კინო მერილინ მონრო-თვითმკვლელობა თუ მკვლელობა?(2 ნაწილი) 2012, 5 სექტემბერი, 13:44
6.დაკარგული დღიური
თავის წიგნში, რობერტ სლეტცერი (მერლინ მონროზე წიგნის ავტორი), წერს მერილინის წითელი დღიურის შესახებ. მასში შესაძლოა მერილინს ბობ კენედისთან ურთიერთობის დეტალები ჰქონდა ჩაწერილი, მაგრამ დღიური გაქრა, რაც იმაზე მიუთითებს რომ იგი მოკლეს. სლეტცერი ასევე წერს, რომ მან დღიური ნახა მერილინის სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე. ასევე გამომძიებლის თანაშემწე, ლაიონელ გრენდისონი ირწმუნება, რომ ეს დღიური ნახა გამომძიებლის კაბინეტში. მიუხედავად იმისა, რომ ერთ-ერთი იშვიათი წიგნების კოლექციონერი მასში იხდიდა 150, 000$-ს, დღიური მას შემდეგ არავის უნახავს.
7.გაკვეთა ექიმმა თომას ნოგუჩიმ გვამის გაკვეთა ჩაატარა ლოს-ანჯელესში, გამომძიებლის ოფისში, რის შემდეგაც სისხლი და შინაგანი ორგანოები გააგზავნა ტოქსიკოლოგიურ გამოკვლევაზე, მაგრამ ექიმმა პასუხები მხოლოდ სისხლის და თირკმელების ანალიზის შესახებ მიიღო. მას სხვა ორგანოების შესახებ აღარ მოუთხოვია პასუხები, რის გამოც იგი შემდგომში ნანობდა, რადგან თვლიდა რომ სხვა ორგანოების შესახებ გამოკვლევის პასუხებით ბევრ რამეს აეხდებოდა ფარდა. რამდენიმე ხნის შემდეგ, როდესაც ექიმმა სხვა ორგანოების შესახებ პასუხები მოითხოვა, უთხრეს რომ ისინი განადგურებული იყო. მაგრამ დღემდე დარწმუნებულია ექიმი, რომ მერილინმა თავი მოიკლა. 8.საიდუმლო ჭიქა მერილინი ხშირად იღებდა აბებს, თუმცა მათი დალევა მან არ იცოდა. მეგობრების თქმით იგი აბების გადაყლაპვის დროს ყოველთვის იხრჩობოდა და ამიტომ მათ წვენში ხსნიდა და ისე იღებდა. ძალიან საეჭვო იყო, რომ პოლიციმ ჭიქა მერილინის ოთახში ვერ აღმოაჩინა. გაცილებით გვიან იქნა აღმოჩენილი ჭიქა საწოლის გვერდით, რის შემდეგაც პოლიცია ამტკიცებდა რომ ეს ჭიქა თავიდანვე იქ იყო. 9.სასიყვარულო ინტრიგა მაფიასთან კრიმინალური სამყაროს ცნობილი მეთაური ჩიკაგოში, სემ ჯანკანა ამ ისტორიაში ფიგურირებდა როგორც რომანტიული გმირი. მერილინის სტილისტი ამტკიცებდა, რომ მერილინმა, სიკვდილამდე ერთი დღით ადრე რომანტიული საღამო გაატარა სემთან ნევადაში. სემი მისგან მოითხოვდა, რომ მათი ეს ურთიერთობა საიდუმლოდ დაეტოვებინა. მისგან მერილინი დილით დაბრუნდა სახლში, ხოლო ღამე იგი მკვდარი იპოვეს. 10. ურთიერთობა ბობ კენედისთან დოკუმენტალისტი კეი მორგანი, რომელიც თავისი წიგნისთვის ინფორმაციებს აგროვებდა, ესაუბრა ფბრ-ის აგენტს, რომელიც იმ ღამეს მერილინის სახლს ყარაულობდა. როგორც შემდეგ მორგანი გადმოგვცემს აგენტმა დაინახა თუ როგორ შევიდა მერილინის სახლში კენედი და რამდენიმე მამაკაცი. მერილინის მისაღები ოთახიდან გამოდიოდა ყვირილის და ჩხუბის ხმა. ისინი იყვნენ მისაღებ ოთახში და არა საძინებელში, სადაც აღმოჩენილი იყო მსახიობის გვამი. მაგრამ მიუხედავად ამისა, ბევრ თეორეტიკოსს სჯერა რომ მონრო კენედის მსხვერპლი გახდა, რადგან ვარსკვლავს ძალიან ბევრი ინფორმაცია ჰქონდა კენედისგან მიღებული, რის გამოც შეეძლო კენედის მოეკლა იგი. გაგრძელება იქნება..... 245 6-ს მოსწონს
|