ასტროლოგია 5 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი 2012, 5 სექტემბერი, 11:03 ვარსკვლავები ამ დღეს ბედის უეცარ საჩუქარს გვპირდებიან. მოსალოდნელია ყველანაირი სიურპრიზი და ოცნების ახდენა. ეს დღე განსაკუთრებით მწყალობელი იქნება მგრძნობიარე და გაუბედავი ადამიანებისთვის-წინანდელი გაუბედაობისა და ეჭვისგან არ დარჩება არავითარი კვალი. ვარსკვლავების გავლენით, დღეს ისეთ საქციელზეც კი შეიძლება წახვიდეთ, რომელსაც სხვა ვითარებაში არ ჩაიდენდით და ყველაზე გასაოცარი ისაა, რომ ამის გამო ვარსკვლავები მხოლოდ დაგაჯილდოვებენ სასიამოვნო განწყობით. ასე, რომ გაისარჯეთ თამამად და მონდომებით და შედეგიც არ დააყოვნებს. შორეული გეგმების კორექტირება კი შეიძლება მოგიხდეთ მაგრამ მთლიანობაში ყველაფერი კარგად დასრულდება. ამ დღეს საბოლოდ გადაწყდება ფინანსებთან და ქონებრივ დავასთან დაკავშირებული ყველა საკითხი. 125 4-ს მოსწონს
|