მსოფლიო ახალი დიანა: რატომ იმეორებს ერთ ერთში პრინცესა დიანას მეგან მარკლი? პროტესტი, შურისძიება თუ უბრალოდ სიყვარული 2021, 21 აპრილი, 18:54 მრავალი პარალელის გავლება შეიძლება მეგან მარკლსა და ჰარის დედას, პრინცესა დიანას შორის. ეს ადრეც ბევრჯერ გაუკეთებიათ ხალხმა მეგანი აღიქვა, როგორც ახალი დიანა.
ეს დიანას სიყვარულით ხდება და გარკვეული პროტესტის ნისანიცაა სამეფო ოჯახის მიმართ, რომელსაც რაღაც გარკვეული წვლილი ჰქონდა დიანას დაღუპვაში. ჰარის ყოველთვის გამორჩეულად უყვარდა დედა და ხასიათითაც მას ჰგავს თავმდაბალი, მოსიყვარულე და უშუალო, რასაც ვერავინ უტყვის მის ძმაზე, რომლის მსგავსებაც ალბათ მამასთან უნდა ვეძებოთ. ბუნებრივია, ჰარის სურდა, რომ ცოლსა არ გაეზიარებინა დედის ტრაგიკული ბედი, ამიტომ ოჯახის დატოვება, რომელიც მისი ერთადერთი გამოსავალი იყო, მარტივი არჩევანი ნამდვილად არ ყოფილა, მაგრამ სწორი იყო. ახლა დიანას ყოფილი თანაშემწემ პატრიკ ჯეფსონმა დაადასტურა, რომ დიანას გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე ვითარება ბრიტანეთის მონარქიაშიც მსგავსი იყო და ისეთივე, როგორიც ახლაა. ისევე, როგორც დიანამ 1995 წელს მარტინ ბაშირს მისცა ინტერვიუ, მეგანმაც იგივე გააკეთა. როგორც ჩანს, ბრიტანეთის სამეფო ოჯახში ბოლო 25 წლის განმავლობაში ცოტა რამ შეიცვალა. პატრიკი თვლის, რომ ამ განხეთქილების დახურვის პასუხისმგებლობა თავად ოჯახს ეკისრება და არა ჰარის და მეგანს. პრინც ფილიპის დაკრძალვაზე ჰარი და უილიამი საერთოდ არც კი დალაპარაკებია ერთმანეთს და ერთმანეთის გვერდით დგომასაც ერიდებოდნენ. და მაინც ჰარი ბედნიერია, რადგან ისიც დედის მსგავსად ნავსაყუდელს სიყვარულში ეძებს და არა მონარქიული ოჯახის მკაცრ და უსიყვარულო ტრადიციებში 105 7-ს მოსწონს |
წარმომავლობა, აღზრდა და განათლებაც შესაბამისად.