x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134547
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508610
იაპონიამ ახალი სუვენირი გამოუშვა-ავტოკალამი პარაზიტის შიგთავსით

image

გამოვიდა ძალიან სპეციფიკური იაპონური სუვენირი-ავტოკალამი, რომლის გამჭვირვალე კორპუსში პარაზიტები დაცურავენ–Anisakis-ის კლასის ნემატოდები. ეს მრგავალი, უმდაბლესი კლასის, ცხოველური წარმოშობის პარაზიტები არიან, რომლებიც სახიათოა ადამიანისთვის და შეიძლება მისი სიკვდილიც კი გამოიწვიოს.

image

image

ამ კლასის ნემატოდები ზოგადად თევზებში მრავლდებიან. ადამიანი აღნიშნული პარაზიტით შეიძლება დაავადდეს უმი თევზის მიღებისას (მაგალითად, სუშის) ან თევზის უხარისხო სითბური დამუშავების შემთხვევაში. ადამიანის ორგანიზმში მოხვედრის დროს ნემატოდებს დიდი ზიანის მიყენება შეუძლია: ისინი გამოყოფენ ცხოველმოქმედების პროდუქტებს, რომელიც ადამიანის მოწამვლას იწვევს, შედეგად კი ანოფილაქსიური შოკი დგება.

ასე გამოიყურება ნემატოდა:

image

რთულია გაიგო იმ ადამიანების ლოგიკა, ვინც ეს ავტოკალმები შექმნა სახიფათო პარაზიტებით. ზოგიერთის თქმით, ეს საპირველაპრილო ხუმრობა იყო, თუმცა ავტოკალმები რეალურად არსებობს და იყიდება. ყიდვა ნებისმიერს შეუძლია, ფასი 950 იენია. უბრალოდ, პირველი ინფორმაცია მათ შესახებ აპრილის პირველ დღეებში გაჩნდა.


image

ავტოკალამი შექმნეს იაპონური პრეფექტურის-კოტის მწარმოებლებმა, რომელიც მეთევზეობის ტრადიციებით და თევზის კერძების მრავალფეროვნებით გამოირჩევა. იგი მალფუჭებადი საქონელია, რამდენადაც ნემატოდები დახურულ რეზერვუარში მხოლოდ 4-5 დღე ცოცხლობენ. ვინ ყიდულობს ამ ამაზრზენ სუვენირებს-უცნობია. ამბობენ, ის კარგი საჩუქარია იმ ქალბატონებისთვის, რომელთანაც სასწრაფოდ დაშორებაა საჭირო.

და ბოლოს, ამ პარაზიტების ზემოქმედება ადამიანის ორგანიზმზე:

"ადამიანის ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ, პარაზიტი ცდილობს ნაწლავების კედლების გარღვევას, მაგრამ რადგანაც მას ეს არ ძალუძს, იგი იჭედება ნაწლავის კედელში და კვდება. ეს იმუნური სისტემის საპასუხო რეაქციას იწვევს, იმუნური უჯრედები გარს შემოერტყმიან პარაზიტს და ქმნიან ბირთვისებურ სტრუქტურას, რომელსაც შეუძლია საჭმლის მომნელებელი სისტემის ბლოკირება, იწვევს ძლიერ ტკივილს მუცელში და ღებინებას.






გაეცანით აგრეთვე:







ბედნიერი, უდარდელი, ცეკვის მოყვარული სიფაკები, რომლებსაც ადამიანებს ამსგავსებენ

image


მექსიკაში ოკეანემ ამოუცნობი ზღვის ბინადარი გამორიყა. მას თვალები არ ჰქონდა

image


"თოვლის კაცი" თეთრი დათვისა და მურა დათვის ჰიბრიდია?

image


ადამიანის ხელის ევოლუცია, უძველესი გადაშენებული თევზის ფარფლიდან იწყება

image


ფრინველები და ცხოველები საოცარი რაკურსიდან

image


ავსტრალიაში ზღვამ ნაპირზე სიურპრიზი გამორიყა

image


მოსაზრება, თუ რა ფრთიანი არსებაა ნაპოვნი მექსიკაში (გამოქვეყნებულია მისი რენდგენის სურათიც)

image


კასპიის ზღვის ატლანტიდა, ადამიანი-ამფიბია და სხვა იდუმალი მოვლენები

image


ჯეიკი-ადამიანი ალიგატორი. მითია თუ სინამდვილე?

image


საოცარი ფაქტები ჩვენთვის ნაცნობი და უცნობი ცხოველების შესახებ

image


ცნობისმოყვარე ცხოველები, რომლებიც ფოტოგრაფებს მუშაობაში ხელს უშლიან

image








0
153
5-ს მოსწონს
ავტორი:ირინა მ.
ირინა მ.
Mediator image
153
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0