x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
როგორ მოვიშოროთ მუცლის ცხიმი? - 6 ეფექტური რეკომენდაცია
image


მუცლის ცხიმი, რომელიც განთავსებულია ჩვენი მუცლის ღრუს შიგნით, გარდა იმისა, რომ მის მფლობელს უქმნის დისკომფორტს არსებობის გამო, ასევე მოაქვს ბევრი უსიამოვნება, აზიანებს შინაგან ორგანოებს. კერძოდ: იზრდება რისკი მე-2 ტიპის დიაბეტის განვითარებისა, იზრდება ჰიპერტონული წნევა, ყალიბდება გულის პრობლემები, ვითარდება კიბოს რამდენიმე ტიპი და დემენცია.



image


მუცლის ცხიმს ძირითადად გენეტიკური ფაქტორები იწვევს. თუმცა, ის ხშირად ჩნდება მენოპაუზის პერიოდში ან პოლიკისტოზური დაავადების განვითარების დროს. ასევე, მის ფორმირებაზე შეიძლება გავლენა მოახდინოს სტრესმა და ცუდმა ძილმა. შეგიძლიათ იქონიოთ ბრტყელი მუცელი, მაგრამ ამას დრო და ძალისხმევა სჭირდება. დღევანდელ სტატიაში კი გაგიმხელთ იმ 6 რეკომენდაციას, რომელიც ნამდვილად ეფექტურია და დაგეხმარებათ მის მოშორებაში.



როგორ მოვიშოროთ მუცლის ცხიმი? - 6 ეფექტური რეკომენდაცია




1. იმოძრავეთ. მუცლის ცხიმი ქრება აერობული ვარჯიშების დროს. სირბილი, ველოსიპედით სიარული, ცურვა - ყველაფერი გააკეთეთ, რაც გულის ცემას აგიჩქარებთ. კვლევამ აჩვენა, რომ კვირაში 20 კმ სირბილი საკმარისია ბრტყელი მუცლის დასაბრუნებლად და თან ცხიმი იწვის 67% -ით უფრო სწრაფად, ვიდრე სავარჯიშო დარბაზში ვარჯიშის შემთხვევაში.


თუ სირბილით ვერ დარბიხართ, მაშინ დღეში 45-60 წუთი ფეხით აუცილებლად იარეთ. ამასთან, სხვა ვარჯიშები ასევე მნიშვნელოვანია კუნთების განვითარებისა და მეტაბოლიზმის დაჩქარებისათვის.



image



2. მიიღე მეტი ცილა. თუ კუნთები და ცხიმოვანი უჯრედები საკმარისად არ მუშაობს, სხეული იწყებს მეტი ინსულინის გამომუშავებას. რაც მოითხოვს ცხიმის რეზერვებს, განსაკუთრებით მუცლის არეში. ცილით მდიდარი დიეტა დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ ეს ყველაფერი. შეგიძლიათ მიირთვათ ცილის შემცველი საკვები ან დაამატოთ იგი საკვებში, როგორც დამატებითი ინგრედიენტი. კვლევამ აჩვენა, რომ ჭარბი წონის მქონე ქალებმა, რომლებიც ორი თვის განმავლობაში იღებდნენ 30% ცილას, 40% ნახშირწყალს და 30% ცხიმს, უფრო მეტი წონა დაკარგეს, ვიდრე ქალებმა დიეტების დროს, რომელთა რაციონში იყო 19% -ცილა, 55% - ნახშირწყალი და 26% - ცხიმი.




3. მიიღე პოლიუჯერი ცხიმები. აუცილებლად მიიღეთ პოლიუჯერი ცხიმები, რომლებიც ხელს უწყობენ კუნთების ფორმირებას და არა ცხიმის. ისინი გვხვდება -კაკალში, თხილში, მზესუმზირაში, ავოკადოსა და თევზში.




4. დაკავდი იოგით. 45 წლის ზევით ასაკის ქალებში, რომლებიც 4 თვე იოგით დაკავდნენ, აღინიშნა ცხიმის მკვეთრი შემცირება ორგანიზმში. თუ იოგა თქვენი არ არის, მაშინ შეგიძლიათ დაკავდეთ ნებისმიერი დამამშვიდებელი ვარჯიშით -ღრმა სუნთქვებით. ითვლება, რომ დაწყნარების შემდეგ, როდესაც ტვინი და სხეული ჰარმონიაში ხვდება ერთმანეთს, კორტიზოლის დონე იკლებს და მასთან ერთად სტრესის განვითარების რისკიც.


image




5. იძინე მეტი. 5 საათზე ნაკლები ძილი ხელს უწყობს მუცლის ცხიმის დაგროვებას. ძილის ნაკლებობა მადას ამძაფრებს.




6. მიირთვი მწვანე ჩაი. მწვანე ჩაის ფოთლები შეიცავს კატექინებს, რომლებიც ცხიმის დაწვას უწყობენ ხელს. აუცილებლად მიირთვით დღეში ორი-სამი ფინჯანი მწვანე ჩაი.




0
428
7-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
428
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0