ინგრედიენტები:
კვერვხი — 3 ცალი
შაქარი — 7-8 ს. კ.
კარაქი (დარბილებული) —
50 გრ.
რძე — 170 მლ.
მარილი — 0, 5 ჩ.კ.
ვანილინი — 1 გრ.
ფქვილი — 400 გრ.
სწრაფად ხსნადი საფუარი — 2, 5 ჩ. კ.
ქიშმიში ან ცუკატები — 100 გრ.
მომზადება:
I. გარეცხეთ და მდუღარე წყალი დაასხით ქიშმიშს > როდესაც წყალი გაცივდება, ქიშმიში ამოწურეთ და რამდენიმე კოვზ ფქვილში აურიეთ.
II. ათქვიფეთ კვერცხი, მარილი და ვანილინი > დაამატეთ შაქარი და ისევ ათქვიფეთ > დაამატეთ კარაქი, რძე და კარგად ათქვიფეთ.
III. საფუარი შეურიეთ ფქვილს > დაამატეთ ცომის მასას > იქამდე თქვიფეთ, ვიდრე ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ.
IV. დაამატეთ ქიშმიში ან ცუკატები (შეგიძლიათ ორივე დაამატოთ, მაგ., 50 გრ. ქიშმიში და 50 გრ. ცუკატი) > მოურიეთ კოვზით.
V. ჩადეთ თასი პოლიეთილენის პარკში და დადგით თბილ ადგილზე > როდესაც ცომი ამოვა (უნდა გაორმაგდეს), შეგიძლიათ ცხობა დაიწყოთ.
VI. ცომი პასკის საცხობ ფორმებში კოვზით გაანაწილეთ. მისი სიმაღლე, ფორმის სიმაღლის მესამედს არ უნდა აღემატებოდეს.
VII. გააჩერეთ ასე ცოტა ხანი, რომ ამოვიდეს > შედგით 200 გრადუსზე წინასწარ გახურებულ ღუმელში და როდესაც ცომი იქაც ამოვა, ტემპერატურას 180 გრადუსამდე შეამცირეთ.
VIII. პასკის თავი კარგად რომ შეწითლდება, დანა ჩაურჭეთ, რომ სიღრმეში ცხობის ხარისხი შეამოწმოთ. თუ დანა მშრალი ამოვა, გამოიღეთ – უკვე მზად იქნება.
რეცეპტში მოცემული მასალით, 1 დიდი ან 2 პატარა პასკა გამოდის.