x
image
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
სილამაზე მსხვერპლს მოითხოვს- შოკისმომგვრელი კოსმეტოლოგიური პროცედურები წარსულში

image

“სილამაზე მსხვერპლს მოითხოვს"- ეს კარგად ცნობილი კლიშე ცხადი გახდება, როდესაც გაიგებთ, თუ რა კოსმეტოლოგიურ პროცედურებს იტარებდნენ ქალები წარსულში გასალამაზებლად.


1. ჭორფლის მოყინვა

ეს არაა საშინელებათა ფილმიდან წამების სცენა. სინამდვილეში ამ “მოწყობილობით" ქალები ჭორფლის და პატარა ნაოჭების მოშორებას ცდილობდნენ ნახშიროჟანგით მოყინვით. ამ დროს პაციენტს თვალები, ცხვირი და ყურები ჰერმეტული საცობებით ჰქონდა დახურული და მილით სუნთქავდა.

image


2. გიგანტური ფენი

1920 იან წლებში სწორედ ასეთი გიგანტური ფენები იყო დამონტაჟებული სილამაზის სალონებში.

image


3. ქიმიური დახვევა

გერმანიაში 1920 იანი წლების ქიმიური დახვევის აპარატი ისე გამოიყურება, თითქოს ვიღაც ტვინზე ოპერაციას გეგმავს.

image


4. მაკიაჟის საკორექციო აპარატი

ლეგენდარტულმა და ინოვატორმა კომპანია Max Factor მა სილამაზის ინდუსტრიაში, შექმნა მოწყობილობა, რომელიც მაკიაჟის სწრაფი კორექციისთვის გამოიყენებოდა. რამდენად საჭირო და შედეგიანი იყო სულ სხვა თემაა.

image


5. სახის გასათბობი ნიღბები

1940 წელს ქალებისთვის შექმნეს ნაჭრის ელექტორ ნიღბები, რომლებსაც სახის კანი უნდა გაეთბო და სისხლის მიმოქცევა გაეუმჯობესებინა.

image


6. გასახდომი სავარძელი

1940 იან წლებში სალონებში გასახდომი მრავალი მეთოდი გამოიყენებოდა. ერთ-ერთი იყო სავარძელი, რომელსაც მეტალის რგოლები ჰქონდა მიმაგრებული.

image


7. ჰელენა რუბინშტეინის ნიღბები

ჰელენა რუბინშტეინი თავისი დროის ყველზე გავლენიანი და ცნობილი ქალი ყო სილამაზის და კოსმეტოლოგიის ინდუსტრიასი, სწორედ მან შექმნა ნაჭრის ნიღბები, რომლებსაც სახის კანი უფრო მკვრივი უნდა გაეხადა.

image


8. მზისგან დამცავი მოსასხამი

1900 იან წლებში მზისგან დამცავი კრემები არ არსებობდა, ამიტომ მზის მავნე სხივებისგან დასაცავად ხალხი ამგვარი მოსასხამებით დადიოდა პლიაჟზე.

image


9. თმის დასახვევი მანქანა

მსგავსი ტექნიკა 40-50 იან წლებში გამოიყენებოდა, როდესაც დახვეული თმა მოდაში იყო. ქალებბი საატობით ისხდნენ და ელოდებოდნენ შედეგს. საინტერესო ისაა, რომ დახვევის მსგავსი ტექნიკა დღესაც გამოიყენება იაპონიასა და კორეაში.

image


10. ლიმონის ნიღბები

რამდენიმე წლის წინ საკმაოდ პოპულარული იყო სახის ნიღბები ლიმონისგან. რაღაც დროის შემდეგ მიხვდნენ, რომ ლიმონი სახის კანს არ უხდება.

image


11. გლამურული ქუდი

ამ უცნაურ ჰერმენტულ ქუდს ქალებს აცვამდნენ თავზე, რათა ატმოსფერული წნევის დაწევით სახის კანი ვარდისფერი გამხდარიყო.

image


12. ტუმბო (“ნასოსი") გამონაყარისთვის

გამონაყარის ხელით წვალება კარგი იდეა არასოდეს არაა. 1930 იან წლებში გამოიგონეს მანქანა, რომელიც სახის კანიდან ზედმეტ ცხიმს და ჩირქს ისრუტავდა. პრობლემა მხოლოდ ის იყო, რომ მისი თავაკები მინის იყო და წნევის რეგულირებაც ძნელად ხდებოდა.

image


13. რეზინის ნიღბები

20-იან წლებში გამოიგონეს რეზინის ნიღბები, რომელსაც სახის კანი უნდა გაემკვრივებინა და დეფექტები მოეშორებინა.

image


14. “ნაბახუსევის ნიღაბი"

ასევე Max Factor მა გამოიგონა სახის ნიღაბი პლასტმასის ფორმებით, რომელთა წყლით ავსება და შემდეგ გაყინვა შეიძლებოდა.

image











0
390
2-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
390
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0