x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ქალმა ქმრის თვითმკვლელობა ვიდეოზე გადაიღო,ისე,რომ არც უცდია ხელის შეშლა
image

ნეა შუკლას (Neha Shukla)ინდოეთიდან არც უცდია ქმრის ამონ შოუს( (Amon Shaw)თვითმკვლელობისათვის ხელი შეეშალა .უფრო მეტიც, ამის ნაცვლად, ქალმა ეს პროცესი მობილურის კამერაზე დააფიქსირა. ამის შესახებ ინფორმაციას Times of India ავრცელებს.




22 წლის შუკლა(მთავარი ფოტო) 25 წლის ამონზე 2020 წლის დეკემბერში დაქორწინდა, მანამდე წყვილი ხუთი წლის განმავლობაში ხვდებოდა ერთმანეთს. ამა წლის მარტში შუკლამ გადაწყვიტა მარტო, ქმრის გარეშე წასულიყო დელიში, რის გამოც ეს უკანასკნელი გაბრაზდა და ამის გამო ახალდაქორწინებულებს კონფლიქტი მოუვიდათ.


უკან, კალკუტაში ქალი აპრილში დაბრუნდა და სასწრაფოდ განქორწინება მოითხოვა.ამის შემდეგ დატრიალდა ტრაგედია: შოუმ მალევე თავი მოიკლა და შუკლამ კი ეს პროცესი ვიდეოზე გადაიღო.



შემთხვევის ადგილზე მისულმა პოლიციამ ქალის სმარტფონში იპოვა ვიდეო, სადაც მისი ქმრის ცხოვრების ბოლო წუთებია აღბეჭდილი.


შუკლას თქმით, მამაკაცი მას მანამდეც არაერთხელ დაემუქრა თვითმკვლელობით, ამიტომ არ სჯეროდა, რომ ეს მართლა მოხდებოდა. პოლიციამ შუკლა დააკავა. პროკურორი აპირებს, რომ ახალგაზრდა ქალს ბრალად თვითმკვლელობამდე მიყვანა და სიუციდზე ხელის არ შეშლა წაუყენოს.



შარშან დეკემბერში იაპონიაში დააკავეს და სიკვდილით დასაჯეს ბლოგერი, რომელიც ინტერნეტით ეძებდა სუციდისკენ მიდრეკილ ადამიანებს და აიძულებდა მათ საკუთარი ხელით მოეკლა ისინი.

1
194
7-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
194
  
0 1 1