x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134534
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
"ადამიანებს ინტიმური გამოცდილება სწყურიათ"-პორნომსახიობებს სურთ დაამტკიცონ,რომ ისინიც ჩვეულებრივი ადამიანები არიან
imageტულელი ნადეჟდა ნიკიტინა Pornhub-ის მრავალი მაყურებლისთვის ცნობილია ევა ბერგერის(Eva Berger) ფსევდონიმით. გოგონამ YouTube– ის დაპყრობა ჯერ კიდევ 2018 წელს დაიწყო, მაგრამ საკუთარი არხი მაშინვე არ შექმნა: თავდაპირველად, პორნომსახიობმა "დაზვერვა გააკეთა" და უკვე ცნობილ YouTuber-ებთან სტუმრის სტატუსით ჩნდებოდა. მან ინტერვიუები მისცა რამდენიმე ცნობილ ვიდეობლოგერს.


სექს ინდუსტრიაში დიდი პოპულარობის მიუხედავად, ვიდეო ჰოსტინგის ბევრმა რუსულენოვანმა მაყურებელმა სტუმრის მიმართ, რბილად რომ ვთქვათ, სკეპტიციზმი გამოიჩინა - კომენტარების უმეტესობა შეურაცხყოფელი იყო და მათი გზავნილი ერთმნიშვნელოვანი: ყველა პორნომსახიობი მსუბუქი ყოფაქცევის ქალია ამასთან, ევას გარეგნობაზეც ბევრი ითქვა.

"მე ვცდილპბ მათ ავუხსნა, რომ პორნო-კინო და პორნომსახიობებიც ადამიანები არიან", - თქვა ბერგერმა YouTube- ზე დებიუტის დროს. მის პირველ ვიდეოს ერქვა "Justifying for My Porn Films"(თავის მართლება ჩემს პორნოფილმებზე) როგორც ჩანს, მონდომებული ბლოგერი იმედოვნებდა, რომ თავისი პროფესიის ლეგიტიმაციას მოახდენდა რუსული ინტერნეტ მომხმარებლებზე. მაგრამ თავდაპირველი გეგმა ჩაიშალა, რადგან შეურაცხმყოფელი კომენტარების კორიანტელი დაატყდა თავს.


ამის შემდეგ ნაწყენმა პორნომსახიობმა აბაზანა ფულით აავსო და შიშველი ჩაწვა შიგ მასში, თან რამოდენიმე წუთის განმავლობაში შუა თითს უჩვენებდა არაკეთიმოსურნეებს.


image

მისი პროფესიის გამო, ევა ასეთ ნეგატიურ დამოკიდებულებას შეჩვეულია, მისი პროფესიის გამო, ზოგჯერ მას ნათესავებიც კი ხვდებათ. მაგალითად ერთ-ერთი ჩართვისას ბერგერმა თქვა, რომ მეზობლები დევნიდნენ მის მოხუც დედას - ისინი შიშობდნენ, რომ მათი ქმრები ოჯახს მიატოვებდნენ, რადგან პორნო მსახიობი მეზობლად ცხოვრობდა.


საკუთარი პირადი ბლოგი შექმნა YouTube– ზეცნობილმა ამერიკელმა პორნოგრაფიულმა მსახიობმა ალიქს ლინქსმა (Alix Lynx)ის აბონენტებს უყვება მისი პირადი თვისებების შესახებ, რისი გაკეთება, გასაგები მიზეზების გამო, ყოველთვის არ არის შესაძლებელი პორნოგრაფიაში.

"აქ [სოციალურ ქსელში] თაყვანისმცემლებთან ურთიერთობის კიდევ ბევრი შესაძლებლობა არსებობს და ვფიქრობ, რომ მთელი ინდუსტრია მიდის ამ მიმართულებით. შეგიძლიათ შეხვიდეთ Pornhub და ნახოთ ყველაფერი უფასოდ. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ადამაინებს უფრო ინტიმური გამოცდილება სწყურიათ მოზრდილთა საყვარელი ფილმის ვარსკვლავთან ”, - ამბობს Lynx-ი.

image

Pornhub-ის ზოგიერთი ვარსკვლავი YouTube პლატფორმას დამატებითი შემოსავლისთვის იყენებს და არ მალავს მას. მაგალითად, მსახიობმა ლექსი ლორმა(Lexi Lore) დროულად გააცნობიერა, რომ კამერის წინ მუდმივი სექსი არ გამოდგებოდა - რაღაც მომენტში ის ან გადაიწვებოდა, ან მის ადგილზე მოვიდოდნენ ახალგაზრდა და ენერგიული მსახიობები. ამიტომ, მან წინასწარ გადაწყვიტა სოციალურ ქსელში დამატებითი შემოსავლის პოვნა. ლორემ დაიქირავა მენეჯერი, რომელმაც ხელი შეუწყო მისი "ინსტაგრამის" გვერდის პოპულარიზაციას, შემდეგ კი აგაუხსნა YouTube- არხი. 2019 წლის შემდეგ თითქმის 600 ათასმა ადამიანმა მოახერხა მისი ბლოგის გამოწერა.


"გამარჯობა, მე მქვია ლექსი ლორე. ჩვეულებრივ, ინტერნეტში ვშიშვლდები, მაგრამ დღეს არ ვაპირებ ამის გაკეთებას ”, - ასე დაიწყო პირველი ვიდეორგოლის შესავალი საკუთარ არხზე, ლექსიმ.

image

0
394
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
394
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0