x
image
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
10 გავრცელებული მითი ჯანსაღი კვების შესახებ, რომლებსაც არ უნდა დაუჯეროთ

image
დღეს ყველგან გვესმის სიტყვა ჯანსაღი კვება. მაინც რას აღნიშნავს ის? დაბალკალორიულ პროდუქტებს? საკვების მიღების განრიგს? აი გავრცელებული მითები ჯანსაღი კვების შესახებ, რომლებსაც არ უნდა დაუჯეროთ:


1. რაც უფრო ნაკლებია პროდუქტში ცხიმი, მით უკეთესია

ცხიმები ფიგურის ყველაზე დიდ მტრებად ითვლება და სულ ტყუილად. ორგანიზმს ეს ნივთიერებები სჭირდება. საზიანოა მხოლოდ ტრანსცხიმები და გაჯერებული ცხიმები, ხოლო მცენაეული და ცხოველური ცხიმები სასარგებლოც კია.

image


2. ხილის წვენი ისეთივე სასარგებლოა როგორც თვითონ ხილი

წვენები პრაქტიკულად არ შეიცავს ძვირფას ბოჭკოს და ვიტამინებისა და მინერალების კონცენტრაცია მნიშვნელოვნად შემცირებულია. ეს ეხება სწორედაც რომ ახლად გააწურულ წვენებს, მაღაზია|ში არსებული წვენები კი მუყაოს კოლოფებში გაჯერებულია კონსერვანტებითა და შაქრით.

image


3. ჯანსაღი კვება ძვირი ჯდება

ეს მიზეზი უფრო სიზარმაცის გამართლებაა. ყოველთვის შეიძლება სეზონური ხილის და ბოსტნეულის ყიდვა, ასევე მარცვლეულის.

image


4. შემცირებული კალორიები გახდომის ერთადერთი საშუალებაა

კალორიების შემცირება, თუ წონის დაკლება გსურთ, ბუნებრივი და ლოგიკურია. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ძალიან მკაცრ დიეტაზე არ ვსაუბრობთ, რაც შიმშილს ეხება. კვება უნდა დარჩეს დაბალანსებული და სრული. თქვენ უნდა მიიღოთ იმაზე ოდნავ ნაკლები კალორია, ვიდრე დღის განმავლობაში წვავთ.

image


5. სუში და როლი დიეტურია

თავისთავად, სუში და როლები დიდ ზიანს არ მიაყენებს ფიგურას. იმისდა მიუხედავად, რომ მასში თეთრი ბრინჯი შედის, ის კი დიეტურ პროდუქტებში ლიდერი ნამდვილად არაა. აი სოიოს სოუსი კი სულ სხვა თემაა. სწორედ ამით მზადდება იაპონური კერძების უმეტესობა.

image


6. დიეტური სასმელი საზიანო არაა

მარკეტოლოგებს ძალიან უნდათ დაიჯეროთ, რომ უშაქრო გაზიანი სასმელები სულაც არაა ცუდი. საქმე იმაშია, რომ შაქრის ამოღება ნიშნავს უფრო მეტი საღებავის, კონსერვანტების და შაქრის შემცვლელების დამატებას.

image


7. ახალი ბოსტნეული უფრო სასარგებლოა ვიდრე გაყინული

გაყინვის თანამედროვე ტექნოლოგიები იძლევა ბოსტნეულის აბსოლუტურად ყველა ვიტამინების, მინერალებისა და სხვა სასარგებლო ნივთიერებების შენარჩუნების შესაძლებლობას. ეს განსაკუთრებით ეხება ზამთრის სეზონს, როდესაც ბოსტნეული და ხილი იშვიათად გვხვდება მაღაზიებში.

image


8. ნებისმიერი სახის შოკოლადი საზიანოა

ესეც გავრცელებული მითია. ხომ არსებობს შავი შოკოლადი, რომელიც უამრავ ვიტამინს შეიცავს. აძლიერებს იმუნურ სისტემას, ასტიმულირებს გონებრივ აქტივობას, აუმჯობესებს გულსისხლძარღვთა სისტემის მუშაობას. ასე რომ, ერთი ნატეხი შავი შოკოლადი მხოლოდ სარგებელს მოგცემთ.

image


9. ჯანსაღი კვების დროს ტკბილი უნდა დაივიწყოთ

უბრალოდ ყველაფერში ზომიერებაა საწირო. თავისუფლად შეგიძლიათ 12 საათამდე ნებისმიერი სახის ტკბილული მიიღოთ, რა თქმა უნდა მცირე რაოდენობით.

image


10. 6 ის შემდეგ ჭამა არ შეიძლება

დამერწმუნებით, რომ დღევანდელი თანამედროვე ცხოვრების რიტმში ეს ფაქტობრივად შეუძლებელია. საჭიროა, რომ დაძინებამდე 3-4 საათით ადრე არ მიიღოთ საკვები. სწორედ ეს დრო სჭირდება ორგანიზმს საკვების გადასამუშავებლად.

image











0
178
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
178
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0