x
image
ლანა92
მალაიზიური, ანუ ცისფერი კრაიტი - ძალიან საშიში ქვეწარმავალი

image






















მალაიზიური, ანუ ცისფერი კრაიტი განეკუთვნება ასპიდების ოჯახს. გავრცელებულია სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის უმეტეს ნაწილში, სამხრეთ ჩინეთში, ტაილანდში, სუმატრასა და სამხრეთ ბალიზე. გვხვდება ვიეტნამის ცენტრალურ ნაწილებში, ინდონეზიაში, ხოლო მიანმასა და სინგაპურში მალაიზიური კრაიტის გავრცელება არ დასტურდება, თუმცა შესაძლოა, იქაც იყოს. ასევე, აღმოჩენილია კუნძულ პალაუ ლანგკავიზე, კამბოჯაში, ლაოსში, მალაიზიაში.

მალაიზიური კრაიტი გრძელი არაა, მხოლოდ 108 სანტიმეტრია, ზოგი მათგანი 160 სმ.-მდეც აღწევს. ცისფერ კრაიტს აქვს მუქი ყავისფერი, შავი, ან მოლურჯო-მოშავო შეფერილობა. აქვს 27-34 რგოლი სხეულსა და კუდზე.

მალაიზიური კრაიტი შხამიანია და ძალიან საშიში. ნადირობს სხვა სახეობის გველებზე, ხვლიკებზე, ბაყაყებსა და წვრილ მღრღნელებზე. მრავლდება ივნისში, ან ივლისში. მდედრი ცისფერი კრაიტი დებს 4-დან 10-მდე კვერცხს. ახალშობილი დაახლოებით 30 სმ.-ია.


2
152
3-ს მოსწონს
ავტორი:ლანა92
ლანა92
152
  
2021, 20 აპრილი, 22:48
:))))))))))))))))))))
2021, 20 აპრილი, 9:35
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2