x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
პიარი ვირთხას საყვარელ და ღუნღულა ზაზუნად აქცევს-ზურაბ გურული
image
სწორად „გაპიარებული“ ვირთხის ხიბლი
----------------------------------------------------
რამდენიმე წლის წინათ, სტუმრად ყოფნისას, ჩემი მეგობრის ჩასუქებულ ზაზუნას ვეფერებოდი. - რა საყვარელია, მეთქი - აღვნიშნე. მეგობარმა ღიმილით შემომხედა და მითხრა: - აი რას ნიშნავს კარგი „პიარის“ ძალა, თორემ ზაზუნაც იგივე ვირთხააო-.
ეს დიალოგი ამ დღეებში გამახსენდა.
23 აპრილს ამერიკის ფედერალურმა სამსახურებმა მოხსნეს 10 დღიანი პაუზა ჯონსონ&ჯონსონის ვაქცინაზე. ამ ვაქცინასაც ზუსტად იგივე „ბრალდება“ წაუყენეს, რაც ასტრაზენეკას, ახალგაზრდა ქალებში (55 წლამდე) განვითარებული ძალიან იშვიათი თრომბოზული გართულება, შესაძლო ლეტალური დასასრულით. ერთი წუთითაც არ შემპარვია ეჭვი, რომ FDA ჯონსონის ვაქცინას ბრიტანული ვაქცინასავით ვერ მოექცეოდა. უკვე 7 მილიონი ამერიკელია აცრილი ამ ვაქცინით და შესაბამისი ოფიციალური პირები სწრაფად გააცნობიერებდნენ რა შედეგი მოჰყვებოდა პანიკის ატეხვას 7 მილიონ ამერიკელში ამერიკის ტერიტორიაზე; ამასთან, არც იმის გაცნობიერება იქნებოდა რთული, თუ რა დარტყმას მიაყენებდა ეს ნაბიჯი ვაქცინაციის პროცესს, რაც ამერიკის ახალი ადმინისტრაციის ერთერთ მთავარ საამაყო პროექტს წარმოადგენს და მართებულადაც. ლოგიკა ცხადია ლოგიკაა და ხანმოკლე „მოთათბირების“ შემდეგ FDA-მ სასწრაფოდ დაასკვნა, რომ ჯონსონის ვაქცინა უსაფრთხოა და გარკვეული კორექტირებით შეიძლება და აუცილებელიცაა მისი გამოყენების გაგრძელება. ორშაბათს, 26 აპრილს, ფედერალურ კლინიკებში ოფიციალურად გვაცნობეს, რომ ჯონსონის ვაქცინით აცრა გრძელდება. გადაწყვეტილება ცხადია გონივრული იყო. ჯონსონის ვაქცინა ერთფაზიანია და საოცრად მოსახერხებელი ლოჯისტიკური თვალსაზრისით იმ ადამიანებისათვის, რომლებსაც მიზეზთა გამო უჭირთ სამედიცინო დაწესებულებებში ხშირად მისვლა. თანაც, ერთჯერადი აცრა სერიოზულად განტვირთავს სამედიცინო პუნქტებსაც.
რამდენად წარმატებით გაგრძელდება ჯონსონის გამოყენება, ჯერჯერობით უცნობია. ფსიქოლოგიურმა ფაქტორმა თავისი უარყოფითი გავლენა უკვე მოახდინა. შიშის მარცვალი ჩაგდებულია და მედიცინაში გაუთვითცნობიერებული ადამიანებისათვის ძნელია იმის შეგონება, რომ რეალობაში ეს ვაქცინა ძალიან ეფექტური და უსაფრთხოა.
FDA სერიოზულად გააკრიტიკეს ამ ნაბიჯის გამო და სამართლიანადაც. ჯერჯერობით ბევრი არ დაწერილა იმ გამანადგურებელ ეფექტზე, რომელიც FDA-მ მსოფლიოში მიმდინარე აცრის პროცესს მიაყენა ასტრაზენეკას ირიბი დისკრედიტაციით. მაშინ როდესაც WHO სერიოზულად ემზადება ჩინური ვაქცინების აღიარებისათვის, მიუხედავად უაღრესად მწირი ინფორმაციისა ამ ვაქცინის ეფექტურობისა და გვერდითი ეფექტების შესახებ, ამ ფონზე FDA-ს უარი, რომ საერთოდ განეხილა ასტრაზენეკას ვაქცინა, პრაქტიკულად ხელოვნური საბოტაჟის კვალიფიკაციაში გადადის. არაფერს ვამბობ იმაზე, რომ სერიოზული ფსიქოლოგიური ტრავმა მიადგა მილიონობით ადამიანს, რომლებმაც უკვე აიცრეს ასტრაზენეკათი; განსაკუთრებით კი იმათ, ვისაც მხოლოდ პირველი დოზა ჰქონდა გაკეთებული და არ დაუსრულებია ვაქცინაციის პროცესი.
