x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
რას მალავდა სტალინი თავროსის მთაში

ბალაკლავას წყალქვეშა ნავების მიწისქვეშა ბაზა, ისტორიაში «ცივი ომის» ერთ–ერთ ნათელ მაგალითად დარჩა. გასულ საუკუნეში, ეს ზესაიდუმლო ობიექტი ბირთვული – III მსოფლიო ომის, შემთხვევისთვის შეიქმნა. დრო შეიცვალა, თუმცა, დღევანდელი ყირიმის ბალაკლავა, ტურისტებს მიწისქვეშა ლაბორატორიებით დღემდე აოცებს. ის ხომ სსრ კავშირის სამხედრო წარმოების სიძლიერის ნამდვილი გვირგვინი იყო. ამჟამად კი, ყირიმის ნახევარკუნძულის ღირშესანიშნაობას წარმოადგენს.


image


ბირთვული დარტყმა და საბჭოთა პასუხი


imageბალაკლავას ყურე


II მსოფლიო ომის ბოლოს, ბირთვული იარაღის გამოჩენამ ჯაჭვული რეაქცია გამოიწვია და ორი ზესახელმწიფო ერთმანეთთან დააპირისპირა. საკუთარ ბირთვულ არსენალს ორივე მხარე მეთოდურად ზრდიდა და ატომური დარტყმის შემთხვევაში, ერთმანეთს შურისძიებით, დაუფარავად ემუქრებოდა...

აშშ–ს მიერ, იაპონიაში 2 ატომური ბომბის ჩამოგდების შემდეგ, სსრ კავშირმა წყალქვეშა ფლოტის გაძლიერება და მისი აღჭურვა ატომური იარაღით დაიწყო. სწორედ მაშინ გასცა სტალინმა, ისეთი ადგილის მოძებნის ბრძანება, რომელიც ბირთვული რაკეტებით შეიარაღებული წყალქვეშა ნავებისთვის, საიმედო სამალავი იქნებოდა.

რამდენიმე წლიანი ძებნის შემდეგ, არჩევანი ბალაკლავაზე შეაჩერეს, ქალაქი გაასაიდულოვეს და ყირიმის რუკებიდან მისი სახელი წაშალეს.
საუკუნეების მანძილზე, ბალაკლავა უბრალოდ მეთევზეთა დასახლება კი არა, ნამდვილი სამხედრო პორტი იყო. ჯერ გენუეზიელებმა (გენუის რესპუბლიკა 1005 – 1797 წლებში იტალიის ჩრდ–დას სანაპიროზე მდებარეობდა) ააშენეს აქ ცემბალოს ციხესიმაგრე. მოგვიანებით, მის ტერიტორიაზე ოსმალეთის გარნიზონი იდგა. ხოლო, ყირიმის ომის (1853—1856 წწ.) დროს, ინგლისელების სამხედრო ბაზას წარმოადგენდა.
რა აქვს ასეთი განსაკუთრებული ამ ადგილს? – ის, რომ ბალაკლავას ყურე ზღვიდან არა ჩანს. ხოლო, თავროსის მთა, რომლის ქვეშაც კომპლექსი განათავსეს, ასევე ნამდვილ აღმოჩენას წარმოადგენს, რადგან მისი მარმარილოს ქანის სისქე, თითქმის, 126 მ–ს აღწევს, რის გამოც, ბაზას ატომური თავდასხმის შემდხვევაში, სიმდგრადის I კატეგორი აქვს მინიჭებული. ასე, რომ, ადგილი სამხედრო ფლოტის დასამალად, მეტად გააზრებულად იყო შერჩეული.

საიდუმლო ობიექტის მშენებლობა


imageკომპლექსში შესასვლელი, რომელიც ზღვიდან არა ჩანსimageსამხედრო ობიექტის მშენებლობა 1953 წ. დაიწყო. სამუშაოები 24 საათის მანძილზე მიმდინარეობდა, სამშენებლო მასალა კი, ობიექტზე გემებით მხოლოდ ღამის საათებში შეჰქონდათ. ხოლო, არხში შესასვლელი სპეციალური ბადით იყო შენიღბული, რომლის ფერი, მთის ფერს ემთხვეოდა. ნაგებობის საერთო ფართობი 15 ათასი კვ. მ. იყო, ხოლო წყალქვეშა ნავებისთვის გაკეთებული არხის სიგანე, ბალაკლავის ყურის სიგანეს აღემატებოდა. გარდა ამისა, ზოგიერთი შიდა ნაგებობა სამსართულიანი საცხოვრებელი სახლის სიმაღლეს აღემატებოდა. მთელი ბაზე რამდენიმე საიდუმლო დონედ დაიყო და ვიზუალური მარკირებისთვის, იატაკი და კედლები სხვადასხვა ფერის საღებავით შეღებეს.



