x
image
melody_inside
გედი მწუხარებისგან დაიღუპა
image



ადამიანის სისასტიკეს ზღვარი არ უჩანს.



დიდი ბრიტანეთის ქალაქ ბოლტონში „გულგატეხილი“ გედი გარდაიცვალა. მას კვერცხები დაუმტვრიეს უგულო ხულიგნებმა. მამალი გედი კი სადღაც გადაიკარგა.



ვანდალებმა პაწაწუნა, ჯერ არგამოჩეკილი გედის ჭუჭულები მოკლეს ბუდეში აგურებით. მალევე -ალბათ სტრესის გამო - მამალი გედი სადღაც გაქრა. დედა კი მალევე იპოვეს მკვდარი.


image

MEN Media




ხულიგნები იმ პატარა კუნძულზე ისროდნენ ქვებს და აგურებს, სადაც გედებს ბუდე ჰქონდათ მოწყობილი. მათ ექვსი კვერცხიდან სამი გატეხეს.



მაგრამ, ადგილობრივი აქტივისტები, რომლებიც გედებს ადევნებდნენ თვალყურს, ამბობენ, რომ კიდევ ორი კვერცი დაიკარგა. საბოლოოდ მხოლოდ ერთი კვერცხი გადარჩა.




image

სპეციალისტები ამბობენ, რომ როდესაც გედის პარტნიორი იკარგება ან იღუპება, მარტოდ დარჩენილი გედი ისევე განიცდის და დარდობს, როგორც ადამიანი. როდესაც დედა გედი ბუდეში იპოვეს მკვდარი, გატეხილი კვერცხების გვერდით, აქტივისტები შოკირებულები იყვნენ.





image

MEN Media




ცხოველთა დაცვის სამეფო საზოგადოების წარმომადგენლები აცხადებენ:


”ეს უკიდურესად სამწუხარო მოვლენაა და ჩვენ ძალიან დაგვამწუხრა გედების გარდაცვალების ამბავმა. ჩვენ ვიძიებთ ბოლოდროინდელ აღმაშფოთებელ ინციდენტს და ყველას მოვუწოდებთ, ვისაც რაიმე ინფორმაცია აქვს, დარეკოს ცხელ ხაზზე. ”



გედები, მათი ბუდეები და კვერცხები ბრიტანეთში დაცულია ველური ბუნების დაცვის შესახებ 1981 წელს გამოცემული კანონით.



იხილეთ ასევე:


image



ყველამ ვიცით, რომ ცხოველბს ძალიან კარგად შეუძლიათ შენიღბონ საკუთარი თავი. მათი გადარჩენა ბუნებაში ხომ სწორედ ამაზეა დამოკიდებული. მაგრამ, ამ ეშმაკუნებს ყველგან შეუძლიათ დაიმალონ! "ჯაშუშების" სკოლა აქვთ გავლილი თითქოს. 1. გგონიათ აქ ძაღლია? ეს პლედია 2. "ერთი-ორჯერ უკვე ზედ დავჯექი" 3. ახალი ხალიჩა, შენიღბვი...

image


კოცნით გადადებული ვირუსი - არ გაიმეოროთ მშობლების შეცდომა!

ექვსი თვის ბავშვი სასწრაფოდ გახდა საავადმყოფოში გადასაყვანი მას შემდეგ, რაც მისი სხეული წითელი ლაქებით და წყლულებით დაიფარა ლაქებმა სრულიად დაფარა ბავშვის თავი და მარცხენა თვალიც კი. ექიმები და ახლობლები შიშობდნენ, რომ პატარა ოარლა მხედველობას დაკარგავდა. ოარლა ჰერპესვირუსით დაავადდა იმის მიუხედავად, რომ მისი დედა ჰ...



image


ადამიანებსა და ცხოველებს ბევრად მეტი საერთო აქვთ, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. ემოციებსაც კი ისინი ჩვენზე უკეთესად გამოხატავენ. არის რიგი ფაქტებისა, რომლებსაც თქვენში სინაზიდან მწუხარებამდე ემოციების მთელი ქარიშხალის გამოწვევა შეუძლია. და მერწმუნეთ, ქვემოთ მოყვანილი ფაქტები ნამდვილად გასაოცარია. კატები


image


ფსიქოლოგიური ტესტი - ეს არა მხოლოდ საინტერესო, სასარგებლოცაა. ისინი ხომ საშუალებას იძლევიან ჩავიხედოთ ჩვენს ქვეცნობიერებაში და გავიგოთ რაღაც ახალი საკუთარ თავზე. ერთი შეხედვით უშინაარსო გამოსახულებები მალავენ აზრის სიღრმეებს. თუ, რა თქმა უნდა მათი სწორი ახსნა შეგიძლიათ. თქვენი არჩევანი ბევრს ამბობს

0
243
11-ს მოსწონს
ავტორი:melody_inside
melody_inside
243
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0