x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
PornHub-ის მფლობელის 1,9 მილიონიანი ფეშენებლური სასახლე უცნობმა პირებმა სრულიად დაწვეს
imageსკანდალური "სასახლე" კიდევ ერთხელ მოხვდა ახალ ამბებში. ორიოდე წლის წინ, როდესაც Pornhub– ის გენერალურმა დირექტორმა ფარეს ანტუნმა ( Feras Antoon) მიწის ნაკვეთი იყიდა, ეკო-აქტივისტები მზად იყვნენ კაცი მოეკლათ 220 ხის მოჭრისთვის. ახლა, როდესაც სამუშაოები უკვე დასრულდა, კიდევ ერთი სკანდალი მოხდა. ხეები ტყულიად მოჭრეს - აწი ამ მამულში ვეღარავინ შეძლებს ცხოვრებას.


ხანძარი 25-26 აპრილის ღამეს მოხდა. სასახლიდან მხოლოდ შთამბეჭდავი ზომის ნაშთები დარჩა. მომხდარის მთავარი ვერსია არის განზრახ გაჩენილი ხანძარი. მონრეალის პოლიციის ცნობით, 11 საათზე მათ ანტუნის მამულიდან დაურეკეს და უთხრეს, რომ ტერიტორიაზე ორი უცნობი ადამიანი შევიდა. როდესაც პატრულის ეკიპაჟი პრესტიჟულ გარეუბანში, აუნსიკ-კარტიერივილში ჩავიდა, ყველაფერი ცეცხლში იყო გახვეული.

image

ცეცხლის ალი იმდენად გავრცელდა, რომ კერასთან ბრძოლას ოთხმოცი მეხანძრე დასჭირდა. მისი სიმაღლე თვითმხილველევის თქმით 50 მეტრს აღწევდა.ხანძარი სამ საათში ჩააქრეს, რომელიც ადამიანთა მსხვერპლის გარეშე დასრულდა, მაგრამ ახლა ამ ადგილზე მხოლოდ შესაძლებელია ექსკუსიაზე ატაროთ ტურისტები როგორც "ყველაზე ძვირადღირებული ნახანძრალი ბოლო ათწლეულის განმავლობაში"-მის აშენებაში 19 მილიონ დოლარზე მეტი დაიხარჯა და აღსანიშნავია, რომ სახლი ჯერ კიდევ არ იყო დასრულებული.


image

image

image

რვა საძინებელი, 12 სველი წერტილი(აბაზანა-ტუალეტი), კიდევ რამდენიმე სასტუმრო ოთახი ელეგანტური ინტერიერით - სასახლეში ნამდვილად იქნებოდა ორიოდე ოთახი, რომელშიც წლების განმავლობაში არავინ შესულა. კამერული კინოდარბაზი, საბილიარდე, ავტოფარეხი მილიარდერების სტანდარტით საკმაოდ "მოკრძალებული" იყო - მხოლოდ ცხრა მანქანა ეტეოდა.


ასევე შესაძლებელი იყო ფორმის შენარჩუნება სახლიდან გაუსვლელად - პირადი მწვრთნელი სწორედ პანდემიის დროსაა მისწრება.


დღეს უკვე ეს ყველაფერი უკვე ნაცარტუტად არის ქცეული.პოლიციამ მომხდარი განზრახ ხანძრის გაჩენად შეაფასა, შესაბამისმა განყოფილებამ გამოძიება დაიწყო. ამ დროისთვის დამნაშავეებს ეძებენ. ანტუნმა მადლი გამოთქვა იმისთვის, რომ მისი ოჯახის წევრებს და მეზობლებს საფრთხე არ შეექნათ, მაგრამ კომენტარის გაკეთება არ ისურვა "მიმდინარე გამოძიების პატივისცემის გამო"

image

image

image

0
345
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
345
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0