x
მეტი
  • 26.01.2022
  • სტატია:116445
  • ვიდეო:353139
  • სურათი:490307
სტილის შეგრძნება - ხარხარი არ გაბედოთ!
სიტყვა ფოტოგრაფია ბერძნულიდან მომდინარეობს, რაც პირდაპირი თარგმანით სინათლის ხაზვას ნიშნავს. კარგად მოგეხსენებათ, რომ ძველად, ფოტოს გადაღება საკმაო ფუფუნებას წარმოადგენდა, ვინაიდან უდიდეს ხარჯებთან და ამავდროულად, ცოდნასთან იყო დაკავშირებული, რისთვისაც არსებობდნენ სპეციალური ფოტოგრაფები "ფოტოს გადასაღებ დაწესებულებებში", ან ხდებოდა მათი დანიშნულების ადგილამდე ტრანსპორტირება მსურველთა მიერ.



image



ხშირად, მხოლოდ ერთ ფოტოს შეუძლია უდიდესი აზრი გადმოსცეს და იმეტყველოს უამრავი წლის წინ მომხდარ მოვლენაზე, რაც გაიძულებს მოექცე იმ ჩარჩოებში და გახდე ამბის მაზიარებელი. ფოტო, ეს ხომ ერთადერთი უნიკალური საშუალებაა დაამყარო კავშირი უამრავ ტკბილ მოგონებასთან, სადაც მთელი წარსული ცხოვრება, ბედი თუ უნიკალური ამბავია კომბინაციაში. თუმცა, მარტო ფოტოს ხილვა არას იმეტყველებს, თუ მასზე აღბეჭდილი მთავარი "ფიგურა" არ იმუშავებს ერზე განსაზღვრულ როლს. მაგრამ, ფოტოგრაფიის ტექნიკის განვითარებისა და ფოტოგრაფიული პროცესების გამარტივებასთან ერთად, გაიზარდა ფოტოგრაფიული საქმიანობის მოსურნეთა რიცხვი, რაც გულისხმობს დღევანდელ თაობას, რომელთაც ყველანაირი პირობა გააჩნიათ ფოტოს გადაღებისთვის, რათა აღბეჭდონ საჭირო კადრი საჭირო დროსა და მომენტში, ფანტაზიასაც არანაირად არ უჩივიან და თუ გაუმართლათ, მალევე ხდებიან პოპულარულები.



სტილის შეგრძნება, ძალიან სათუთი, დახვეწილი და ინდივიდუალური რამ არის, უმეტეს შემთხვევაში კი ის მხოლოდ ინდივიდუალურია. თუმცა, სამწუხაროდ ყველას არ ეძლევა ამის ნიჭი. და, გგონიათ, ვისაც ის არ აქვს, იტანჯება? სულაც არა! იტანჯება ის, ვინც ამას უყურებს.



გთავაზობთ ფოტოკრებულს, რომელზე აღბეჭდილი ადამიანებიც თავიანთ სამოსს მიიჩნევენ მოდის და ელეგანტურობის ყველაზე მაღალ დონედ. არსებობენ კი ადამიანები, ვინც მათ მკაცრ სიმართლეს ეტყვიან? ვინ იცის...



სტილის შეგრძნება - ხარხარი არ გაბედოთ!



imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage






2
914
7-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
Mediator image
914
  
2021, 19 აპრილი, 12:20
აი ისეთი მაიკა მინდა (პირველ ფოტო) და კვერცხებიანი ქუდი
0 1 2