x
image
ქეთი1988
რეალობა ფილმის წინააღმდეგ- საკულტო ფილმის ,,1+1" ის გმირების ნამდვილი ისტორია

2011 წელს ეკრანებზე გამოვიდა ფრანგული საკულტო და პოზიტიური კომედიური დრამა “1+1". ისტორია ეთმობა მდიდარ არისტოკრატ მამაკაცს, რომელიც ინვალიდის ეტლსაა მიჯაჭვული და მის მომვლელს. ცოტამ თუ იცის, რომ ისტორია რეალურია და მთავარი გმირებიც ნამდვილი ადამიანები არიან.

image

მსუბუქი იუმორის მაგიამ და ცხოვრებისეულმა ისტორიამ მაყურებლის გულები უმალვე დაიპყრო და ფილმი ფრანგული კინემატოგრაფიის განძი გახდა.

ფილმი გადაღებულია ფილიპ პოცო დი ბორგის წიგნის “მეორე შანსი"-ს მიხედვით. სწორედ ავტორი გახდა პროტოტიპი წიგნის მთავარი გმირის, რომელიც სერიოზული ტრავმის შედეგად ინვალიდი გახდა.

image

ფილიპი წარმატებული ბიზნესმენი გახლდათ, ავანტიურისტი და რისკის მოყვარული. 1993 წელს ფილიპი თავისი პარაპანით ელჭექიან ამინდში მოყვა. შედეგად მამაკაცი დაიმტვრა. ექიმებმა მისი გადარჩენა მართალია შეძლეს, მაგრამ შედეგად რისკის და ადრენალინის მოყვარული ბიზნესმენი პარალიზებული დარჩა. 3 წლის შემდეგ მისი ცოლი, ბეატრისი სიმსივნის შედეგად გარდაიცვალა, მას შემდეგ კი ბიზნესმენი სერიოზულ დეპრესიაში ჩავარდა.

image

ფილიპის სენეგალელი მომვლელის დრის ბასარის რეალური პროტოტიპი 21 წლის ემიგრანტი გახდა მაროკოდან, აბდელ სელე. მამაკაცი გზას აცდენილი იყო, ყაჩაღობდა და ციხიდან გამოსვლის შემდეგ უმუშევართა პენსიით ცხოვრობდა.

image

რატომ გახდა აბდელ სელე ჭირვეული არისტოკრატის საუკეთესო მომვლელი? იმიტომ რომ მიხვდა, მამაკაცს სხვისი სიბრალული სულაც არ სჭირდებოდა. მას ძველი დრაივის და ცხოვრების დაბრუნება სურდა. ასე იპოვეს საერთო ენა 21 წლის ღარიბმა ბიჭმა და 42 წლის პარალიზებულმა მილიონერმა.

image

სელემ მშობლები ადრეულ ასაკში დაკარგა. ბიჭუნა შორეულ ნათესავებთან ცხოვრობდა, რომლებიც მის აღზრდაზე დიდად არც ზრუნავდნენ. ფილიპთან სამუშაოზე გასაუბრების დროს ის მორიგ უარს მოელოდა, თუმცა ძალიან შეცდა.

image


აბდელს თანდათან გაუჩნდა წიგნებს ინტერესი, ფილიპთან ერთად ბევრს მოგზაურობდა და მამაკაცს ცხოვრებას სხვა თვალით აჩვენებდა. თვითონ ფილიპიც ასწავლიდა მომვლელს სხვადასხვა მანერებს და ცხოვრების ხედვებს, სამაგიეროდ კი პოზიტიურ ენერგიას და თავისუფლების შეგრძნებას იღებდა. “მას არ ვებრალებოდი, თქვენობით არ მელაპარაკებოდა და საოცრად ენამოსწრებული იყო, იუმორის გასაოცარი გრძნობა ჰქონდა და წარმოდგენაც არ ჰქონდა ცხოვრებაში რა უნდოდა. სწორედ ის ბიჭი მჭირდებოდა და საერთოდ არ მაინტერესებდა, რომ ციხიდან ახალი გამოსული იყო, შემდეგ კი ჩემი მეგობარი გახდა". იხსენებდა ბიზნესმენი თავის წიგნში.

რა თქმა უნდა ფილმში ყველა ის ხუმრობა არაა შესული, რითაც მომვლელი მამაკაცს “აჯილდოებდა" ხოლმე, წინააღმდეგ შემთხვევაში ფილმი ცენზურას ნამდვილად ვერ გაივლიდა, თუმცა ძირითადი მომენტები მაინც შესულია. მაგალითად, ის, რომ მილიარდერის ეტლს ძლიერი ძრავი და სპეციალური სავარძელი დაუყენა, რათა მოსახერხებელი ყოფილიყო ერთად “სრიალი".

image

ასევე რეალურია სცენა, სადაც მანქანით გადაჭარბებული სიჩქარით სიარულის გამო მათ პოლიცია აცერებს. ამ დროს ფილიპმა მართლა გაითამაშა ეპილეფსიის სცენა და პოლიციამ ისინი საავადმყოფომდე მიაცილა.

image

გარკვეული დროის შემდეგ აბდელმა გოგონა გაიცნო და მასთან ერთად მაროკოში გადავიდა საცხოვრებლად, შექმნა ოჯახიც, მაგრამ ძველ მეგობარს არ ივიწყებდა და ოჯახთან ერთად ხშირად სტუმრობდა.

image

ასევე ფილიპმაც ნახა თავისი მეორე ნახევარი და მასთან ერთად ხშირად სტუმრობდა მეგობარს მაროკოში.

image

“ჩვენ უბრალოდ ორი სასოწარკვეთილი მამაკაცი ვიყავით საზოგადოების ჩარჩოებში მოქცეული, რომლებიც მხოლოდ ერთმანეთს ეყრდნობიდნენ". სწორედ ასე აღწერა ფილიპმა მათი მეგობრობა ავტობიოგრაფიულ წიგნში “მეორე შანსი".

image

ეს წარმოუდგენლად კეთილი ისტორია გვასწავლის, რომ ცხოვრება ყველაფრის მიუხედავად მშვენიერია და ნამდვილი მეგობრის პოვნა სრულიად მოულოდნელადაა შესაძლებელი.

image















0
274
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
274
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0