სხვა როგორ კრეფენ ბანანს? 2021, 20 აპრილი, 19:17
ბანანი ყველასათვის საყვარელი ეგზოტიკური ხილია. ერთი შეხედვით, შეიძლება, გვეგონოს, რომ იგი ხეზე იზრდება, მაგრამ რეალურად ბანანი ბალახია. ბანანი ხარობს მსოფლიოს ტროპიკული რეგიონების უმეტეს ნაწილში. მას კრეფენ ჯერ კიდევ მწვანე, მკვახე მდგომარეობაში და ბანანები გადაზიდვის დროს მწიფდება. უმეტეს შემთხვევაში ბანანს ყიდიან დაუმწიფებელს და იმისათვის, რათა ხილი დამწიფდეს, სჭირდება სპეციალური პირობები შესანახად. ბანანს ინახავენ ოთახის ტემპერატურაზე. ქვემოთ სურათებზე მოცემულია, თუ როგორ კრეფენ, აგროვებენ ბანანებს კოსტა-რიკაში.
როგორც კი ბანანი მტევნებზე დაიწყებს ნაყოფის გამოღებას, ტოტზე სასწრაფოდ ჩამოაფარებენ პლასტმასის საფუთს (ცელოფანს), რათა დასამწიფებელ ხილს არაფერი დაეცეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ბალახი (ბანანის ტანი) დაზიანდება. ბანანის მტევნები 11 კვირის განმავლობაში იზრდება პოლიეთილენის პაკეტებში (ჩანთებში). მათ დამწიფებამდე კრეფენ და გადააქვთ მსოფლიოს სხვადასხვა ბაზარზე. ტრანსპორტირების პერიოდში ნაყოფი შრება. დაკრეფილ ხილს აჩერებენ საბაგირო გზაზე შესაფუთ სადგურამდე ტრანსპორტირებისათვის.
ბანანის შეგროვებას არავითარი ხრიკი არ სჭირდება, საკმარისია მხოლოდ 2 მუშა - ერთი მუშა გრძელი ჭოკით წევს ბანანის ბალახის ტოტს, მეორე ხელში დიდი დანა უჭირავს და აჭრის მტევანს, მეორე კი ამ დროს ფრთხილად აწვება მხარზე.
ბანანის მოკრეფის მერე მის "ხეს" (უფრო სწორად, ბალახს) ჭრიან, რადგან მეტჯერ აღარ გამოისხამს ნაყოფს. პლანტატორები ამის გამო სულაც არ წუხდებიან: ბანანი რეალურად ხე არაა, იგი ბალახია და მოჭრილი ბანანის ადგილას რგავენ ახალ ნერგს, რომელიც რამდენიმე თვეში ახალ მოსავალს იძლევა.
345 1-ს მოსწონს
|