სხვა პოლიციამ დააკავა თაღლითები,რომლებმაც მაიმუნებს ქურდობა ასწავლეს 2021, 11 აპრილი, 12:01 ნიუ დელიში პოლიციელებმა დააკავეს დამნაშავეები, რომლებსაც საგანგებოდ ქურდობისთვის გაწვრთნილი მაიმუნები ჰყავდათ. პოლიციაში საჩივარი შეიტანა ადგილობრივმა ადვოკატმა, რომელიც ველორიკშით გადაადგილებოდა, რა დროსაც მაიმუნი მიეპარა და 6 000 რუპია ამოაცალა.ამის შემდეგ იქვე მომლოდინე მამაკაცები მაიმუნთან ერთად გაიქცნენ.
პოლიციამ ორი დამნაშავე ავტობუსის გაჩერებაზე დააკავა, მესამემ კი გაქცევა მოახერხა, რაც შეეხება მაიმუნებს, ისინი ცხოველთა დაცვის ცენტრს გადასცეს.
ინდოეთში მსგავსი პრაქტიკა საკმაოდ გავრცელებულია, მაგალითად შარშან ჩრდილოეთ ინდოეთის ქალაქ მერატჰში მაიმუნი თავს დაესხა სამედიცინო მუშაკებს, რა დროსაც გაიტაცა კოვიდინფიცირებულების სისხლის ნიმუშები. შარშან დეკემბერში ქალაქ სიტაპურში (შტატი უტარ-პრადეში) მაიმუნმა მამაკაცს მოტაცა ჩანთა, სადაც 400 000 რუპია იდო, აძვრა ხეზე, გახსნა ჩანთა და როცა საკვები ვერ იპოვა, ფული ქუჩაში მიმოფანტა.
102 2-ს მოსწონს
|