კინო სარა ჯესიკა პარკერი - ჰოლივუდელთა შორის იშვიათი გამონაკლისი, რომელიც... 2021, 12 აპრილი, 23:25 ![]() ჰოლივუდი ბევრისთვის არა მხოლოდ ფილმებთან ასოცირდება, არამედ პარტნიორების ხშირ ცვლასა და მრავალჯერად ქორწინებასთან. და იმ გამოცდილებიდან გამომდინარე, რაც წლების განმავლობაში ჰოლივუდის ვარსკვლავებს დაუგროვდათ, ეს არ არის გასაკვირი. თუმცა სარა ჯესიკა პარკერი - ყველაზე თავაშვებული ლამაზმანი სერიალიდან "სექსი დიდ ქალაქში"- ცხოვრებაში სულაც არ არის მამაკაცების ხშირი მცვლელი და არ ცხოვრობს იმ პრინციპით, რასაც ზოგჯერ იუმორით და სარკაზმით რუსთაველის ცნობილი ფრაზით გამოხატავენ ქართველები: "იგი წავა და სხვა მოვა ტურფასა საბაღნაროსა" . ![]() ის და მეთიუ ბროდერიკი 30 წელზე მეტია ერთად არიან, აქედან 23 წელია ბედნიერ ქორწინებაში იმყოფებიან. ორი ცნობილი ადამიანი 1991 წელს ერთმანეთს ბროდვეიზე შეხვდა, მათი მეგობრების წყალობით. ექვსი წლის შემდეგ მათ დაქორწინება გადაწყვიტეს. წლების განმავლობაში სარა და მეთიუ ცდილობდნენ თავიანთი ცხოვრება მაქსიმალურად მოერიდებინათ ავი თვალისგან, იმის გათვალისწინებით, რომ ისინი ორივე ცნობილი მსახიობია. არც მაშინ ფიქრობდნენ ფულზე ან დიდებაზე. ისინი ჰოლივიდში გამოჩნდნენ საინტერესო ადამიანებთან თანამშრომლობის შესაძლებლობისთვის და მსოფლიოს აჩვენეს, რისი გაკეთებაც შეუძლიათ. ![]() მეთიუმ კიდევ ერთხელ და ამჯერად საქართველოს გარეთ დაადასტურა ლადო ასათიანის სტრიქონის უტყუარობა :"კაცის გული ისეთია, ვით მორევი შავი ზღვისა: რაგინდ კარგი ცოლი ჰყავდეს, მაინც ენატრება სხვისა!" 2000 წელს ახალგაზრდა მიმტანთან ბროდერიკის ურთიერთობის ამბებმა გაანადგურა გულშემატკივრებიც და, რა თქმა უნდა, სარაც. მან რამდენიმე თვის განმავლობაში კომენტარზე უარი თქვა, მაგრამ ბოლოს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ არცერთ ოჯახში არ არის მუდმივად მზე და ცისარტყელა.მალე სარამ აპატია ღალატი მეუღლეს და ოჯახი ისევ აღდგა. ![]() ![]() ![]() ![]() 116 9-ს მოსწონს
|