imageმიწისქვეშა ლაბორატორიები


მიწისქვეშა საიდუმლო განყოფილებებში 200–ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა, რომლებიც დოკებს და დანარჩენ საინჟინრო ნაგებობებს ემსახურებოდნენ. გარდა ამისა, ობიექტს გარედან კიდევ 150–მდე ადამიანი დარაჯობდა. თითოეულ მათგანს ხელი ჰქონდა მოწერილი საიდუმლოს არ ქაცემის დოკუმენტზე. ხოლო, მუშაობის პერიოდში და სამუშაოდან დათხოვნიდან, 5 წლის მანძილზე, მათ სსრ კავშირის ტერიტორიის დატოვების უფლება არ ჰქონდათ.
წყალქვეშა ნავების სარემონტო დოკი ექსპლუატაციაში 1961 წ. ჩაეშვა, მომდევნო წელს კი, ბაზას ბირთვული არსენალიც შეემატა.

მიწისქვეშა კომპლექსში შეიძლებოდა მცირე კლასის 9 და საშუალო კლასის 7 წყალქვეშა ნავის დამალვა. გარდა ამისა, ბირთვული დარტყმის შემთხვევაში, მას შეეძლო ახლოს მდებარე სამხედრო ობიექტების მთელი სამხედრო პერსონალის და ქალაქის მოსახლეობის სრულად შეფარება.


ზესაიდუმლო ობიექტიდან – მუზეუმამდე


imageწყალქვეშა ნავი დოკში დგას


გასაიდუმლოებულმა სამხედრო ბაზამ საკუთარი ფუნქცია სსრ კავშირის დაშლის შემდეგ დაკარგა. თუმცა, ობიექტი 1993 წლამდე ფუნქციონირებდა. 1994 წელს რუსეთის ფედერაციის შავი ზღვის ფლოტის წყალქვეშანავებმა ყირიმის ტერიტორია დატოვეს და თან ბირთვული იარაღიც გაიყოლეს.
ბაზის დახურვის შემდეგ, ობიექტი ყველამ მიივიწყა. უძვირფასესი მოწყობილბა ადგილობრივებმა გაძარცვეს და ფერადი ლითონის შემსყიდველებს ჩააბარეს. სულ მცირე დროში, უძლიერესი სამხედრო ობიექტი სრულად გაპარტახდა და მისგან სხვადასხვა ფრად შეღებილი კედლებიღა დარჩა.
2002 წელს უკრაინის ხელისუფლებამ ბაზის მუზეუმად გადაკეთება გადაწყვიტა და დღეს, «ცივი ომის» მუზეუმი ტურისტებს არანაკლებად იზიდავს, ვიდრე იგივე ყირიმის ნახევარკუნძულის სხვა ღირსშესანიშნაობები.

imageimage

არხის სხვა სიახლეები:

imageimageimage

1. ელემენტების მოულოდნელი თანხვედრა, რომლის დანახვა ბევრს არ შეუძლია (30 ფოტო)

2. დედამიწის 4 ძირითადი საიდუმლო, რომელიც ჯერ–ჯერობით ამოხსნილი არ არის

3. სოკოს მოხმარება ონკოლოგიური დაავადებების რისკს 1, 5–ჯერ ამცირებს (+ სოკოს მომზადების 5 რეცეპტი)

4. რატომ ჩავიდა ჰიტლერი უკრაინაში და კიდევ სად მოასწრო ვიზიტი II მსოფლიო ომის დროს სსრ კავშირში
5. „კაგებე“ (სუკი) და CIA: ცივი ომის დროინდელი დაზვერვის საიდუმლო იარაღები (ჰუდინის ნაკრები, ჯაშუშის აქსესუარები და სხვა...)

6. რატომ ფიქრობენ მეცნიერები, რომ ეგვიპტის ფარაონები უცხოპლანეტელები იყვნენ. უფოლოგების ყველაზე დიდი საგანძური

1
2859
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
2859
  
2021, 16 მაისი, 1:32
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1