x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
კინოსცენები, რომლებსაც მსახიობები დიდი სიამოვნებით დაივიწყებდნენ

image


თავადაც მოგეხსენებათ, კინოინდუსტრიაში კონკურენციის დონე თუ რამდენად მაღალია, ამიტომ მსახიობებს შორის ცოტა ვინმე თუ ბედავს ისეთ ფილმებში მონაწილეობაზე უარის თქმას, სადაც თამაში წარმატების ერთგვარ გარანტად ითვლება. მსახიობები დიდებისთვის და პოპულარობისთვის ყველაფერზე მიდიან, და ხშირად უცნაური როლებისა თუ პიკანტური სცენების მძევლებიც კი ხდებიან, რაც განსაკუთრებით ნეგატიურად ქალ მსახიობებზე აისახება, რომლებიც თავიდანვე თამამ სცენებში მონაწილეობას თანხმდებიან. დღევანდელ სტატიაში წარმოგიდგენთ მსახიობებს, რომლებიც ცნობილ ფილმებში შესრულებულ საკულტო როლებს სიმოვნებით დაივიწყებდნენ.






ტეილორ ლოტნერი - ჯეიკობ ბლექის როლში ფილმ "ბინდში"


image


ამერიკელმა მსახიობმა ჯეიკობ ბლექის იმიჯს თავი დიდი ხანი ვერ დააღწია. მსახიობი სეროზულ როლებზე დიდი ხნის განმავლობაში ოცნებობდა, მეტიც, ტეილორ ლოტნერმა ერთხელ ისიც კი განაცხადა, რომ სურდა საზოგადოებას მისი ჯეიკობ ბლექისთან იდენტიფიცირება აღარასდროს მოეხდინა.




ჯენიფერ ლოურენსმა ფილმ "მგზავრების" საწოლის სცენებში მონაწილეობის გამო ინანა

image


ლოურენსს ფილმ "მგზავრების" ინტიმურ სცენებში საკუთარი თამაშიდან პრაქტიკულად არაფერი ახსოვს. როგორც აღმოჩნდა, მსახიობი გადაღების დროს ალკოჰოლს იღებდა, რათა საკუთარი პარტნიორის კრის პრატისადმი (მოგეხსენებათ, მსახიობი იმ პერიოდში დაოჯახებული გახლდათ) არსებული დანაშაულის გრძნობა როგორმე დაეთრგუნა. გარდა ამისა, ჯენიფერ ლოურენსი მსგავსს სცენებში პირველად მონაწილეობდა, რაც მას თამაშისას კიდევ უფრო მეტ დისკომფორტს უქმნიდა.




საკუთარი კოლეგის მსგავსად ქეით უინსლეტიც ფილმ "ტიტანიკის" ყველაზე პოპულარულ სცენაში მონაწილეობას დღემდე ნანობს


image


საუბარია სცენაზე სადაც შიშველი როუზი ჯეკისთვის პოზირებს, ოსკაროსან მსახიობს ასეთი პოპულარობა დღეს უკვე ძალიან აღიზიანებს, ვინაიდან ის ახლა სამი შვილის დედაა, რომელსაც არ სურს პატარებმა მისი შიშველი ფოტოები ინტერეტსივრცეში იხილონ.




მომხიბვლელმა ევა მენდესმა იმ კადრის გამო ძალიან ინანა, რომელშიც მან "ერთხელ მექსიკაში" ჯონი დეპს აკოცა


image


რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, დამბაჩის ქვეშ ამბორი ლამაზმანს არც მეტი, არც ნაკლები მეტისმეტად ხანმოკლე მოეჩვენა




შერონ სტოუნი ძალიან ნანობს ფილმ "ძირითადი ინსტიქტის" - იმ სკანდალურ სცენაში მონაწილებას, სადაც მას პრაქტიკულად ყველაფერი გამოუჩნდა


image


მსახიობს საკულტო თრილერ "ძირითად ინსტინქტში" მწერალ ქეთრინ ტრამელის როლი ერგო, რომელიც ისევე მარტივად მანიპულირებდა კაცებით, როგორც მარიონეტი თავისი თოჯინებით. ყველასთვის კარგად ნაცნობ დაკითხვის სცენაში, "საბედისწერო" ქეთრინი აკეთებდა ყველაფერს რათა დეტექტივები მიმხვდარიყვნენ, რომ მას საცვალი არ ეცვა. ფილმის რეჟისორმა, პოლ ვერჰოვენმა მსახიობი იმაში დაარწმუნა, რომ მას კადრში არაფერი გამოუჩნდებოდა, თუმცა რეჟისორმა იცრუა. ფილმის უკვე დამონტაჟებული ვერსიის ყურებისას შერონმა თავისი სკანდალური კადრის ნახვისას ნამდვილი შოკი მიიღო. ბრაზმორეულმა ქეთრინმა რეჟისორს სახეში სილაც კი გააწნა, თუმცა ფაქტია, რომ სწორედ ამ სცენამ მოუტანა ჰოლივუდის ვარსკვლავს ნამდვილი მსოფლიო აღიარება და დიდება.




ფილმ "გრეის ორმოცდაათი ელფერის" მთავარმა პერსონაჟებმა გაფორმებული კონტრაქტის გამო ძალიან ინანეს


image


ამ ამერიკულმა ეროტიკულმა დრამამ სინანული ფილმში დაკავებულ ყველა მსახიობში გამოიწვია. როგორც მთავარი როლის შემსრულებლებმა მოგვიანებით აღიარეს, ყველაფერი რაც გადასაღებ მოედანზე ხდებოდა მათთვის დისკომფორტისა და სირცხვილის განცდასთან იყო დაკავშირებული. მსახიობების თქმით, პიკანტური სცენების გადაღებისას პავილიონში საოცარი სიცხე და უჰაერობა სუფევდა, რაც მათ თამაშს სულაც არ უადვილებდა.





0
125
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
125