განათლება ბიოლოგიის მასწავლებელმა 12 წლის მოწაფესთან გააბა რომანი 2021, 11 აპრილი, 13:43 44 წლის ქალს გააჩნდა სრულყოფილი ოჯახი, საყვარელი სამუშაო, თუმცა როგორც ჩანს, "სრული ბედნიერებისთვის"ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. ობოიანში, კურსკის ოლქი რუსეთი, სკოლის მასწავლებელი როგორც ჩანს, მხოლოდ ბავშვების განათლებით არ იყო დაკავებული, 44 წლის ქალმა გადაწყვიტა 12 წლის მოწაფესთან ჰქონოდა სექსუალური კავშირი. ეს ამბავი შემთხვევით გაიგო ბიჭუნას დედამ მას შემდეგ, როდესაც ბავშვის ტელეფონში სექსუალური ხასიათის სმს-ები წაიკითხა, ავტორი კი 44 წლის ბიოლოგიის მასწავლებელი აღმოჩნდა.
როგორც ტელეგრამ-არხი Mash იუწყება, ქალი გამოაშკარავეს 12 წლის ბავშვთან ინტიმურ კავშირში, რის გამოც შინაპატიმრობა მიესაჯა. მაგრამ ეს კიდევ ყველაფერი არ არის, როგორც გაირკვა, 2018 წელს, ანალოგიურად მასწავლებელს 14 წლის მოწაფესთან ჰქონდა ინტიმური კავშირი.
აწი უკვე ყოფილ პედაგოგს ორი შვილი და მეუღლე ჰყავს, ამ უკანასკნელს უჭირს მომხდარის დაჯერება და მიაჩნია, რომ რაღაც შეცდომას აქვს ადგილი.
492 4-ს მოსწონს
|