მსოფლიო 11 ყველაზე გავლენიანი და მსოფლიოში ცნობილი პირველი ლედი 2021, 17 აპრილი, 18:00 ყველა პირველი ლედი, პრეზიდენტად მეუღლის ინაუგუირაციის შემდეგ ასრულებს ამ როლს. ზოგი მათგანი პოლიტიკაში ერთვება, ზოგი ყურადღებას ამახვილებს საქმეზე, რომ ქვეყანა უკეთესი გახადონ. ზოგი მათგანი მეუღლეებს ემოციურ მხარდაჭერას უწევენ, რადგან ისინი უმკლავდებიან ერთ – ერთ ყველაზე რთულ, სტრესულ სამუშაოს, რომელიცკი წარმოგიდგენიათ.მოგვწონს თუ არ მოგვწონს ზოგი მათგანი, პირველი ლედი გარკვეულ მემკვიდრეობას ტოვებს უკან ქვეყნისთვის. იხილეთ 11 პირველი ქალბატონი, რომლებმაც აქტიური მონაწილეობა მიიღეს საზოგადოებრივ და საქვეყნო საქმიანობაში, . 11. სანდრა რულოვსი. როგორცარ უნდა ვაკრიტიკოთ მიხეი სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდი, მისი მეუღლე - სანდრა რულოვსი ნამდვილად არის და რჩება ჯერჯერობით გამორჩეულ პირველ ლედად, რომელმაც უამრავი სასიკეთო რამ გაუკეთა ქვეყანას და ხალხს და მის მიერ ამოძრავებული არაერთი პროექტი დღემდე ხელუხლებელია - აგრძელებს მუშაობას. უამრავი ჭორი ვრცელდებოდა მასთან დაკავშირებით, თუმცა ფაქტისა და მტკიცებულების წარმოდგენას როცა ვერ ახერხებ, ილაპარაკე რამდენიც გინდა - ეს მხოლოდ მიზანმიმართული შავი პიარის ნაწილია. ჭორების გავრცელების მანქანა პოლიტიკაში ხომ განსაკუთრებული სიმძლავრით მოქმედებდა ოდითგან და ამაზე არაერთი ისტორიული ფაქტიც მეტყველებს მსოფლიოს შორეულ წარსულს თუ გადავავლებთ თვალს. დაიბადა ნიდერლანდებში. დაამთავრა ბრიუსელის უცხო ენათა ინსტიტუტი და სტრასბურგის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ინსტიტუტი. მიხეილ სააკაშვილს შეხვდა 1993 წელს. იმავე წელს ნიუ-იორკში გადადიან, სადაც ჯერ კოლუმბიის უნივერსიტეტში, შემდეგ კი ჰოლანდიურ იურიდიულ ფირმაში მუშაობენ. 1996 წელსსაქართველოში დაბრუნდნენ, სადაც რულოვსი წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტში მუშაობდა, შემდეგ კი ნიდერლანდის სამეფოს საკონსულოში. რულოვსმა დააფუძნა საქველმოქმედო ფონდს „სოკო“, რომელიც კურირებდა ჰოლანდიური კომპანიების და კერძო პირების მიერ დაფინანსებულ ჰუმანიტარულ პროექტებს. რულოვსი თსუ-ში მ ლექციებს გადასცემდა. სადაც ის ასევე მუშაობდა საკუთარ სადოქტორო თეზისზე ბელგიაში ფრანგული ენის ლინგვისტურ ასპექტებზე. მშობლიური ჰოლანდიურის გარდა სანდრა რულოვსი ასევე ფლობს ფრანგულს, ინგლისურს, გერმანულს, რუსულს, ქართულს და მეგრულს. სანდრა რულოვსი ავტორია ავტობიოგრაფიული წიგნის „იდეალისტის ისტორია". 