საბუნებისმეტყველო ავსტრალიის სანაპიროებთან აღმოაჩინეს გველის 2 სახეობა, რომელიც გადაშენებული ეგონათ 2021, 8 აპრილი, 17:51 ორი შხამიანი ზღვის გველი, რომელთაც მეცნიერები ბოლო 20 წლის განმავლობაში ოფიციალურად გადაშენებულად აცხადებდნენ, აღმოაჩინეს ავსტრალიის დასავლეთ სანაპიროსთან. მოკლეცხვირიანი ზღვის გველი Aipusurus apraefrontalis და გველი Aipusurus foliosquama გველის ის 2 სახეობაა, რომელიც დედამიწის პირისაგან აღგვილი ეგონათ. ბოლოს ეს გადაშენებული ქვეწარმავლები ნახეს ტიმორის ზღვაში, აშმორის რიფის მახლობლად. უკანასკნელი ცნობების გველის ამ ორი სახეობის არსებობის შესახებ 1998 წლიდან 2001 წლამდე ვრცელდებოდა. ამ დროიდან მოყოლებული მეცნიერების ყველა მცდელობა, ეპოვათ ამ ორი სახეობის გადარჩენილი წარმომადგენლები, წარუმატებლად სრულდებოდა. 2015 წელს, ათეული წლის შემდგომ "გადაშენებულმა: გველებმა თავი შეახსენეს მეცნიერებს ავტრალიის დასავლეთ სანაპიროზე გამოჩენით. 258 შეფასება არ არის
|