x
"როგორ მოვაგვაროთ უთანხმოებები?" - ნაწილი მესამე

image

რატომ უნდა ეცადოთ პრობლემების მოგვარებას?


მკვლევარების აზრით, იმის საუკეთესო მაჩვენებელი, თუ რამდენად ბედნიერია წყვილი, მაინცდამაინც ის არ არის, თუ რამდენად ხშირად ეუბნება ცოლ-ქმარი ერთიმეორეს, რომ უყვართ ერთმანეთი. არც სექსუალური ურთიერთობა და არც ფინანსური სტაბილურობა არ არის ბედნიერი ქორწინებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორები. სინამდვილეში ბედნიერების საწინდარი არის ის, თუ რამდენად კარგად უმკლავდება ცოლ-ქმარი წამოჭრილ უთანხმოებას.


გარდა ამისა, იესო ქრისტემ თქვა, რომ როდესაც წყვილი ქორწინდება, მათ ღმერთი აუღლებს და არა კაცი (მათე 19:4—6 "მან მიუგო: «ნუთუ არ წაგიკითხავთ, რომ შემოქმედმა დასაწყისში კაცად და ქალად შექმნა ისინი და თქვა: „ამიტომ მიატოვებს კაცი მამას და დედას, მიეკვრება ცოლს და ორნი ერთი ხორცი იქნებიან“? ასე რომ, ისინი ორნი კი აღარ არიან, არამედ ერთი ხორცი. ამიტომ, ვინც ღმერთმა შეაუღლა, კაცი ნუ დააშორებს მათ».)

ამიტომ, ბედნიერი ქორწინება პატივს მიაგებს ღმერთს. მეორეს მხრივ, თუ ქმარი სიყვარულსა და თანაგრძნობას არ ავლენს ცოლის მიმართ, ღმერთმა შეიძლება მისი ლოცვები არ შეისმინოს (1 პეტრე 3:7 "ასევე თქვენც, ქმრებო, შეძენილი ცოდნის თანახმად განაგრძეთ ცოლებთან ცხოვრება და პატივი მიაგეთ მათ, ქალებს, როგორც შედარებით სუსტ ჭურჭელს, რათა ლოცვა არ დაგიბრკოლდეთ, რადგან თქვენც მათთან ერთად ხართ სიცოცხლის დაუმსახურებელი საჩუქრის თანამემკვიდრეები.")

თუ ცოლი პატივისცემას არ იჩენს ქმრის მიმართ, ის სინამდვილეში ღმერთს არ მიაგებს პატივს, რომელმაც ოჯახისთავად ქმარი დანიშნა (1 კორინთელები 11:3 "მინდა იცოდეთ, რომ ყოველი კაცის თავი ქრისტეა, ქალის თავი კაცია, ქრისტეს თავი კი ღმერთია".)




2
33
5-ს მოსწონს
ავტორი:Agape
Agape
33
  
2012, 7 სექტემბერი, 21:53
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2012, 4 სექტემბერი, 23:04
(Y)
0 1 2