ალბათობა გაიზარდოს. 324 6-ს მოსწონს
|