2007 წელს რულოვსმა დააფიუძნა პირველი კლასიკური მუსიკის რადიოსადგური მთელს კავკასიაში, რადიო მუზა. მან განახორციელა ქალთა ჯანმრთელობისკენ მიმართული არაერთი პროექტი, რისთვისაც საექთნო საქმესაც დაეუფლა. ასეთი მდიდარი ბიოგრაფია და განხორციელებული პროექტი ჯერ არცერთ პირველ ლედის არ ჰქონია საქართველოში. მოგწონს თუ არა მისი მეუღლის პოლიტიკა, ობიექტიურობა მოითხოვს, დაინახო ყველაფერი და შეაფასო სიზუსტით. 10. როზალინ კარტერი აშშ-ს 39-ე პრეზიდენტის ჯიმ კარტერის მეუღლე როზალინი ერთგული დედა და ცოლი იყო. მაგრამ იგი არ შემოიფარგლა მხოლოდ დიასახლისის როლით. იგი პოლიტიკურად იყო ჩართული კარტერის ადმინისტრაციაში. სინამდვილეში, ის მისი ქმრის უახლოესი მრჩეველი იყო, კაბინეტის სხდომებზეც კი იჯდა. ის იყო ადვოკატი ქალთა უფლებებისა და სამოქალაქო უფლებების მიმართულებით. მან ასევე მხარი დაუჭირა ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ინიციატივებს. 9. ლორა ბუში ლორა ბუშმა ამჯობინა უფრო მეტად ტრადიციული პირველი ლედი ყოფილიყო. მან წერა-კითხვის გამავრცელებლობას მოჰკიდა ხელი. მან იგი 2001 წელს წიგნის ეროვნული ფესტივალი დააარსა. 8. ლედი ბერდ ჯონსონი თავისი ეპოქის ქალის პირობაზე მაღალი განათლება მიიღო. მას ჰქონდა მენეჯერისა და ინვესტორის გამოცდილება. როგორც პირველი ლედი, ის მხარს უჭერდა ქალაქებისა და მაგისტრალების გაუმჯობესებას. ის ასევე იყო მეორე პირველი ლედი, რომელიც მოითხოვდა საკუთარ პრესმდივანს. გაწეული ძალისხმევისთვის, პრეზიდენტმა კარტერმა მას გადასცა საპრეზიდენტო თავისუფლების მედალი 1977 წელს. 7. ნენსი რეიგანი მიუხედავად იმისა, რომ ნენსი რეიგანმა მიიღო ძვირადღირებული დიზაინერებისგან უფასო საჩუქრები და 200, 000 დოლარზე მეტი დახარჯა ჩინეთში იმ დროს, როდესაც ქვეყანა რეცესიაში გადიოდა, მის დამსახურებას არ ივიწყებენ ამერიკელები. მან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ზოგიერთ დიპლომატიურ და საკადრო გადაწყვეტილებაში, რომელმაც ქვეყანას წარმატება მოუტანა. 6. მიშელ ობამა მიშელ ობამა სამხრეთ ჩიკაგოს დაბალი კლასის სამეზობლოში გაიზარდა, მაგრამ მას სტაბილური, კარგი აღზრდა ჰქონდა. . მან მიიღო ბაკალავრის დიპლომი პრინსტონში, ხოლო იურიდიული დიპლომი- ჰარვარდში. როგორც პირველი ლედი, მისი ინიციატივები მიზნად ისახავდა სიღარიბის წინააღმდეგ ბრძოლას და ფიტნესისა და ჯანსაღი კვების წახალისებას. მიშელი ნიჭიერი მწერალია. 