x
არნოლდ შვარცენეგერი (1 ნაწილი)
image მსახიობს, კულტურისტს და პოლიტიკოსს-არნოლდ შვარცენეგერს არცთუ დიდი ხნის წინ შეუსრულდა 65 წელი. იგი ავსტრიის ერთერთ სოფელში 1947 წლის 30 ივლისს დაიბადა. მამა ყოფილი სამხედრო იყო, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ ადგილობრივი პოლიციის უფროსად მუშაობდა.

14 წლამდე არნი სერიოზულად იყო გატაცებული ფეხბურთით მაგრამ საბოლო არჩევანი სპორტდარბაზში ვარჯიშსა და კულტურისტის კარიერაზე შეაჩერა. შეუპოვრობის და მიზანდასახულობის წყალობით მან ბევრი სიძნელე გადალახა. ერთწლიანი სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლის შემდეგ იგი ტანკის მართვის (მექანიკოსი) სპეციალისტი გახდა და სწორედ ამ პერიოდიდან დაიწყო ბოდიბილდინგში მისი წარმატებით გამოსვლების სერია. მას არაერთხელ მიენიჭა საუკეთესო კულტურისტის ტიტული ორივე კონტინენტზე.

21 წლის არნი მომავლის და წარმატების იმედით საცხოვრებლად გადადის "ახდენილი ოცნებების ქვეყანაში". ცუდი ინგლისურის და მოქალაქეობის არქონის გამო თავდაპირველად საშინლად გაუჭირდა-"ახლა ღიმილით ვიხსენებ, მაგრამ იმ პერიოდში გაჭირვების გამო მიწევდა თითქმის ყველანაირი მორალური და მოქალაქეობრივი კანონის დარღვევა. ამერიკა გაშლილი ხელებით სულაც არ დამხვედრია და, როცა 1983 წელს მოქალაქეობა მომენიჭა ჩემს ბედნიერებას საზღვარი არ ქონდა" იხსენებს მსახიობი.

1970 წლიდან იგი პირველად გამოჩნდა კინოში, მაგრამ არცთუ ისე წარმატებულად. პირველი აღიარება მოუტანა ფილმმა "კონანი-ბარბაროსი", რომლის გამოსვლისთანავე ის ძალიან პოპულარული გახდა, მიუხედავად იმისა, რომ კრიტიკამ ეს ფილმი საშინელ ქარცეცხლში გაატარა საზოგადოებისთვის ამას ხელი არ შეუშლია აღმოეჩინათ საინტერესო, დამწყები მსახიობი.


მეგაპოპულარობა არნის -1984 წელს ჯეიმს ქემერონის ბოევიკმა სახელწოდებით "ტერმინატორი" მოუტანა. ამას მოყვა ძალიან წარმატებული ფილმების სერია ("კომანდო", წითელი სიცხე" ) რომელთა წყალობითაც შვარცენეგერი არამარტო პოპულარული, არამედ მსოფლიოში უმდიდრესი ადამიანი გახდა.

ბოლო ფილმი მისი მონაწილეობით, სულ ახლახან გამოვიდა მსოფლიო კინოეკრანებზე "შეუჩერებელნი 2 "

4
149
2-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:იზა კო
იზა კო
149
  
2012, 8 სექტემბერი, 12:32
გაიხარე
2012, 8 სექტემბერი, 12:32
მადლობა
2012, 8 სექტემბერი, 12:25
++
2012, 5 სექტემბერი, 14:16
+10 კარგი სტატიაა
0 1 4