x
image
თორ ნიკე
Mediator image
მარტონი ვართ ჩვენ ამ სამყაროში?
მარტონი ვართ ჩვენ ამ სამყაროში?


ვართ თუ არა ჩვენ ერთადერთი მოაზროვნე არსებები ჩვენს სამყაროში? ვართ ერთადერთი არსებები, რომლებსაც აინტერესებთ არიან თუ არა სხვა მათნაირები, რომლებიც უყურებენ ვარსკვლავებს ღამით და იგივეს ფიქრობენ, ოღონდ სხვა პლანეტებზე? ჩვენი გალაქტიკა შეიცავს რამდენიმე ასეულ მილიარდ ვარსკვლავს (200-დან 400-მდე მილიარდს), რომელთაგანაც ბევრს ერთი ან რამდენიმე პლანეტა აქვს გარშემო - საშუალოდ, თითოეულს მინიმუმ ერთი. თითქოს ეს საკმაირისი არ იყოს, გალაქტიკების რაოდენობა დაკვირვებად სამყაროში ტრილიონზე მეტია (1-დან 2 ტრილიონამდე). პლანეტების ამგვარი სიმრავლის გათვალისწინებით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ სამყაროში მარტონი ვართ. ამგვარად, მეცნიერებმა დაიწყეს მთელ მსოფლიოში ის, რასაც უცხოპლანეტური ინტელექტის ძიებას უწოდებენ და აქ მთავარი პროექტი არის SETI (search for extrterrestrial intelligence). სეთ შოსტაკი, სან-ფრანცისკოს მახლობლად მდებარე "SETI"-ს ინსტიტუტის უფროსი ასტრონომი ეჭვობს, რომ უცხოპლანეტელები სადღაც იქ ნამდვილად არიან. ის მიუთითებს NASA-ს კეპლერის კოსმოსური ობსერვატორიის მიერ შეგროვებულ მონაცემებზე, რომლებიც ვარაუდობენ, რომ ყოველი 5 პლანეტიდან 1 არის საცხოვრებლად ვარგისი.


სეთ შოსტაკი


თუ ეს სწორია, მაშინ კოსმოსი შეიძლება შეიცავდეს სიცოცხლისთვის ვარგის, 10 სექსტილიონზე მეტ პლანეტას (სექსტილიონი = ტრილიონჯერ მილიარდი). და მაინც, თუ სამყაროში სოცოცხლე გავრცელებულია უამრავ პლანეტაზე, ეს ხომ იმას არ ნიშნავს, რომ იქ აუცილებლად განვითარდებოდა ინტელექტუალური სახეობებიც, რომლებიც შეძლებდნენ ცივილიზაციის შენებას? ჯერჯერობით "SETI"-ს მიერ, მრავალი წლის მუშაობის შემდეგაც კი არ არის გამოვლენილი ისეთი რაოდიოსიგნალები, რომლებიც მიგვითითებდნენ ამგვარი ცივილიზაციის არსებობაზე კოსმოსის იმ ნაწილში, რომლის კვლევაც დღეისთვის ჩვენთვის შესაძლებელია, თუმცა შოსტაკი ამბობს, რომ ჯერჯერობით ჩვენი რადიოტელესკოპები მხოლოდ რამდენიმე ათასი ვარსკვლავისკენ მივმართეთ და ეს ზღვაში წვეთია. 2014 წელს გერმანიაში ჩატარებულ კონფერენციაზე სეთ შოსტაკმა სანაძლეო დადო სახალხოდ იმის შესახებ, რომ მომდევნო 24 წელიწადში ჩვენ შევძლებთ უცხოპლანეტელების ცივილიზაციის აღმოჩენას. იმ დროისთვის უკვე შემოწმებული გვექნება მილიონამდე ვარსკვლავური სისტემა. ამასობაში რადიოტელესკოპები მთელ მსოფლიოში 24 საათიან რეჟიმში აკვირდებიან და უსმენენ გარემომცველ სამყაროს. (იხ. წყარო)



2017 წლის დეკემბრიდან 2018 წლის მარტამდე "New York times"-ის მიერ გამოქვეყნდა 3 სხვადასხვა ვიდეო, რომელთა ავთენტურობაც ოფიციალურად, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერაა დადასტურებული და არ წარმოადგენს რაიმე სახის სიყალბეს. აღნიშნული ვიდეო მასალა გადაღებულია აშშ-ს სამხედრო საჰაერო ძალების მიერ და მათზე ასახულია ამოუცნობი მფრინავი ობიექტები. 2004 წელს გადაღებულ ვიდეოს ეწოდა კოდური სახელწოდება "GIMBAL", 2015 წელს გადაღებული ორი ვიდეოდან პირველს კი "FLIR1", ხოლო მეორეს - "GO FAST".









ავტორი: თორნიკე ფხალაძე


2
316
1-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
316
  
2021, 24 მაისი, 10:57
https://3lib.net/booklist/9573/5a73d8
2021, 23 აპრილი, 5:01
5. Are We Alone?
Are we the only intelligent creatures in the cosmos? The only beings to wonder what other thinking, wondering beings might be out there?
Our galaxy contains several hundred billion stars, many of which are likely to have planets orbiting them. As if that weren’t mind-boggling enough, astronomers believe there at least a trillion galaxies in the visible universe. Given the likely profusion of planets, it seems unlikely that we’re alone in the universe. And so scientists around the world have embarked on what they call SETI, or the search for extraterrestrial intelligence.
Seth Shostak, senior astronomer at the SETI Institute near San Francisco, suspects “E.T.” is out there somewhere. He points to the data collected by NASA’s Kepler Space Observatory, which suggests that as many as one out of every five planets is habitable. If that’s right, the cosmos could contain 10²¹ (that’s a billion trillion) habitable planets.
But even if life is plentiful in the universe, what about intelligent life? So far, SETI scientists have turned up nothing even after years of scanning the heavens for radio signals that might signify such life. Shostak points out that so far we’ve aimed our radio telescopes at just a few thousand stars — and thus it’s too soon to tell.
At a recent conference in Germany, Shostak bet the scientists in attendance that we’d find an alien signal within 24 years. (It wasn’t a huge wager — he only offered to buy each scientist a coffee if he turned out to be wrong.) By then, thanks to more efficient search techniques, we’ll likely have checked a million star systems.
In the meantime, our radio telescopes will continue to be eavesdrop on the universe, with astronomers around the world waiting and listening.
0 1 2