5. ბეტი ფორდი მიუხედავად იმისა, რომ მისი მეუღლე ჯერალდი პრეზიდენტის მოვალეობას ასრულებდა 2 წელი მას შემდეგ, რაც რიჩარდ ნიქსონი გადადგა, პირველმა ლედიმ მოახერხა ბევრი კარგი საქმის გაკეთება ამ მოკლე დროში. ძუძუს კიბოდან გადარჩენილმა, მან ამ დაავადების შესახებ ცნობიერება აუმაღლა ხალხს. იგი ყურადღებას ამახვილებდა ისეთ საკითხებზე, როგორიც იყო თანაბარი ანაზღაურება, აბორტი, სექსი, ნარკოტიკები და იარაღის კონტროლი. ის პირველი პირველი ლედი იყო, რომელმაც საჯაროდ გამოაცხადა ბრძოლა ალკოჰოლთან და ნარკომანიასთან. მან დააარსა ბეტი ფორდის ცენტრი კალიფორნიაში, რათა დახმარებოდა ხალხს ალკოჰოლ და ნარკოდამოკიდებულების გადალახვაში. 4. ბარბარა ბუში ერთი ჯორჯის მეუღლე და მეორე ჯორჯის დედა. მას უამრავი ლიბერალური თანამდებობა ეკავა ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით. . საზოგადოების წიგნიერება კი მისი მთავარი ინიციატივა იყო. მან დააარსა ბარბარა ბუშის საოჯახო წიგნიერების ფონდი. 3. ჰილარი კლინტონი მართალია, კლინტონი პოლარიზებული ფიგურაა, მაგრამ შეუძლებელია დაჟინებით მოითხოვო მისი მიღწევების უარყოფა. იგი გახლდაღ პრესტიჟული იურიდიული ფირმის პარტნიორი - სანამ მისი მეუღლე არკანზასის გუბერნატორი იყო, იელის იურიდიული ფაკულტეტი ყოველთვის ამბიციური იყო. როგორც პირველი ლედი, იგი მხარს უჭერდა ჯანდაცვის უკეთეს სისტემასა და გენდერულ თანასწორობას. პრეზიდენტის თანამდებობის დატოვების შემდეგ, ჰილარი გახდა პირველი ყოფილი პირველი ლედი, რომელიც აირჩიეს სენატში. შემდგომში იგი სახელმწიფო მდივნის თანამდებობას იკავებდა ობამას ადმინისტრაციაში და 2016 წელს გახდა პირველი ქალი, რომელიც დასახელდა პრეზიდენტობის კანდიდატად ერთ-ერთი მთავარი პოლიტიკური პარტიიდან. 2. ჟაკლინ კენედი ონასისი ჟაკლინ კენედი ცნობილი იყო თეთრი სახლის აღდგენით და ლამაზი ბაღების შექმნით. იგი ასევე ელეგანტური გახდათ, გამოირჩეოდა ნატიფი გემოვნებით და ის იყო პირველი პირველი ლედი, რომელსაც ჰყავდა საკუთარი პრესმდივანი. იმ დროს, როდესაც მისი მეუღლე პრეზიდენტად მსახურობდა, ის ორ მცირეწლოვან შვილს ზრდიდა. მან პრიორიტეტად მიიჩნია ჰყოლოდა ყუირადღების ცენტრში შვილები და რაც შეიძლება ნორმალური აღზრდა მიეცა გარემოებების გათვალისწინებით. 1. ელეონორა რუზველტი ელეონორა დროს ბევრად უსწრებდა. იგი ითვლება ყველაზე გავლენიან პირველ ლედიდ. გამოითქვა ვარაუდი, რომ რეალურად იგი მართავდა ქვეყანას, როდესაც მის მეუღლეს ჯანმრთელობის გაუარესება დაეწყო. ელეონორა იყო NAACP- ის გამგეობაში, დაეხმარა გაერთიანებული ერების ორგანიზაციას მეორე მსოფლიო ომის შემდეგ და იყო გაეროს ადამიანის უფლებათა კომისიის პირველი თავმჯდომარე იმ პერიოდში, როდესაც ქალების უმეტესობა სამზარეულოშიტრიალებდა. 306 6-ს მოსწონს
|