x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
იცით რატომ ჰქონდა საბჭოთა წარმოების მაცივარს "зил-Москва" გასაღები კარის ჩასაკეტად

image გახსოვთ ეს მაცივარი? ეს საბჭოთა კავშირის დროინდელი მაცივარი "зил-Москва" გახლავთ.
არ დაიჯერებთ და ზუსტად ასეთი მაცივარი დღესაც აქვს კარის მეზობელს, განა იმიტომ რომ თანამედროვე მაცივრის ყიდვის საშუალება არა აქვს! არა, კორეული ბრენდის ორ კამერიანი თანამედროვე მაცივარიც აქვს, მაგრამ არც ამას ელევა, რადგან ასაკის მიუხედავად იდეალურად მუშაობს.
თუმცა ამაზე არ მექნება ახლა საუბარი. თუ იცით აღნიშნულ მაცივრებს რატომ ჰქონდა კარზე საკეტი?
გაგიკვირდათ? დიახ, ამ მაცივრებს თითოეულს განსხვავებული კარის საკეტი და გასაღებები მოყვებოდა, გასაღების საჭიროება კი "უკრიმინალო" სსსრკ-ში საერთო საცხოვრებლებში მეზობლის მაცივრებიდან სურსათის ხშირი მოპარვის შემდეგ გაჩნდა.
ერთ ინჟინერს გაუჩნდა იდეა მაცივრის კარის სახელურში ჩაესვა საკეტი და საკონსტრუქტორო ბიურომ ეს იდეა მიიღო. მაცივრების წარმოება კარის სახელურებზე საკეტებით კონვეიერული წესით დაიწყო.
მაცივარმა "зил-Москва" პირდაპირი დანიშნულების გარდა სეიფის ფუნქციაც შეითავსა, მივლინებაში ან დასასვენებლად მიმავალი ოჯახი ძვირფასეულობას უკვე ამ მაცივრებში ინახავდა, თან საიმედოდაც.
ვისაც გაქვთ ნანახი ეს მაცივარი დამეთანხმება, მაცივრის რკინის ფურცლებისაგან შეკრული კონსტრუქცია საკმაოზე მეტად მყარი იყო და მაცივარ-სეიფის ფუნქციას შესანიშნავად ასრულებდა.
აღნიშნულ მაცივარზე ერთი პერიოდი ნადირობაც დაიწყეს, ვიღაცამ გაავრცელა ჭორი თითქოს მაცივრის დეტალები შეიცავდა ოქროს, თუმცა აღმოჩნდა, რომ ეს იყო დეზინფორმაცია.

0
304
9-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
304