x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ქალმა 28 წლის შემდეგ პირველად დაიჭრა ფრჩხილები
imageგრძელი ფრჩხილების ამაყმა პატრონმა 28 წლის განმავლობაში პირველად დაიჭრა ფრჩხილები და ამაზე საერთოდ არც ნანობს.


გინესის წიგნის მსოფლიო რეკორდსმენს აიანა უილიამსს(Ayanna williams) აღარ შეეძლო საწოლის ალაგება ან ჭურჭლის რეცხვაც კი, ამიტომ აიღო მაკრატელი და მოიჭრა ფრჩხილები. ქალმა აღიარა, რომ დროა დაიწყოს ახალი ცხოვრება, რათა შეძლოს ყოვედღიურად ჩვეულებრივი საქმეების გაკეთება, ბოლო-ბოლო იგი უკვე დიდი ბებიაა.

image

"ჩემი ფრჩხილების გამო, ყველა მოძრაობას განსაკუთრებული სიფრთხილით ვეკიდებოდი. ამიტომ, წინასწარ ვფიქრობდი ყოველ შემდეგ ნაბიჯზე, რომელიც უნდა გამეკეთებინა, რათა ფრჩხილებს არ შევხებოდი და არ დამეზიანებიდნა. ფრჩხილებით თუ მის გარეშე, მე მაინც ვიქნები დედოფალი!"


image

image

მანიკურის წასასმელად დიდ ბებიას ყოველ ჯერზე 3-4 ფლაკონი ლაქი სჭირდებოდა, რადგან მისი ფრჩხილების სიგრძე 733 სმ-ს აღწევდა, რის შედეგადაც პროცედურა რამდენიმე დღეს გრძელდებოდა. ახლა რეკორდსმენის ფრჩხილები ინახება ფლორიდის მუზეუმში. თვითონ აიანა არ გამორიცხავს, ​​რომ შეიძლება ფჩხილების გაზრდა თავიდან დაიწყოს.

image

მოხუცმა ქალბატონმა მსოფლიო რეკორდი 2017 წელს დაამყარა, მაშინ მისი ფრჩხილების სიგრძე იყო 865 სმ. ამისათვის იგი ყოველდღე ყოფდა ფრჩხილებს შემთბარ ზეითუნის ზეთში და ასევე მუდმივად იყენებდა გამამყარებელ და გასაპრიალებელ საშუალებებს, თუმცა აიანა ერთ დღეაც ავარიაში მოხვდა. შედეგად, ფრჩხილების ნაწილი დაემტვრა, რასაც დიდხანს განიცდიდა; მაგრამ ეს ყველაფერი უკან დარჩა და ახლა მოხუც ქალს შეუძლია თავისუფლად აღზარდოს შვილთაშვილები და ჩვეულებრივად იაროს ტუალეტში.

image


1
90
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
90
  
2021, 9 აპრილი, 15:04
საღოლ ამის ფრჩხილებს, 28 წელი კი არა ერთი კვირა ვერ ვიზრდი რომ არ მომტყდეს :D :D ;D
0 1 1