სხვა 8 მტკიცებულება იმისა, რომ ადამიანის ორგანიზმი ნებისმიერ სუპერგაჯეტზე მძლავრია 2021, 29 აპრილი, 9:40 რამდენიც არ უნდა ილაპარაკონ ხელოვნურ ინტელექტსა და თანამედროვე ტექნოლოგიებზე, დღეს ადამიანის ორგანიზმი ყველაზე სრულყოფილი სისტემაა პლანეტაზე. ჩვენი ორგანიზმის პოტენციალის შედარება თანამედროვე ტექნიკასთან: მეგაპიქსელების რაოდენობარა თქმა უნდა, მეცნიერების თვალსაზრისით, თვალისა და ციფრული კამერის შედარება არც ისე კორექტულია, მაგრამ თუ აბსტრაქტულად წარმოვიდგენთ, შეიძლება ჩაითვალოს, რომ ჩვენს თვალებში დაახლოებით 126 მეგაპიქსელია (თვალის კაკლის ცენტრში). 1 წამის განმავლობაში ჩაწერილი ვიდეოჩვენი მხედველობის ერთი წამი მოცულობით 21, 45 გბ-ის ტოლი იქნება. იგივე ერთი წამი iPhone 7-ის ვიდეოზე დაიკავებს 375 მბ. ტვინის მეხსიერება და სუპერკომპიუტერის მეხსიერებატვინში დაახლოებით 100 მილიარდი ნეირონია, თითოეული ქმნის 1000 პოტენციურ სინაპსს, რომლებიც ინახავენ მონაცემებს. თუ გადავიანგარიშებთ, გამოდის, რომ ტვინი თეორიულად ფლობს 100 ტერაბაიტ ინფორმაციას. შედარებისთვის-მსოფლიოს ერთ-ერთ უძლიერეს სუპერკომპიუტერ "ტიტანს"აქვს საერთო სისტემური მეხსიერება 710 ტერაბაიტი. პლანეტის ინფორმაციის მოცულობა და სხეულის ინფორმაციის მოცულობასამეცნიერო არხის veritasium-ის სიტყვებით, 2020 წლისთვის კაცობრიობის დაგროვილი ინფორმაციის მოცულობა მიაღწევს 40 ზეტაბაიტს. ახლა კი შეადარეთ: ადამიანის სხეული უკვე ინახავს 60 ზეტაბაიტ ინფორმაციას. ოპერაციული სისტემა და გენეტიკური ინფორმაციაადამიანის გენეტიკური ინფორმაცია ინახავს მეხსიერების სულ რაღაც 1, 5 გიგაბაიტს, მიახლოებით როგორც ოპერაციული სისტემა ios 10. სიჩქარე 340 კმ/სთტვინში ერთი წამის განმავლობაში დაახლოებით 100 ათასი ქიმიური რეაქცია ხდება. ეს ნიშნავს იმას, რომ მისი სიჩქარე ტოლია შანხაის მაგლევის-პლანეტის ერთერთი ყველაზე ჩქაროსნული მატარებლის სიჩქარისა, რომელიც 340 კმ/სთ შეადგენს. ტვინის მუშაობის პრინციპიის, რომ ადამიანი ტვინის მხოლოდ 10%-ს იყენებს-მითია. ტვინი იყენებს იმდენ რესურსს, რამდენიც საჭიროა კონკრეტული მომენტისთვის. მისი მუშაობა შეიძლება შევადაროთ რადიოს: ჩვენ უსმენთ ერთ არხს, თუმცა ჩვენს განკარგულებაშია დაახლოებით 100 არხი. შრომისუნარიანობა დაზიანების შემთხვევაშიდა ყველაზე მთავარი: ადამიანის ტვინს და ორგანიზმს ზოგადად შეუძლია იმუშაოს სერიოზული დაზიანების შემთხვევაშიც, რითიც ვერ დაიკვეხნის ვერცერთი მსოფლიოში ყველაზე მძლავრი გაჯეტიც კი. საინტერესოა:მეცნიერები მთვარეზე დედამიწის მილიონობით ორგანიზმების დნმ-ის სარეზერვო საცავის მშენებლობას გეგმავენ აშკარად გამოხატული ნიშნები იმისა, რომ დეპრესია გაქვთ როგორ შეიძლება შეიცვალის ადამიანის გარეგნობა ათასი წლის შემდეგ "თოვლის კაცი" თეთრი დათვისა და მურა დათვის ჰიბრიდია? იყო თუ არა ლორდ ბაირონის ქალიშვილი პირველი პროგრამისტი? ჩვენი სამყარო სიმულაციაა და არარეალურობაში ვცხოვრობთ? საშინელი ტრავმები, რომელიც კომპიუტერულმა თამაშებმა შეიძლება გამოიწვიოს
105 3-ს მოსწონს |