საზოგადოება ახალშობილი ბიჭი 3 პენისით დაიბადა 2021, 13 აპრილი, 16:33 მსოფლიო მედია უჩვეულო ამბის შესახებ იუწყება. ახალშობილი ბავშვი სამი პენისით დაიბადა. ეს გახლავთ მდგომარეობა, რომელშიც ემბრიონული განვითარების ეტაპზე ყალიბდება სამი ფალოსი. .
ბავშვი ერაყის ქალაქ დაჰუკში დაიბადა და ექიმებმა ის პირველად სამი თვის ასაკში ნახეს. ჩვილის დაბადებისთანავე მედიკოსები მსჯელობდნენ, რომელი პენისი იყო სრული განვითარების და რომელი მათგანი არასრული. ექიმები იკვლევდნენ, რომელი პენისი შეძლებდა სრულფასოვან ფუნქციონირებას სრულწლოვანობის ასაკში.
. როგორც უცხოური პრესა იუწყება, მალევე დაიგეგმა ოპერაციაც. ქირურგიული ჩარევის შედეგად ბავშვს ორი ფალოსი მოაცილეს. . ამ შემთხვევის შესახებ კვლევა ნოემბერში გამოქვეყნდა International Journal of Surgery Case Reports-ში; როგორც მკვლევრები წერენ, ქირურგიული ჩარევიდან ერთი წლის შემდეგ, ექიმთან ვიზიტისას, ბავშვის მდგომარეობა უკვე სრულიად დამაკმაყოფილებელი იყო. . მკვლევართა თქმით, ამგვარი შემთხვევა მედიცინაში პირველი არ არის. მეცნიერების შეფასებით, დამატებითი პენისები იშვიათი თანდაყოლილი მდგომარეობაა და 5-6 მილიონ ახალშობილში ერთი შემთხვევა ფიქსირდება. წყარო: www.sciencedirect.com 560 2-ს მოსწონს |
უსმინა ღმერთმა, ?
გახარებული კაცი გამორბის ეკლესიიდან/
-დაიცა, სად კარბიხარ, 3 "იაშიკი" .ყვ..ები გაქვს წასაღები!
მაგას რამდენი იაშიკი ახლავს ნეტა :).