სხვა პატარა ბიჭის სახიფათო მეგობრები 2012, 4 სექტემბერი, 20:53 ამ პატარა ბიჭს ჩარლი ჰქვია, მისი მამა გრეგ პარკერი ავსტრალიის შტატ ვიქტორიაში პატარა ზოოპარკ Ballarat Wildlife Park-ის მფლობელია. მამას არ უკვირს, რომ ჩარლის უყვარს ცხოველები და სხვადასხვა რეპტილიები. გასაოცარი მხოლოდ ის ფაქტია, რომ ამდენი სხვადასხვა ცხოველიდან ბიჭმა მეგობრად საკმაოდ დიდი მახრჩობელა გველი "პაბლო" აირჩია. პატარა ჩარლი პარკერმა ავსტრალიაში მალევე მოიპოვა პოპულარობა და მას ყველაზე ახალგაზრდა რეინჯერს უწოდებენ. 2.5 მეტრის სიგრძის "პაბლო" იმდენად მძიმეა, რომ ჩარლის ჯერ უჭირს მისი დამოუკიდებლად გადატანა, თუმცა მაინც ატარებს აქეთ-იქეთ მხრებზე შემოხვეულს, რითაც აოცებს გარშემომყოფთ. ზოგჯერ, როდესაც გველი ბეზრდება ის პატარა ნიანგების მოსაფერებლად მიეშურება, რომლებიც ასევე ძალიან უყვარს. 288 5-ს მოსწონს
|