x
image
თუთიკო ბერძენა
გასაოცარი მიზეზები, თუ რატომ არის ცისფერთვალება ადამიანი უნიკალური

ათასწლეულების განმავლობაში თვალის ლურჯი ფერს თაყვანს სცემდდნენ. ის სწრაფად გახდა სილამაზის სტანდარტი და სიწმინდის სიმბოლო. დღეს ცისფერთვალება ადამიანი ჩვეულებრიობად აღიქმება, რადგან მათ ყველგან ვხედავთ. იცოდით, რომ წარსულში თვალის ცისფერი ფერი საერთოდ არ არსებობდა? ათასობით წლის განმავლობაში პრიმიტიული ადამიანები სამყაროს მხოლოდ ყავისფერი თვალებით უყურებდნენ, შემდეგ კი ერთ დღეს დაიბადა ცისფერთვალება ბავშვი და კაცობრიობის გენეტიკურ კოდში გაჩნდა რეცესიული გენი!

image

წარმოგიდგენთ დაუჯერებელ მიზეზებს, თუ რატომ არის ლურჯთვალა ადამიანი უნიკალური.


1. გენეტიკური მუტაცია


სხვადასხვა წყაროების თანახმად, თვალების ცისფერი ფერი გენეტიკური მუტაციის შედეგია, რომელიც დაახლოებით 6 ათასი წლის წინ მოხდა. გჯერათ თუ არა, თქვენ ყველა, ვისაც ლურჯი ან მწვანე თვალები გაქვთ, ერთი ადამიანის შთამომავლები ხართ, რომელსაც პირველად ჰქონდათ ეს მუტაცია OCA2 გენით, რამაც შეცვალა მელანინის გამომუშავება ფერად გარსში - ირისში.



თანამედროვე ცისფერთვალება ხალხს აქვს იგივე გენეტიკური მუტაცია დნმ-ის იმავე ადგილას, რაც ცხადყოფს ერთი საერთო წინაპრის არსებობას, რომელიც, სავარაუდოდ, შავი ზღვის რეგიონის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში (უკრაინა, მოლდოვა, რუმინეთი, საქართველო) დაიბადა ნეოლითის ხანაში. კოლხი მედეაც ლურჯთვალა უნდა ყოფილიყო, რადგან კოლხებში ეს გენი ძალიან გავრცელდა.


image

2. როგორ გადარჩა ეს მუტაცია?


მეცნიერები ჯერ კიდევ შეცბუნებულები არიან იმით, თუ როგორ შეცდომაში შეიყვანა ამ მუტაციამ ევოლუციის ძირითადი პრინციპები და დაიწყო მისი გავრცელება მთელ მსოფლიოში. უპირველეს ყოვლისა, მუტაციამ სახეობებს გარკვეული უპირატესობა უნდა მისცეს, რომ გადარჩეს ბუნებრივი გადარჩევის პროცესში. ცისფერი თვალების შესახებ სასაცილოის არის, რომ ეს მუტაცია არ იძლევა რაიმე განსაკუთრებულ სარგებელს და შეიძლება საკმაოდ მავნეც კი იყოს.


რქოვანა ბევრად უფრო მგრძნობიარეა ნებისმიერი მექანიკური გამღიზიანებლის მიმართ ყავისფერ თვალებთან და შავ თვალებთან შედარებით. ცისფერთვალება ხალხი უფრო მგრძნობიარეა თვალის გარკვეული დაავადებების მიმართ, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ნერვული აგზნებადობის გაზრდა, შაკიკი და ჰიპერმგრძნობელობის პრობლემები.


image

3. უცხოპლანეტური ჩარევა?


დიახ, მოდით ვისაუბროთ უცხოპლანეტელებზე! მილიონობით წლის განმავლობაში ხალხს მუქი თვალები ჰქონდა და მოულოდნელად ჩვეულებრივი, მუქი თვალების მშობლებისგან ცისფერთვალება ბავშვი გაჩნდა. რატომ დასჭირდა ამდენი დრო? რატომ გამოვლინდა მუტაცია დროის ამ კონკრეტულ პერიოდში?


image

შეიძლებოდა ეს ღმერთის საჩუქარი ყოფილიყო? იქნებ ათასობით წლის წინ, ადამიანებს ექსპერიმენტები ჩაუტარდათ სხვა გალაქტიკიდან? რა თქმა უნდა, აქ ხდება მეცნიერების წინააღმდეგობაში მოსვლა მითოლოგიასთან. სამეცნიერო მტკიცებულებებში ნათქვამია, რომ ყველა დღევანდელი ცისფერთვალება ადამიანი ერთი წინაპრისგან მოდის, მითების თანახმად კი, უძველესი ღმერთების უმეტესობას ლურჯი თვალები ჰქონდა. იქნებ ლურჯი თვალები არის ის, რაც მემკვიდრეობით მივიღეთ "ღმერთებისგან"?

ვინ იცის?!



3
604
12-ს მოსწონს
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
604
  
2021, 20 აპრილი, 18:50
ჩემს გოგონას კიდევ ამის გაგონება უნდოდა? :))) ისეთი თვითკმაყოფილია...
0 1 3