საბუნებისმეტყველო როგორ და რატომ დაკარგეს გველებმა ფეხები? - მეცნიერთა გამაოგნებელი დასკვნები 2021, 14 აპრილი, 10:14 პალეონტოლოგებმა გაარკვიეს, თუ რა ვითარებაში დაკარგეს გველებმა ფეხები და დაიწყეს სრიალი. უძველესი ქმნილებების, არსებების ნაშთები დაეხმარა მათ ყველა კითხვაზე პასუხის გაცემაში. როგორც ვიცით, გველებს ახასიათებთ ძალიან გრძელი სხეული და არ აქვთ კიდურები, მაგრამ რა ვითარებაში დადგა ამგვარი ევოლუციური შედეგი? კითხვაზე პასუხის გაცემაში ახალი აღმოჩენა დაეხმარათ მეცნიერებს. შოტლანდიისა და შეერთებული შტატების მეცნიერებმა აღმოაჩინეს და გაანალიზეს გიგანტური გველის ნეშტი, რომელიც დედამიწაზე დაახლოებით 90 მილიონი წლის წინ. საუბარია ხერხემლიან ცხოველთა ნაშთებზე, რომელიც ნაპოვნია არგენტინაში, ცარცის პერიოდის არქეოლოგიურ მასალებში. მათ შორის იყო გიგანტური, 3 მეტრამდე სიგრძის გველი. მეცნიერებმა გამოიყენეს კომპიუტერული ტომოგრაფია, რათა უკეთ დაენახათ ამ ცხოველის თავის ქალის თავისებურებები. უპირველესად ექსპერტები დაინტერესდნენ გველის ყურის სტრუქტურით. ნამარხის დათვალიერებით შესაძლებელი გახდა, დაედგინათ, როგორ საცხოვრებელ გარემოს უკეთ ეგუება არსება. ცარცის პერიოდის გიგანტურ გველს DINILYSIA PATAGONICA-ს ჰქონდა დიდი შიდა ყური, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ მას ურჩევნია ცხოვრება ხვრელებში (ზედაპირზე, ან წყალში ცხოვრებისას სმენის ორგანოს ამ განყოფილების ზომები და წონასწორობა იყო განსხვავებული). გაირკვა, რომ უძველეს დროშიც გველები ხვრელებში ცხოვრობდნენ და სწორედ ცხოვრების ასეთმა წესმა გავლენა მოახდინა მათი სხეულის ევოლუციაზე (განვითარებაზე). გველის წინაპრებმა უარი თქვეს ოთხ კიდურზე (ფეხზე) სიარულისაგან და სრიალი ისწავლეს, რათა გადარჩენის მეტი შესაძლებლობა ჰქონოდათ. სრიალი უფრო მოსახერხებელი იყო ხვრელებში სწრაფად შესაძრომად და საფრთხისაგან დასამალად. ამ დასკვნებს ირიბად ადასტურებს ამერიკელი მეცნიერების კიდევ ერთი აღმოჩენა, მათ იპოვეს იურული პერიოდის გველი. ამასთან, მას მხოლოდ პირობითად შეიძლება, ეწოდოს გველი, რადგან 4 კიდური ჰქონდა და ძალიან განსხვავდებოდა ყველა თანამედროვე ქვეწარმავლისაგან. ექსპერტების დასკვნით, მა სახეობამ ხვრელებში ცხოვრება ამჯობინა. დღეისათვის მსოფლიოში გხვდება გველის 3460 სახეობა, რომელიც გაერთიანებულია 23 ოჯახში. ყველა სახეობის მეოთხედი, რომელიც ვიცით, შხამიანია.
104 შეფასება არ არის
|