რელიგია "იმდენს ვტიროდი,რომ რქოვანას ანთება დამეწყო"-იტალიელმა მღვდელმა ქალის გამო ეკლესია მიატოვა 2021, 19 აპრილი, 17:06 იტალიის გულში, პატარა ქალაქ მასა მარტანეს სან-ფელიჩეს ეკლესიაში საკვირაო ქადაგების შემდეგ, მღვდელმა რიკარდო ჩეკობელიმ მოულოდნელად აღიარა მრევლის წინაშე, რომ იგი ტოვებდა არა მარტო პოსტს, არამედ მთლიანად კათოლიკური ეკლესიის წიაღს, რადგან მღვდლებს უკრძალავს დაქორწინებას.
"ჩემი გული შეყვარებულია", - ვერ დამალა ემოცები მამაომ. - რომ იყო პატიოსანი, სპეტაკი ადამიანი და არ დაერღვიო კათოლიკური ეკლესიისთვის მიცემული სიწმინდის აღთქმა, გადავწყვიტე მისი დატოვება. მთელი ცხოვრების განმავლობაში არასდროს მიღალატია წმიდა საყდრისთვის, მაგრამ გრძნობებს ვეღარ ვმალავ. Შეყვარებული ვარ! თქვა ეს, გაიძრო ანაფორა და სთხოვა ეპისკოპოსს გაეთავისუფლებინა იგი ფიცისა და აღთქმებისაგან, იუწყება francetvinfo. 42 წლის რიკარდო ჩეკობელი თორმეტი წლის განმავლობაში ეწეოდა მღვდელთმსახურებას. „ცოტას თუ ესმის ჩემი, - აღიარებს ყოფილი მღვდელი. - ბევრი ამბობს, რომ მე ვუღალატე ეკლესიას, რომ ცდუნებას ავყევი და გამოვიჩინე სისუსტე.ჩემი აზრით, ასე ფიქრობენ ისინი, ვინც ჩემ შესახებ არაფერი იცის." რიკარდომ აღიარა, რომ სანამ გადამწყვეტ ნაბიჯს გადადგამდა, რამდენიმე კვირა ტიროდა იმ დონემდე, რომ რქოვანის ანთება განუვითარდა . ახლა იგი დადის ცალთვალ დახუჭული და საათში ერთხელ საფენებს მისი საყვარელი ლორა უცვლის. რიკარდომ გოგონა ოთხი წლის წინ გაიცნო. მთელი ამ ხნის განმავლობაში მათი ურთიერთობა წმინდა პლატონური იყო. კითხვაზე, აპირებს თუ არა წყვილი დაქორწინებას, რიკარდო ცაზე მიანიშნა და თვქა, რომ ყველაფერი ღვთის ნებაა. ახლა შეყვარებულები სარგებლობენ თავისუფლებით და ტკბებიან ურთიერთსიყვარულით, რადგან ამას დიდი ხანია ელოდნენ. 158 4-ს მოსწონს
|