x
სისხლის გადასხმის ალტერნატიული მეთოდები
image
2011 წლის 20-22 მაისს, მოსკოვში 40 ქვეყნის წამყვანი სპეციალისტები, ევროპის ქვეყნების კარდიოვასკულარული და ენდოვასკულარული ქირურგიის მე-60-ე საერთაშორისო კონგრესზე შეიკრინენ. „ექიმებისათვის მსგავს შეხვედრებს ძალზედ დიდი მნიშვენლობა აქვს; თითქმის ისეთივე, როგორც ათლეტებისათვის ოლიმპიადას, " -აღნიშნა ერთ-ერთმა რუსმა ტელეჟურნალისტმა.


კონგრესის სამივე დღეს ექიმების დიდი ყურადღება მიიპყრო საგულდაგულოდ მოწყობილმა ერთმა საინფორმაციო
სტენდმა, რომელზეც განთავსებული იყო სისხლის გადასხმის ალტერნატიულ მეთოდებთან დაკავშირებული პუბლიკაციები. ეს სტენდი იეჰოვას მოწმეების „სამედიცინო მომსახურების საინფორმაციო ცენტრმა“ მოაწყო. ექიმები სიხარულით იღებდნენ იეჰოვას მოწმეების ორგანიზაციის მიერ გამოშვებულ
ბროშურებს, წიგნებს, DVD-მასალებსა და სხვა პუბლიკაციებს, რომლებიც სამედიცინო საკითხებს ეხება. განსაკუთრებული მოთხოვნა იყო DVD ფილმზე სახელწოდებით - „სისხლის გადასხმის ალტერნატიული საშუალებები - მარტივი, უსაფრთხო, ეფექტური“.
ექიმები, რომლებიც მოწმეებს გაესაუბრნენ, ეთანხმებიან იმ აზრს, რომ ქირურგიული ოპერაციების დროს აუცილებელია სისხლის დაზოგვა. ერთმა იტალიელმა კარდიოქირურგმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ კარგად იცნობს იეჰოვას მოწმეებს და რომ დაახლოებით 70 მოწმეს სისხლის გადასხმის გარეშე გაუკეთა გულის ოპერაცია, თანაც საკმაოდ წარმატებით.

მან ასევე დასძინა, რომ მის კლინაკაში უსისხლო ქირურგია უკვე დიდი ხანია, რაც აბსოლუტურად მიღებულ მეთოდად ითვლება. „ბერლინის გულის ინსტიტუტის“ (Deutches Herzzentrum Berlin) პროფესორმა იეჰოვას მოწმეების მიერ გამოცემული DVD-ის ორი ეგზემპლარი აიღო - ერთი თავისთვის, მეორე კი - კოლეგებისათვის.
მან აუდიტორიის წინაშე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ არც ისე დიდი ხნის წინათ, გულის ოპერაცია გაუკეთა ჩვილ ბავშვს, რომელიც 2, 5 კილოგრამს იწონიდა და დასძინა, რომ ამგვარი ოპერაციები მის კლინიკაში ბევრად უფრო პატარა ბავშვებზეც კეთდება.


მოსკოვში ჩატარებული კონგრესის დასრულების შემდეგ, ერთ თვეში, ამჯერად უკვე ქალაქ არხანგელსკში, სხვადასხვა ქვეყნიდან ჩასული ექიმები შეიკრიბნენ, „ჩრდილო-დასავლეთის რეგიონის ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგების ბოლომორსკის მეოთხე სიმპოზიუმზე“. იეჰოვას მოწმეების სტენდმა აქაც დიდი ყურადღება მიიქცია. მათ მიერ წარმოდგენილი მასალის გაცნობის
შემდეგ, ერთმა სანკტ-პეტერბურგელმა ექიმმა თქვა: „ეს სწორედ ის არის, რაც ჩვენ გვჭირდება!“ მან სინანული გამოთქვა იმის თაობაზე,
რომ მის კლინიკაში ზოგიერთი მისი კოლეგა კვლავაც მიჰყვება დამწვრობის მკურნალობის მოძველებულ ტრადიციებს და პაციენტებს სისხლს უსხამს.


„თქვენს მიერ წარმოდგენილი მასალა უაღრესად სასარგებლო იქნება სანკტ-პეტერბურგში დაგეგმილ იმ კონფერენციაზე, რომელიც დამწვრობამიღებული პაციენტების მკურნალობას ეძღვნება“, - აღფრთოვანებით დასძინა მან.



მსოფლიოში სულ უფრო მეტი ექიმი მიესალმება უსისხლო ქირურგიას და ზოგადად, მკურნალობის უსისხლო მეთოდებს. თუმცა, დრო გვიჩვენებს, იქცევა თუ არა მკურნალობის ეს მეთოდი უნივერსალურ სტანდარტად მედიცინაში. image






8
138
6-ს მოსწონს
ავტორი:Agape
Agape
138
  
2013, 10 ივნისი, 16:23
მერე კიდე დაგვცინიან იეჰოვას მოწმეებს ხანაც გვამცირებენ არადა ყველაფერს სიმათლეს ვამბობთ და ვაკეთებთ ვინმეს თუ უნახია იეჰოვას მოწმეები რომ სიგარეტს ეწეოდნენ ან ლოთობდნენ ან სისხლს ისხავდნენ ან კიდე იგინებოდნენ და ილანძღებოდნენ?
2012, 15 სექტემბერი, 11:17
გაიხარე!
2012, 4 სექტემბერი, 23:40
დიდი მადლობა :)
2012, 4 სექტემბერი, 23:39
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2012, 2 სექტემბერი, 20:52
MADLOBA
2012, 2 სექტემბერი, 3:52
++
2012, 28 აგვისტო, 11:50
მაგარიაააააა. ამას რომ ბევრი ითვალისწინებდეს, თავს დაიცავდა დამღუპველი შედეგებისაგან.
0 1 8