„FDA-ს არ შეუცვლია თავისი „პაგონები“ - ასეთი სათაურით გამოქვეყნდა კატონის ინსტიტუტის ერთერთი კორესპოდენტის, მაიკლ კენონის სტატია 13 აპრილს. ასეც არის, „ბებერი, ზანტი კუ“ ამჯერადაც ძალიან უპასუხისმგებლოდ მოიქცა. როგორც ჩანს, ოპერაცია „კოსმოსური სისწრაფე“ იშვიათი გამონაკლისების ისტორიაში ჩაიწერება მხოლოდ. პარალელურად კი ძალიან მიზანმიმართულად, მკვეთრად ფოკუსირებული პიარით, უშეცდომოდ აგრძელებს სვლას ჩინეთი საკუთარი სტრატეგიული ინტერესების გასავრცელებლად. ამას საქართველოს მაგალითიც აშკარად მოწმობს. ბრიტანეთი მშვიდად მიჰყვება ოქსფორდის ვაქცინით აცრებს. გამოკითხვების თანახმად, ბრიტანელი მოქალაქეები სრულიად ენდობიან საკუთარ მეცნიერებს.
ამ ფონზე ბრაზილიამ მოულოდნელი ჭიტლაყი ამოსცხო რუსებს. სრულიად დაბლოკა გამალეას „სპუტნიკი“, რომელიც სხვა არაფერია, თუ არა სპეცსამსახურების მიერ მოპარული ბრიტანული ტექნოლოგიით დამზადებული სუროგატი.
თუმცა, როგორც ამ მიმოხილვის დასაწყისში ვთქვით, სწორი პიარი ვირთხას საყვარელ და ღუნღულა ზაზუნად აქცევს..."-წერს სოციალურ ქსელში აშშ-ში მცხოვრები ქართველი ექიმი ზურაბ გურული.
image
3
141
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
141
  
2021, 1 მაისი, 10:57
ზოგადად, დისკუსიის ფორმატია მორღვეული, პოლემიკა- ჩხუბად ქცეული, განსხვავებული აზრი ჩხუბით მოაქვთ შენამდე... არადა ძალიან მარტივი პრინციპია ფიზიკის, რომ ქმედება იწყევს უკუქმედებას, ზეწოლა- წინაარმდეგობას. განსხვავებული აზრი ვისაც აქვს ამა თუ იმ საკითხზე, უკვე ბრძოლას გიწყებს. ბრძოლა კი ბრძოლას წარმოშობს და ვერასდროს გადმოიყვან ჩხუბით ადამიანს საკუთარ პოზიციაზე. პირიქით, გაუმყარებ თავის აზრს, რაგინდ მცდარიც არ უნდა იყოს. არანაირი დიპლომატია ჩვენში არ არსებობს, მორღვეულია კამათის კულტრურაც. ერთ-ერთი სტატიის ქვეშ ვიღაც ფემინისტი შემომივარდა დაცინვით, დაბულინგებით, ლანძღვით. ზუსტად ვიცი, წყნარად და ადამიანურად რომ შემოსულიყო, შესაძლოა დავთანხმებოდი კიდეც მის რამდენიმე არგუმენტს, მაგრამ ისეთი რისხვით შემოვარდა, რომ სამუდამოდ შემაზიზრა ფემინისტები :)
2021, 1 მაისი, 10:24
გეთანხმები....და მით უმეტეს უამრავი მაგალითის მოყვანა შეიძლება..თან მერე ადამიანებზე დომინოს პრინციპი მოქმედებს..და ყალიბდება საერთო ნიშა და რაც არ უნდა უმტკიცო ,რომ ეს ასე არ არის..არა თუ მოგისმენს თუ წინ აღიუდგები..,შეიძლება გადაგთელოს და გადაგიაროს(უფლ;ება რომ მისცე ,როგორც ძველ დროში,ჩამოგარხჩობს კიდეც)
2021, 1 მაისი, 10:00
რა ზუსტად ამბობს, მაგარია ზურა. დედაჩემი დოქტორანტურაშია პიარის მიმართულებით და როცა პირველ კურდსზე მეცადინეობდა, ერთად წავიკითხეთ ირვინ გოფმანი. მართლა საოცარი ტექნოლოგიები აქვს პიარს, კაცი შეიძლება გაანადგურო ან პირიქით, არარაობისგან შექმნა რაი...
0 1 3